საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს ნაკრებს შორის გამარჯვებულს თბილისში მიიღებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოსოვო ფინალში გავიდა?

არანაირად არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის და ერთა ლიგის გავლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

გულშემატკივართა დიდი ინტერესის გამო ვეცადეთ, აღნიშნული ინფორმაცია დაგვეზუსტებინა და მკითხველისთვის შემოგვეთავაზებინა.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს 117 ქვეყანას კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, თუმცა საქართველო მათ შორის არ არის.

როგორც საქართველოს ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, კოსოვოელი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობის ტურნირებზე საქართველოში უკვე იყვნენ და ფეხბურთშიც, წესით, პრობლემა არ შეიქმნება.

კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე განკარგულებას მთავრობა გამოსცემს. მაგალითად 2015 წელს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების ნაწილს გთავაზობთ:

"იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა".

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი-1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი)."

მსგავსი ფაქტი წელსაც მოხდა, ბათუმში ჩატარებულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე კოსოვოელი სპორტსმენები იმყოფებოდნენ. წლევანდელ დოკუმენტში დამატებული იყო ერთი შტრიხი:

"განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას".

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა?

უეფას 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებით - გუნდებს, რომლებიც ვერ მიიღებენ კოსოვოს კლუბებსა თუ ეროვნულ გუნდებს თავიანთ ტერიტორიაზე, შეუძლიათ მოითხოვონ მატჩის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარება.

ეყოლება თუ არა კოსოვოს ქომაგების ჩამოყვანის საშუალება, ამაზე ინფორმაციას ნაკრების პრესსამსახური არ ფლობს. ეს საკითხიც, ალბათ, სპეციალური მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, დიდი როლი ექნება უეფას დამოკიდებულებას ამ ფაქტორთან დაკავშირებით.

„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“

1
არავითარი განსხვავებული ვითარება. ალბანელებმა 3 ჯერ მეტი სერბები ჩახოცეს ისეთი რაღაცეები აკეთეს ნერვები არ გეყოფა ტარაკნებივით გაწყვეტა მოგინდება. სერბები მხოლოდ შურს იძიებდნენ, პირველი დამნაშავეები ალბანელები იყვნენ. აფხაზეთში ჩვენც რომ გვეწყვიტა იმათი ჯიში ჩვენზეც ეგრე ილაპარაკებდნენ აფსუებს აბსოლიტურ გმირებად გამოიყვანდნენ
აფხაზი
ჯერ ბელარუს მოუგოთ იქნებ, მერე კოსოვო თუ შეგვხვდა აუცილებლად უნდა გავაუთოოთ, თუმცა აფსარ-იუჟი ოსებსაც რომ მიიღებენ სადმე გული ნუ დაგწყდებათ, რადგან საქართველო გაფატრულია და სულ იქნება ასეთი პრობლემები....ისე ჯობია ღმერთმა აგვაცილოს რომ ზედმეტად პოლიტიზირება არ მოხდეს, ისედაც დამძიმებულ ოკუპაციაში ....
lll
კოსოვო ვერ გაცდება მაკედონიას, დამშვიდდით, მთავარია ჩვენ გავიდეთ ფინალში
ზედა მეზობელი
გავიგეთ,რომ ევროპაზე გასვლა გვინდა,მაგრამ აქ პოლიტიკური საკითხი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე რომელიმე სახეობის რომელიმე ტურნირზე გასვლა. სტატიაში ნახსენებია,რომ ფაქტი უკვე დაფიქსირებულია და ამჯერადაც ასე იქნებაო,მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში და სამართალში უნდა ჩავიხედოთ ჯერ. ამ მთავრობამ მტერი შემოუშვა და პარლამენტის სავარძელში ჩასვა,ხოდა კარგად გასარკვევია რა. ევროპაზე გასვლა კი არა,სულ რო ჩემპიონები ვხდებდეთ მაინც არ მინდა,თუ ამით რუსეთს ბერკეტი მიეცემა რათა აფხაზეთი და სამაჩაბლოს მიერთება უფრო გაიადვილოს. რუსეთი სერბეთის პარტნიორია და ის აწვება არ აღიარების სტრატეგიას კოსოვოს მხრივ,პარალელურად აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხზე მუშაობს. ეს ორი საკითხი სხვადასხვა სიტუაციებია,მაგრამ რუსეთს ერთ ჭრილში გაყავს. ამ შემთხვევაში სერბების ინტერესია,რომ კოსოვო არ იქნას აღიარებული ჩვენს მიერ და თუ ეს მოხდება,მაშინ სერბეთი აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. გამოვა,რომ რუსეთის,ნიკარაგუის და პაპუასების მერე სერბეთი აღიარებს,რაც ევროპის სახელმწიფოებს უფრო გაუადვილებს რუსეთის ინტერესებზე მტკიცე უარი არ თქვან.ხოდა რუსეთს აქვს რესურსები,გავლენა ევროპაზე,რაც საზიანოა ჩვენთვის. ამ ქვეყნის ფუნდამენტური საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა და თავისუფლება,ხოდა თუ ეს უზრუნველყოფილია და ხელს არ უშლის მას,მაშინ შესაძლებელია შემოშვება როგორც გუნდის,ასევე გულშემატკივრის. ნუ ვიქნებით ხამები და ეიფორიაში ნუ ჩავარდებით,ხომ შეიძლება მაგ შარბათში(ევროპაზე გასვლა) საწამლავს ვსავთ(ორივე თამაშის თბილისში ჩატარება)
valderrama
ისე ნერვიულობთ, რომ მოდი, ნუ მოვუგებთ ბელარუსს და გულზე მოგვეშვება:))
KUTAISELI
jererti kosovo ver gava , makedoniastan mogvicevs brzola, da tu mainc gavida ragac unda davtmot tu gvinda kartuli pegburtis momavali , himnic unda movitminot da kosovoelebic , chven evropaze gavidet rac mtavaria, aset ambavs tu atexavt, kosovos gasvlis chemtxvevachi rac zaan meechveba tamachi neitralurze chatardeba, da im xalxis mikvirs kosovo belorusis pinali ro undat, kartvel kacs rogor cheizleba cheni nakrebis cin sxva nakrebi daakeno, ai aseti mtrebi ro gvkavs imito ver vagcevt verapels pegburtchi, pinals movigebt chven da araak mnichvneloba vin ikneba mocinaagmdege, italiac da germaniac ro ikos erti konkretuli tamachi 50 atasi gulchematkivris daxmarebit valdebulia sakartvelos nakrebi ro gaimarjvos, movida ukve dro vircmunot chveni zalebi da nu gvechinia saxelebis, chven gavimarjvebt.
semi
ძალიანაც ცუდი თუ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ, როდემდე უნდა გჯეროდეთ ჩვენი უვიცი პოპულისტი პოლიტიკოსების? ხომ შეიძლება ინტერნეტის ეპოქაში თქვენც გადაავლოთ თვალი ისტორიას? ხომ შეიძლება ნახოთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები კოსოვოელთა მიმართ?! სრულიად განსხვავებული ვითარებაა ვიდრე აფხაზეთში. მთელი ევროპა აღიარებს კოსოვოს და რაღა ჩვენ, რუსეთი და აზერბაიჯანი ვართ ყველაზე ბრძენი ხალხი?
დემე
როგორ და არ ავდგებით მაგათ ჰიმნზე :)
georgian
ლუკა მეც რიგში ვარ, პირი გააღე.
გიორგი
სპორტი და პოლიტიკა, არ შეიძლება ერთად. ორივე ზიანდება. დანარჩენი "გასიებულთავიანებმა" გადაწყვიტონ.
იკა
კოსოვოს დროშა და ჰიმნის ფეხზე ადგომა როგორ იქმება როცა არ ვაღიარებთ
გიორგი
ნუ დემაგოგობ
Mindia
Eსეიგი ვითომ აფხაზეთს თუ აღიარებს გაერო შენც უნდა მიიღო აღიარო მაგ შენი ლოგიკით არა, შენ ვაფშე ეროვნული თვითშეგნება გააქვს? იქნება სულაც გაეროს დაადგენინო შენი ქვეყნის საზღვრები და საერთოდ ახალი რუკა შეკერონ სულ თავიანთ ჭკუაზე შეკერონ მსოფლიოს ქვეყნები. რამე რო იყოს ხვალ ლაზეთი და ტაო-კლარჯეთი რომ დავიბრუნოთ იქნება სულ არ ეპიტნავოს მაგ გაეროს, პIდარრსტებს რომ არ იღებთ არ იმსახურებთო
ra
ასე მტკივნეულად არ აღვიქვამთ რათქმაუნდა მაგრამ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ნაკრები რომ ყოფილიყო ფინალში მიუხედავად იმისა რომ მთელ მსოფლიოს ეღიარებინა და ჩვენ მაინც არა ასე თავისუფლად დაწერდით რომ პრემიერ მინისტრი დაწერს განკარგულებას და ჩამოვლენ! ამით იმის თქმა მინდა რომ აქვს ქვეყანას პრინციპები მაგრამ რა პრინციპზეა საუბარი და რა ღირსებაზე აგერ გვყავს ჩვენი საამაყო ექიმი ჯერ კიდევ ცოცხალი და სანამ ცოცხალია ვერ ვშველით.... დაე ბოლომდე ვიყოთ უღირსები და მიუხედავად იმისა რომ არ ვაღიარებთ შემოვუშვათ აქ
Vidosj
დაგაჯვი ენაზე ვინცა ხარ!!!
ემირ
მე დარწმუნებუთ ასი პროცენტით შემიძლია გითხრათ რო მაკედონია კოსოვოს წყვილიდან ერთერთი უეჭველი გავა ... ვაა რანაირად ხართ ამა თუ იმ გუნდის მოგებაში დრწმუნებული გამაგებინეთ მეც ან როგორ რწმუნდებით ამაში მასწავლეთ
გიორგი
უპრობლემოდ ჩამოვა კოსოვოს ნაკრები.საქართველოს მთავრობა ეგეთ რამეზე არ გაუჭედავს. მისცემენ ვიზებს. უბრალოდ დათქმას მიაწერენ რომ არ ვაღიარებთ და ეგაა.
გაერჭო
ვინ გაერო რას წარმოადგენს გაერო. ვის უნდა გაერჭოს, გაერო არის პ*დარაზმის მხარდამჭერი.
ჰმ!
გაერო მერე ქვეყნებისგან არ შედგება? თუ ქვეყანა ეროვნულ დონეზე არ აღიარებს კოსოვოს გაეროში რა, სხვა პოზიცია ექნება და მიიღებენ?
Tffff
მოღალატე ხარ. ეგ არის სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი. მაგ ლოგიკით გაერომ აფხაზეთი ან “სამხრეთ ოსეთი“ რომ აღიაროს შენც უპრონლემოდ უნდა აღიარო.
ლუკა
წინასწარ ვულოცავ კოსოვოს ნარებს ერთა ლიგის ფინალის მოგებას მინსკში.
გოჩა
ფბ ზე ყველა მესამე პოსტი,ყველა გაზეთი,ყველა ჟურნალი.4თვის შემდეგაა ხალხო თამაში.რაც საჭიროა გავიგეთ უკვე და მგონი ადრეა ამდენი ამბავის ატეხვა.მითუმეთეს მეორე დიდგორი და რაღაც ეგეთი სისულელეები.4 თვე.
giorgi
აფხაზეთის ნაკრებს რომ უმასპინძლოს სერბეთმა მოგეწონება?
Alex.F
გაითვალისწინეთ ის,რომ მაკედონიელთა ყველა ლიდერი(ბარდი,ელმასი,მუსლიუ,ალიოსკი(ალბანურად ალიაი) ეთნიკური ალბანელები არიან და დასანახად ვერ იტანენ ე.წ. მაკედონიელებს,რომლებიც თავის მხრივ სუფთა სისხლის ბულგარელები არიან(ენა,დამწერლობა,რელიგია,სახელ-გვარები),მაგრამ რატომღაც ებღაუჭებიან სახელს მაკედონია,რომელიც მათ 1945 წელს უბოძა იუგოსლავიის მაშინდელმა ლიდერმა ბროზ ტიტომ.მათ ჰქონდათ ღია სამხედრო კონფლიქტი 2001 წელს,სადაც ალბანელი სეპარატისტები დამარცხდნენ და რომელიც არაოფიციალურად ღია კონფლიქტად რჩება!ამას დაუმატეთ ისიც,რომ სკოპიეს მოსახლეობის(ისევე,როგორც მთლიანად მაკედონიის)თითქმის ნახევარი,ასევე ეთნიკური ალბანელებით გახლავთ დასახლებული.ამას წერს ადამიანი,რომელმაც მრავალი წელი გაატარა,როგორც ალბანელებთან ასევე მაკედონიელებთან(ავღანეთში) და პირადად არის ნამყოფი მაკედონიაში.აქეთან დასკვნა:მათ შორის იქნება ნამდვილი საფეხბურთო ომი(სავარაუდოდ წითელ-ყვითელი ბარათებით),ასევე არ გამოვრიცხავ დამატებით დროს და თუნდაც თერთმეტმეტრიანებს,რაც უთუოდ ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს!წესით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრეტენდენტ გუნდს,ზემოდ ჩამოთვლილი ფაქტორები დიდად არ უნდა ანაღვლებდეს,მაგრამ საქართველოს დღეს ნამდვილად არ ჰყავს გუნდი,რომელიც თუნდაც ზემოდ ჩამოთვლილ გუნდებთან უპირობო ფავორიტი იქნება და რახან დაახლოებით თანაბარი ძალის მეტოქეებია, დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ საქართველო გავა და ჩვენი მდიდარი საფეხბურთო წარსულისა და საფეხბურთო მსოფლიოსთვის ნაჩუქარი არაერთი კორიფესთვის,ეს იქნება სრულიად სამართლიანი!!!წარმატებები ბიჭებს,თქვენ ეს ნამდვილად ხელგეწიფებად!!!
elsa
რა დროს მიღება არ მეღებაზეა საუბარი, ესეთი შანსი არ უნდა გავანიავოთ ტველაფერი უნდა გადავდოთ ყველა უნდა მივიღოთ და ევრო 2020 აუცილებლად უნდა გავიდეეეეეეეეთ!
ნუგზარი
ამ კითხვას ნამდვილად აქვს ლეგიტიმურად არსებობის უფლება. თუმცა ჩემი აზრით, არ მოგვწევს ჩვენ კოსოვოსთან შეხვედრა და თუ მაინც ეს ასე მოხდა ჩვენი ხელისუფლების ვექტორი მიმართული უნდა იყოს უეფაზე, რამდენადაც მისი ეგდით ტარდება ეს ტურნირი და რომლის წევრი ჩვენც ვართ და კოსოვოც. საერთაშორისო ურთიერთობათა კანომდებლობით ვფიქრობ მოინახება გამოსავალი კლუბის წევრთა ქვეყანაში მისაღებად. უფრო რთულად მეჩვენება გულშემატკივართა მიღების საკითხი.ერთი სიტყვით მარტივი საქმე არ იქნება. სხვა ქვეყანაში თამაში კი რთულად წარმომიდგენია.
სემი ტოტალაანთი.
ფინალი: ბელორუსია-კოსოვო. კოსოვო გამარჯვებული.

კოსოვოს და რუსეთის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება,ეს დაახლოვებით იგივეა ლებრონ ჯეიმსი და ლიონელ მესი რომ შევადაროთ ერთმანეთს.მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგინე რუსეთის ძიუდოს ნაკრები ეხლა,რომ ჩამოვიდეს თბილისში და ჰიმნი დაუკრან სპორტის სასახლეში.ზუსტად 5 წუთში აქციას გამართავენ „ქართველი პატრიოტები“ პარლამენტის წინ.
სტატუს ქუო
დავითს ვეთანხმები 100%-ით,ეხლა ეგებ გვეღირსოს გასვლა და ამ დროს ვინდათ გვიღალატოთ? თქვე უთავმოყვარეებო, სხვა დროს კი დგახართ ოთხზე?ეს არ გაბედოთ,თორემ....
Kkk
ქვეყნის ცნობა არ ცნობას, არსებობა არ არსებობას უნდა წყვეტდეს გაერო და არა ესა თუ ის ქვეყანა. თუ გახდება ქვეყანა გაეროს წევრი ე.ი არსებობს და ყველამ უნდა სცნოს თუ ვერ გახდება ე.ი არ არსებობს და არც დამოუკიდელად არ უნდა მონაწილეობდეს არაფერში.
თემური
ჯერ მივიდეთ კოსოვომდე.ისე მემგონი იმდენს იბრიქებიან კოსოვოელები მაკედონია გაუდებს მაგათს
ძალიან მეეჭვება
თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ კოსოვო გავა.ყველა მაკედონიის მოგებას ფიქრობს,როგორც ლაიქებიდანაც ჩანს,თუმცა მე ასე არ ვთვლი.რათქმაუნდა ბურთი მრგვალია,მაგრამ კოსოვო უპირობო ფავორიტი მგონია ამ დაპირისპირებაში,ერთადერთი უპირატესობა რაც მაკედონიის მხარესაა,ეს არის საკუთარ მოედანზე თამაში.ნახეთ სად დაიბადნენ და გაიზარდნენ კოსოვოელი ფეხბურთელები და ეხლა რა გუნდებში თამაშობენ.ფაქტიურად დასავლეთ ევროპის საფეხბურთო კლუბებმა აღზარდეს „პოლიტიკურ თავშესაფარში“ მყოფი კოსოვოელი ოჯახების შვილები.ვნახოთ რა იქნება,ბურთი მრგვალია.მთავარია ჩვენ ავისრულოთ ჩვენი ოცნება,იმათ იდარდონ თავისი.
გოგა
გეთანხმებით მეც უკეთესი ნაკრები მგონია მაკედონია და მოუგებენ კოსოვოს. ჩვენთვოს კარგი იქნება თი 120 წუთი ითამაშებენ ერთმანეთან:)
G.LA
თითქმის დარწმუნებული ვარ ჩრდილოეთ მაკედონია სახლში მოუგებს კოსოვოს. რა თქმა უნდა ფედერაციაც და მთავრობაც მზად უნდა იყვნენ მოვლენების განვითარევაზე. მარა მაიც მგონია ჩვენ პრესაში შეცდომით მეტი ყურადღება ეთმობა კოსოვოს ვიდრე ჩრდილოეთ მაკედნიას. მათ თავის ისტორიაში სხვა და სხვა დროს დამარცხებული ყავთ ხორვატია, დანია, ირლანდია, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი, უკრაინა, შოტლანდაი, ნორვეგია,ბულგარეთი, უელსი, ეკვადორი რაც კოსოვარებს სიზმარშიც არ უნახიათ ჯერ. დარწმუნებული ვარ თუ ყველანი ფორმაში გვეყოლებიან, თბილისში სწორედ მაკედონიასთან გვექნება საბრძოლო და მათაც რომ მოუვუგებთ ისიც მჯერა. ჯერ ბელოროსებზე უნდა ვიფიქროდ და ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ.
დავითი
თქვე დალოცვილებო,რუსეთის ძიუდოს ნაკრები მიიღეთ 2009 წლის სექტემბერში სპორტის სასახლეში ,მაშინ როცა 1 წლით ადრე მაგათი ბომბდამშენები გვბომბავდა და ჯარი გვაოხრებდა,რუსეტის ჰიმნზეც ამაყად იდგა მთელი დარბაზი ფეხზე ,ეს კოსოვო რა გახდა ,თანაც მთელმა მსოფლიომ აღიარა თითქმის
სისო
უჰ, ერთი ამბავი ატყდება ;)
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..