ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არის პირველი ფინალისტი

არის პირველი ფინალისტი

ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/2 ფინალი:"ვანკუვერ კენაქსი" რეგულარულ ჩემპიონატსა და პლეი ოფში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მთლიანად იმსახურებდა სტენლის თასის ფინალში გასვლას
ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, "ვანკუვერ კენაქსი" რეგულარულ ჩემპიონატსა და პლეი ოფში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მთლიანად იმსახურებდა სტენლის თასის ფინალში გასვლას. კანადურ კლუბს დიდი ხანია ასეთი ღირსეული შემადგენლობა არ ჰყოლია.

"ვანკუვერს" თავისი არსებობის ისტორიაში სტენლის თასი არასოდეს მოუგია. ეს ისტორია 1970 წლიდან იღებს სათავეს. გუშინდელი მატჩის ბედი კევინ ბიექსას სასწაულმა გოლმა გადაწყვიტა, რის შემდეგაც ბევრმა გაიხსენა 1994 წელი. მაშინ გრეგ ადამსის გოლმა "კენაქსს" "ტორონტოსთან" სერია მოაგებინა და პეტ ქუინის ბრწყინვალე გუნდი, რომლის რიგებშიც ბრწყინავდნენ მეკარე კირკ მაკლინი, ფორვარდები პაველ ბურე და ტრევორ ლინდენი, ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მრისხანე "ნიუ იორკ რეინჯერსთან" დამარცხდა.

შესაძლოა, ნავსი წელს გატეხონ, ოღონდ ამჯერად არა "რეინჯერსს", არამედ "ბოსტონისა" და "ტამპა ბეის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან. ამ სერიაში ურთიერთობა ჯერ კიდევ გრძელდება.

გუშინდელ მატჩში მთავარი მოვლენები მესამე პერიოდში განვითარდა. 1:1-ზე ინდივიდუალურად გაიბრწყინა ჯო პაველსკიმ, რომელმაც ჰენრიკ სედინს შეცდომა დააშვებინა და მეკარისკენ დაიძრა. ამ ეპიზოდში ვერც ლუონგომ იყოჩაღა - მან უაზროდ დატოვა კარი, პაველსკის ხელი ვერ შეუშალა და ამ უკანასკნელის პასით ცარიელ კარში დევინ სეტოგუჩიმ გაიტანა - 1:2.

"სან ხოსესთვის" სასურველი ანგარიში თითქმის მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა. "ზვიგენები" "კენაქსის" გამუდმებულ შეტევებს იგერიებდნენ, თუმცა თავადაც არაერთ მომენტს ქმნიდნენ. საბოლოოდ, მოხდა ის, რამაც სტუმრებს ნამდვილი შოკი მოჰგვარა.

საფინალო სირენამდე 14 წამი რჩებოდა, როცა გაიბრწყინა ბოლო მატჩებში შეუჩერებლმა რაიან კესლერმა. მეორე ტაიმში ტრავმის მიღების მიუხედავად, გულადი ამერიკელი ყინულზე დაბრუნდა და უდიდესი როლი ითამაშა მატჩისა და სერიის საბოლოო შედეგზე. ჰენრიკ სედინმა ნიემის კარის მიმართულებით გაუშვა შაიბა, კესლერმა ბოლომდე იბრძოლა, მოახერხა შაიბისთვის ყვანჯის დახვედრება და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

"შარქსისთვის" ეს ჯერ ნოკდაუნი იყო, ნოკაუტი შემდეგ მოხდა - მეორე ოვერტაიმში. ალექსანდრ ედლერმა ტრიბუნების დამცავ შუშას მოარტყა შაიბა, რომელიც უცნაური რიკოშეტით პირდაპირ კევინ ბიეკსას მიუვიდა. მცველმა დაუმუშავებლად დაარტყა, თანაც ისეთი ძალით, რომ დეზორიენტირებული ნიემი არც კი განძრეულა.

"სან ხოსე" გამოეთხოვა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვების შანსს, "ვანკუვერმა" კი სტენლის თასისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. კანადელებს წინ მთავარი მატჩები ელით, მანამდე კი დასვენების საშუალება აქვთ - იქამდე, სანამ "ბოსტონისა" და "ტამპა ბეის" სერია არ მორჩება. იქ ანგარიში 3:2-ია "დათვების" სასარგებლოდ.

ვანკუვერი-სან ხოსე 3:2 (2ო)

1:0, 0:1, 1:1, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ბაროუზი-7 (ჰ. სედინი-18, დ. სედინი-8), 1:1 მარლო-8 (ბოილი-13, პაველსკი-4), 1:2 სეტოგუჩი-7 (პაველსკი-5, ჰასკინსი-1), 2:2 კესლერი-7 (ჰ. სედინი-19, ედლერი-6), 3:2 ბიეკსა-5 (ედლერი-7, ბაროუზი-7).

სერია: 4-1

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე