ველოსპორტი. ჯირო დ'იტალია: ესპანელმა ვარსკვლავმა ალბერტო კონტადორმა მოიგო სამთო ინდივიდუალური რბოლა და თითქმის გაინაღდა ჯირო დ'იტალიაზე გამარჯვება
ესპანელმა ვარსკვლავმა ალბერტო კონტადორმა მოიგო სამთო ინდივიდუალური რბოლა და თითქმის გაინაღდა ჯირო დ'იტალიაზე გამარჯვება.

მე-16 ეტაპი ბელუნოსა და ნევეგალს შორის მხოლოდ 13 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა სიმაღლეებს შორის სხვაობა 600 მეტრი იყო, რაც სერიოზულად ურთულებდა საქმეს ველომრბოლებს. პირველი ექვსი კილომეტრი თითქმის სწორი გზა იყო, მაგრამ შემდეგ იწყებოდა 8.2-პროცენტიანი აღმართი, სადაც უნდა გარკვეულიყო კიდეც ამ ეტაპის ბედი.

გენერალური კლასიფიკაციის ლიდერები ბოლო ჯგუფში იყვნენ და მათ შორის საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. წინა ეტაპებზე აქტიური მიკელ ნიევე ამ მოკლე დისტანციას ვერ გაუმკლავდა, ხოლო ლიდერის ვარდისფერი მაისურის ყოფილი პრეტენდენტი კრისტოფ ლე მეველი საერთოდ პირველი ასეულის ბოლოში აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, "მთის მეფის" მაისურის მფლობელი სტეფანო გარცელი ბრწყინვალე იყო და ის გარკვეული ხნით საშუალედო ლიდერი გახდა. მის დროს ვერაფერი მოუხერხეს ჩეხმა რომან კროიციგერმა და რუსმა დენის მენშოვმა, თუმცა ეს გამოუვიდა ვენესუელელ ხოსე რუხანოს. ის ძალიან ახლოს იყო ამ ჯიროზე მეორე ეტაპის მოგებასთან - მისთვის მხოლოდ რბოლის სამ მთავარ ფავორიტს შეეძლო ხელი შეეშელა.

ვინჩენცო ნიბალიმ ყველაზე კარგად გაიარა სწორი მონაკვეთი, იმ დროს, როცა კონტადორი სიფრთხილეს იჩენდა და თავის მთავარ კონკურენტს 13 წამით ჩამორჩებოდა. ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე ნიბალიმ ძალიან ძლიერად დაიწყო აღმართზე ასვლა, მაგრამ ბოლოს მისმა იერიშმა კლება იწყო. მიუხედავად ამისა, იტალიელმა რუხანოს დროის გაუმჯობესება შეძლო და მიკელე სკარპონის შემოტევასაც გაუძლო. მაგრამ დისტანციაზე რჩებოდა რბოლის ლიდერი კონტადორი.

ესპანელი რბოლის დიდი ნაწილი სკამიდან დგებოდა და მკვეთრად უმატებდა ტემპს - შედეგად ის აღმართზე პეპელასავით "შეფრინდა". ბოლო მონაკვეთზე ალბერტოს თითქოს გაუჭირდა, მაგრამ ფინიშზე მისი ნახევარწუთიანი უპირატესობა დაფიქსირდა.

უკანასკნელად გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის ასეთი უპირატესობა 2006 წელს დაფიქსირდა, როცა ივან ბასომ მინიმალური შანსიც არ დაუტოვა თავის კონკურენტებს. ამჯერად იგივე გააკეთა კონტადორმა და როგორც ზემოთ ვთქვით, პრაქტიკულად გაინაღდა წლევანდელ

ჯიროზე პირველობა.

XVI ეტაპი

1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 28.55; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - ++0.34; 3. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +0.38; 4. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +0.39; 5. სტეფანო გარცელი (იტა, "აკლა ე საპონე") - +0.46; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, "ასტანა") - +0.49...

საერთო ჩათვლა

1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 62:43.37; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +4.58; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +5.45; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2რ") - +7.23; 5. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +9.18; 6. მიკელ ნიევე (ესპ, "ეუსკატელ-ეუსკადი") - +9.22...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა