"როლან გაროსზე" მეორე წრე დაიწყო. ჯერჯერობით ხმაურიანი სენსაციები ნაკლებადაა. გუშინდელმა დღემ სავსებით ლოგიკური შედეგები მოიტანა
"როლან გაროსზე" მეორე წრე დაიწყო. ჯერჯერობით ხმაურიანი სენსაციები ნაკლებადაა. გუშინდელმა დღემ სავსებით ლოგიკური შედეგები მოიტანა.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სეტის წაუგებლად როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელი ხვდებოდა მეტოქეს, რომელსაც აქამდე საფრანგეთის ღიაზე მატჩი არ ჰქონდა წაგებული. ეს გახლდათ ფრანგი მაქსიმ ტეიშეირა. მან წინა წრეში ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა პარიზის კორტებზე - თანამემამულე ვენსან მილო დაამარცხა, რითაც ფედერერთან თამაშის პატივი ერგო.

რა თქმა უნდა, უაილდ-ქარდის მფლობელ ფრანგს შვეიცარიელის დამარცხების შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ერთი გმირობა მაინც ჩაიდინა. საქმე ისაა, რომ წინა წრეში როჯერმა გამოცდილ ფელისიანო ლოპესს ისე მოუგო, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია მეტოქისთვის, აქ კი ყველასთვის უცნობმა 22 წლის ფრანგმა ბრეიკი გაუკეთა დიად შვეიცარიელს! მართალია, პირველ სეტში 3:3-დან მოყოლებული ფედერერმა ზედიზედ 13 გეიმი აუღო მეტოქეს, მაგრამ მატჩის შემდეგ ტეიშეირა ფრიად კმაყოფილი ჩანდა მიღებული გამოცდილებით.

შემდეგ წრეში ფედერერს სერიოზული გამოცდა ექნება ჩასატარებელი - მას სერბ იანკო ტიპსარევიჩთან უწევს შეხვედრა, რომელმაც ესპანელი პერე რიბა გაანადგურა - 6:1, 6:3, 6:0. თუ იანკო ფორმაშია, როჯერს ყოველთვის უჭირს მისი დამარცხება. ამ მხრივ გასახსენებელია 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობა, როცა შვეიცარიელმა მეხუთე სეტში გატეხა ტიპსარევიჩის წინააღმდეგობა - 10:8.

"ჩემი მეტოქისთვის რთული იყო ასეთი რაოდენობის მაყურებელთა წინაშე თამაში. ის ამას მიუჩვეველია. აქ ზედიზედ მე-12 წელია ვთამაშობ და სწორედ გამოცდილება დამეხმარა გამარჯვების მოპოვებაში", - განაცხადა ფედერერმა.

მესამე წრეში გარანტირებული გვაქვს სუპერმატჩის ხილვა: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ. პირველმა მათგანმა გუშინ ზედმეტი დასვენების საშუალება მიიღო, რადგან მესამე სეტში ნაადრევად შეწყვიტა წინააღმდეგობა რუმინელმა ვიქტორ ჰანესკუმ. შესაძლოა, სწორადად მოიქცა, რადგან უიმედოდ აგებდა სერბთან. ნოვაკმა თითქმის იდეალური ჩოგბურთი აჩვენა - პირველი მოწოდებით ქულების 88 პროცენტი მოიგო, მეორეთი - 79 პროცენტი და რვიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ჯოკოვიჩმა ამ სეზონის სტარტიდან მოყოლებული ზედიზედ 39-ე მატჩი მოიგო და ჯონ მაკინროის რეკორდამდე სამი გამარჯვება უკლია.

რაც შეეხება დელ პოტროს, წინა წრესთან შედარებით ამჯერად მან იოლად მოუგო სლოვენიელ ბლაჟ კავჩიჩს - 6:3, 6:2, 6:4.

არგენტინელი და სერბი აქამდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და სამივეჯერ უპირატესობა ჯოკოვიჩის მხარეს იყო. თუმცა მათი ბოლო შეხვედრა ორი წლის წინ რომის მასტერსზე გაიმართა.

ქალებს შორის რეიტინგის პირველმა ნომერმა ჩაატარა მორიგი შეხვედრა. დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის იოლი გასეირნება არ ჰქონია თითქმის მოგვარესთან, კანადელ ალექსანდრ ვოზნიაკთან.

ძალიან იოლი დასაწყისის შემდეგ ვოზნიაცკის მოულოდნელად სერიოზული პრობლემები შეექმნა მეორე სეტში, კერძოდ ტაი-ბრეიკზე. კანადელი "შემოკლებულ" გეიმში 6:3 დაწინაურდა, რაც სამ სეტბოლს ნიშნავდა, მაგრამ დანიელმა სამივე საფრთხე მოიგერია და პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 6:2, 7:6(6).

ვოზნიაცკიმ მოიგო მატჩი იმის მოუხედავად, რომ მეტოქეზე შვიდით ნაკლები "ვინერსი" ჰქონდა და ახლა მესამე წრეში სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას შეხვდება.

ძალიან იოლად გაიმარჯვა როლან გაროსის მოქმედმა ფინალისტმა სამანტა სტოსურმა. ტურნირის მერვე ნომერმა ექვსჯერ აიღო რუმინელი სიმონა ჰალეპის მოწოდება, 21 "ვინერსი" დააგროვა და მეტოქისთვის მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა - 6:0, 6:2. ასე რომ, ამ მატჩზე მეტის თქმა არ ღირს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკული დერბი ბეტანი მატეკსა და ვარვარა ლეპჩენკოს შორის. საქმე ისაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მატეკი ქალთა რეიტინგში ვენუს უილიამსს გაასწრებდა და ამერიკული ჩოგბურთის მეორე ნომერი გახდებოდა (ლიდერი კვლავინდებურად სერენა უილიამსია).

ვენუსი ამჟამად 30-ეა კლასიფიკაციაში. ის როლან გაროსზე არ თამაშობს და შესაბამისად, ვერც შარშან მოპოვებულ ქულებს იცავს. ამიტომაც ექსტრავაგანტულ მატეკს "დიდი სლემის" ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულის გასწრების შანსი მიეცა, რაც ბეტანიმ კარგად გამოიყენა. მან გუშინ სამ სეტში გაიმარჯვა და 2006 წლიდან მოყოლებული პირველი ამერიკელი გახდა სერენასა და ვენუსის შემდეგ, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში გააღწია.

პირველი წრის ფაქტები

- წლევანდელი როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირზე პირველ წრეში იმდენივე სეტი გათამაშდა, რამდენიც გასული წლის პირველობაზე - 232.

სამაგიეროდ, წელს უფრო მეტი ტაი-ბრეიკი (34 30-ის წინააღმდეგ) და მეტი გეიმი (2215 2198-ის წინააღმდეგ) გათამაშდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში გაცილებით ნაკლები "ვინერსები" იყო (4540 5972-ის წინააღმდეგ) და ნაკლები ეისი ჩააწოდეს (824 968-ის წინააღმდეგ).

- პირველ წრეში მხოლოდ შვიდი ხუთსეტიანი მატჩი ჩატარდა. შედარებისთვის, გასულ წელს ამავე ეტაპზე 13 შეხვედრაში გახდა საჭირო ხუთი პარტიის გამართვა.

ბოლოს, ხუთსეტიანი მატჩების ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის უიმბლდონზე დაფიქსირდა.

- პირველად 1992 წლის შემდეგ როლან გაროსის ქალთა ბადის მეორე წრეში გავიდა ორი ბრიტანელი ჩოგბურთელი - ამ ეტაპზე ითამაშებენ ელენა ბალტაჩა და ჰიზერ უოტსონი.

კაცები

II წრე

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:3, 6:4, 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ, 31)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:1, 3:6, 6:3, 7:6; სტივ დარცისი (ბელ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 7:5, 6:4, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 9)-გიიომ რუფენი (საფ) 6:3, 1:6, 6:1, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 29)-პერე რიბა (ესპ) 6:1, 6:3, 6:0; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მაქმის ტეიშეირა (საფ) 6:3, 6:0, 6:2; ფაბიო ფონინი (იტა)-სტეფან რობერი (საფ) 6:2, 6:1, 6:0; რუბენ რამირეს იდალგო (ესპ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:7, 6:4, 6:1, 6:2; მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 7:5, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 13)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 4:6, 6:3, 6:2, 6:4; ტომაშ ბელუჩი (ბრა, 23)-ანდრეას სეპი (იტა) 6:1, 6:2, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 25)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 6:2, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:4, 6:1, 2:3 ჰანესკუს უარი; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-ტომას შორელი (ჰოლ) ; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 17)-იგორ ანდრეევი (რუს) ; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 30)-მარსელ ილჰანი (თურ) .

ქალები

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:3, 7:6; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 28)-სარა ერანი (იტა) 6:1, 6:2; რებეკა მარინო (კან)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 2:6, 6:3, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 13)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:1, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:4, 5:7, 6:2; ჯულია გორჯესი (გერ, 17)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2:6, 7:5, 6:2; ხისელა დულკო (არგ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32) 6:4, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 8)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:0, 6:2; ანასტასია როდიონოვა (ავსტრა)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 6:1, 6:4; ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ)-ალიზ კორნე (საფ) 6:0, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-მონა ბარტელი (გერ) 6:0, 7:6; ელენა იანკოვიჩი (სერ, 10)-ვერა დუშევინა (რუს) 6:3, 6:2; ბეტანი მატეკი (აშშ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:3, 2:6, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 29)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 7:5, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-სიბინ ლისიცკი (გერ) ; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ვესნა დოლონცი (რუს) .

რაფაელ ნადალი (1)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 6:7, 6:7, 6:2, 6:4;

პაბლო ანდუხარი (ესპ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 7:6, 6:3, 6:3;

ანტონიო ვეიჩი (ხორ)-პაბლო კუევასი (ურუ) 4:6, 6:3, 6:2, 3:1 უარი;

ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 28)-დენის გრემელმაირი (გერ) 7:6, 6:1, 6:3;

სემ კუერი (აშშ, 24)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 3:6, 6:1, 6:2, 6:4;

ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:4, 6:3, 6:4;

ქსავიე მალისე (ბელ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 7:5, 3:6, 6:3, 3:6, 6:1;

ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 16)-ხუან მონაკო (არგ) 6:2, 7:5, 4:6, 6:4;

მარდი ფიში (აშშ, 10)-რიკარდო მელო (ბრა)

რობინ ჰაასე (ჰოლ)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:2, 7:6, 6:3;

ჟერემი შარდი (საფ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:2, 6:4, 6:4;

ჟილ სიმონი (საფ, 18)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3, 4:6, 6:1, 6:0;

მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 27)-ფრედერიკო ჟილი (პორ) 7:6, 6:2, 6:2;

ლეონარდო მაიერი (არგ)-დასტინ ბრაუნი (გერ) 3:6, 7:6, 6:2, 6:2;

ალბერტ რამოს ვინოლასი (ესპ)-ხავიერ მარტი (ესპ) 6:3, 6:7, 4:6, 6:1, 6:3;

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:1, 6:7, 6:3, 7:5;

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ერიკ პროდონი (საფ) 6:4, 6:1, 6:3;

სიმონე ბოლელი (იტა)-ფრანკ დანჩევიჩი (კან) 6:1, 6:3, 6:7, 6:2;

არნო კლემანი (საფ)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 3:6, 6:1, 7:6, 6:4;

მაიკლ ბერერი (გერ)-მილოშ რაონიჩი (კან, 26) 6:4, 4:6, 6:3, 6:4;

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21)-რაინერი შუტლერი (გერ) 6:3, 6:3, 6:1;

ანდრეას ჰაიდერ მაურერი (ავსტრია)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:1, 6:7, 6:2, 6:0;

ტომბიას კამკე (გერ)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:7, 6:3, 6:3, 6:2;

ვიქტორ ტროიცკი (სერ, 15)-ჯულიან რაისტერი (გერ) 6:4, 6:3, 6:3;

ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 3:6, 2:6, 7:6, 7:6, 6:4;

კარლოს ბერლოკი (არგ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 7:5, 6:4, 6:2;

ალეხანდრო ფალა (კოლ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 7:6, 6:1, 6:1;

ფლორიან მაიერი (გერ, 20)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:3, 4:6, 6:4, 6:3;

კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 32)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 6:4, 6:7, 6:3;

ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 7:6, 6:1, 6:1;

ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 3:6, 6:2, 6:4, 3:6, 7:5;

იურგენ მელცერი (ავსტრია, 8)-ანდრეას ბეკი (გერ) 6:3, 6:4, 6:2;

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:3, 6:4, 6:2;

სერგეი სტახოვსკი (უკრ, 31)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:1, 3:6, 6:3, 7:6;

სტივ დარცისი (ბელ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 7:5, 6:4, 6:4;

გაელ მონფილსი (საფ, 9)-გიიომ რუფენი (საფ) 6:3, 1:6, 6:1, 6:3;

სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-ოგუსტენ ჟენსი (საფ) 4:6, 6:3, 6:4, 6:2;

ტომას შორელი (ჰოლ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 7:6, 6:3, 6:3;

იგორ ანდრეევი (რუს)-ფლორან სერა (საფ) 6:4, 6:1, 6:3;

ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 17)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 6:3, 6:2, 6:2;

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 29)-პერე რიბა (ესპ) 6:1, 6:3, 6:0;

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მაქმის ტეიშეირა (საფ) 6:3, 6:0, 6:2;

ფაბიო ფონინი (იტა)-სტეფან რობერი (საფ) 6:2, 6:1, 6:0;

მარსელ ილჰანი (თურ)-ტომი ჰაასი (გერ) 6:4, 4:6, 7:6, 6:4;

გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 30)-რობერტ კენდრიკი (აშშ) 6:1, 7:5, 4:6, 6:3

რუბენ რამირეს იდალგო (ესპ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:7, 6:4, 6:1, 6:2;

მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 7:5, 6:4;

რიშარ გასკე (საფ, 13)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 4:6, 6:3, 6:2, 6:4;

ტომაშ ბელუჩი (ბრა, 23)-ანდრეას სეპი (იტა) 6:1, 6:2, 6:4;

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 25)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 6:2, 6:4;

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:4, 6:1, 2:3 ჰანესკუს უარი.

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:3, 7:6;

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 28)-სარა ერანი (იტა) 6:1, 6:2;

რებეკა მარინო (კან)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 2:6, 6:3, 6:3;

სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 13)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:1, 6:1;

მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:4, 5:7, 6:2;

ჯულია გორჯესი (გერ, 17)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2:6, 7:5, 6:2;

ხისელა დულკო (არგ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32) 6:4, 6:2;

სამანტა სტოსური (ავსტრა, 8)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:0, 6:2;

ვერა ზვონარევა (რუს, 3)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:3, 6:3;

სიბინ ლისიცკი (გერ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:0, 6:4;

ანასტასია როდიონოვა (ავსტრა)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 6:1, 6:4;

ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ)-ალიზ კორნე (საფ) 6:0, 6:2;

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-მონა ბარტელი (გერ) 6:0, 7:6;

ელენა იანკოვიჩი (სერ, 10)-ვერა დუშევინა (რუს) 6:3, 6:2;

ბეტანი მატეკი (აშშ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:3, 2:6, 6:3;

შუაი პენგი (ჩინ, 29)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 7:5, 6:1;

ვესნა დოლონცი (რუს)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 3:6, 7:6, 6:4;

ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:2, 6:0;

ნა ლი (ჩინ, 6)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:3, 6:7, 6:3;

სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-ელენა ვესნინა (რუს) 4:6, 6:3, 6:4;

სორანა კირსტეა (რუმ)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:1, 6:3;

ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 27)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 6:3, 6:4;

ვანია კინგი (აშშ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 22) 6:7, 6:3, 6:2;

ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 7:5, 6:2;

ჟიე ჟენგი (ჩინ)-სანდრა ზახვალოვა (ჩეხ) 6:4, 6:3;

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 9)-გრეტა არნი (უნგ) 6:2, 6:1;

კაია კანეპი (ესტ, 16)-სოფია არვიდსონი (შვედ) 7:5, 6:1;

ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-სტეფანი ფორეტც გაკონი (საფ) 7:6, 6:1;

ეკატერინა მაკაროვა (რუს)-რომინა ოპრანდი (იტა) 6:4, 3:6, 6:0;

იოჰანა ლარსონი (შვედ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 20) 7:6, 0:6, 6:2;

რობერტა ვინჩი (იტა, 30)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:3, 3:6, 6:3;

ირინა ბრემონი (საფ)-ევგენია როდინა (რუს) 6:3, 4:6, 8:6;

პოლინ პარმენტიე (საფ)-ქსენია პერვაკი (რუს) 7:6, 6:4;

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:3, 6:3;

მარია შარაპოვა (რუს, 7)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 6:0;

კაროლინ გარსია (ესპ)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 6:3, 6:4;

ჯილ კრეიბასი (აშშ)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:3, 6:3;

იუნ იან ჩანი (ტაივ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 31) 7:5, 6:1;

იანინა ვიკმაიერი (ბელ, 21)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:0, 6:3;

აიუმი მორიტა (იაპ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 2:6, 6:4, 7:5;

სანია მირზა (ინდ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:3, 6:3;

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-პატრისია მეირი (ავსტრია) 6:1, 6:2;

ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:4, 7:6;

ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:3, 5:7, 6:1;

ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-კორინა დენტონი (იტა) 7:5, 7:5;

იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 24)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:3, 6:1;

მარია კირილენკო (რუს, 25)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 7:6, 6:2;

შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-ვიქტორია კუტუზოვა (უკრ) 6:3, 4:6, 6:2;

არანჩა რუსი (ჰოლ)-მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ) 2:6, 6:4, 6:4;

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 6:2, 6:3.

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა