კოლელიშვილისა და ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" მიქაუტაძისა და ჩილაჩავს "ტულონს" 19:26 მოუგო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონში პლეი ოფის მეოთხდფინალის პირველი მატჩები გაიმართა, სადაც ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ასპარეზობს.

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, არჩილ კობაურისა და ალექსანდრე ესაკიას "მასი" სტუმრად ეთამაშა "ლიმოჟს" და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 18:19. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურთა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშში მუდამ წინ იყო. მასპინძლებმა გამარჯვება შეხვედრის ბოლო წუთზე ტიმ კლარკის საჯარიმოს წყალობით მოიპოვეს.

სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 46-ე წუთზე შეცვალეს, კობაური თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო და ორ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა, ესაკია განაცხადში არ იყო. საპასუხო შეხვერდას პარიზელები მომავალ უქმეებზე შინ გამართავენ.

"მასიზე" უკეთესი შედეგი აჩვენა გასვლით მატჩში "ბობინისთან" თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ". ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, ფრეს გამოჰკრა ხელი - 22:22.

ზიბზიბაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 47-ე წუთზე ლელო გაიტანა, მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე ნინიძემ შეცვალა, დადუნაშვილს არ უთამაშია.

განმეორებით შეხვედრებში წარმატების შემთხვევაში "პერიგო" და "მასი" ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო "ბურგ ან ბრესთან" - 9:23 და ახლა, განმეორებით შეხევდრაში, დიდი ძალისხმევა დასჭირდება თოთხემტქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.

მალაღურაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩერთო, მჭედლიშვილს არ უთამაშია.

კიდევ ერთ მეოთხედფინალურ წყვილში "ვანმა" შინ წააგო "ტიროსთან" - 9:12. ლანგედოკელები ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, სწორედ ამ წყვილში საუკეთესოს შეხვდებიან.

პლეი ოფი

მეოთხედფინალი

ლიმოჟი-მასი 19:18, ბობინი-პერიგო 22:22, ბურგ ან ბრესი-ბეზიე 23:9, ვანი-ტიროსი 9:12

ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი დაუპირისპირდა. ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონს" 19:26 მოუგო.

ამრიგად, კოლელიშვილი და ჯაშიტაშვილი საფრანგეთის სათადარიგო გუნდების ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან. მიქაუტაძესა და ჩილაჩავას ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ, რადგან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში გაისარჯნენ და კანადელ თანატოლებს თითო ლელო გაუტანეს.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა