თბილისის "დინამოს" "ბარსელონას" ერთ-ერთი მწვრთნელი უთავკაცებს, რომლის ვინაობას მალე შევიტყობთ
კვირა კი არა, ლამის დღე არ გავა, თბილისის "დინამოში" მომხდარ გარკვეულ საკადრო ცვლილებებზე არ შევიტყოთ; აი, გუშინაც, ჩვენს უმთავრეს საფეხბურთო სარბიელზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ იქ შეკრებილ ჟურნალისტებსა და ფანკლუბის წევრებს ბოლოდროინდელი სიახლეები გააცნო.

ისე, თვითონ ამ შეხვედრის ფორმა მართლაც ეფექტური და, ასე ვთქვათ, ევროპული გამოდგა: ეროვნულ სტადიონზე, კლუბის ახალი ლოგოთი დამშვენებული ბანერის ფონზე ჟურნალისტებისა და გუნდის ყველაზე ერთგული ფანების წინაშე "დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე წარსდგნენ. თუმცა, ვიდრე ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბში უკვე მომხდარ თუ სავარაუდო ცვლილებებზე გაგვესაუბრებოდა, მანამდე "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ იქვე მყოფი ფეხბურთელებიც წარმოგვიდგინა ("უცხო" და "უცნობი" არავინ იყო): გულვერდ თომაშვილი და ნიკა ფირცხალავა უკვე წლებია "დინამოში" თამაშობენ და კლუბმა მათ კონტრაქტი გაუგრძელა (გაუმჯობესებული პირობებით).

"დინამოს" სრულუფლებიანი წევრი გახდა 18 წლის ნიკა კვეკვესკირიც, - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი ჩვენს ყველზე ტიტულიან გუნდში მეორე ეტაპიდან ჩაირიცხა და 17 მატჩიც ჩაატარა. თუმცა, მთავარი სიახლე მაინც 26 წლის სანდრო იაშვილის გამოჩენა გახლდათ. ქართული ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა! 2006-07 წლების სეზონი იაშვილისათვის ყველაზე წარმატებული იყო: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მისი კარიერა არაერთგვაროვნად წარიმართა: ყველას რომ გვეგონა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ნომერ პირველ თავდამსხმელს შოთა არველაძეს ჩვენს ნაკრებში ღირსეული შემცვლელი ეყოლებაო, სწორედ მაშინ დაიწყო იაშვილმა გუნდების ხშირი ცვლაც; შვეიცარულ "თუნს" მცირე ხნით ბოლნისის "სიონში" დაბრუნება მოჰყვა, მერე რუსეთის პირველი ლიგა და მახაჩყალის "ანჟი" იყო, რასაც კვლავაც საქართველოში დაბრუნება და "ოლიმპთან" ერთად გაჩემპიონება მოჰყვა; ამის მერე კვლავაც არშემდგარი უცხოური ვოიაჟი და ისევ "ოლიმპი" , ოღონდ საკმაოდ მცირეხნიანი (ამ სეზონში 5 მატჩი ჩაატარა) და აი, ამ ნიჭიერი და მართლაც არაორდინალური ფორვარდის კიდევ ერთი დაბრუნებაც.

საერთოდაც, "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა სელექციის საკითხს აშკარად "სხვაგვარად" რომ უცქერს, ფაქტია და ვფიქრობთ, ყოფილი დინამოელების მშობლიურ კლუბში დაბრუნების პროცესი კვლავაც გაგრძელდება...

"დინამოს" ძველ-ახალი ფეხბურთელების წარდგენის გარდა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა კლუბისთვის მეტად აქტუალურ, სამწვრთნელო საკითხზეც ისაუბრა; როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, უკვე პირველი ივნისისათვის თბილისში ჩამოსულები იქნებიან "ბარსელონას" წარმომადგენლები. ანუ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "დინამოს" სწორედ "ბარსელონას" ერთ-ერთი მწვრთნელი უთავკაცებს (სახლსა და გვარს მალე შეიტყობთო, ასე გვითხრეს გუშინ); ამას გარდა, თბილისში კიდევ ორი ესპანელი (გნებავთ, კატალონიელი) სპეციალისტი ჩამოვა: ერთი "დინამოში" ფიზმომზადების მწვრთნელი იქნება, მეორე კი "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში იმუშავებს. აქვე, შევიტყვეთ, რომ "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა კვლავაც კლუბში დარჩება და სავარაუდოდ, კლუბის სელექციურ საკითხებს გაუწევს კურირებას.

ამ შემთხვევაშიც გვინდა გავიზიაროთ ზურაბ პოლოლიკაშვილის პოზიცია, როცა "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა კახა კაჭარავას ღვაწლი არ დაუკარგა: "მან ბევრი გააკეთა გუნდისთვის, კაჭარავას ხელმძღვანელობით "დინამოში" ბევრი ფეხბურთელი აღიზარდა და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის აი, სელექცია კი დღემდე ცუდად მუშაობდა (განსაკუთრებით, რეგიონებში) და იმედია, ამ კუთხითაც საქმე გამოსწორდება".

Burton
ჟურნალისტებისგან მეტი კრიტიკაა საჭირო. ამოიღეთ რა ხმა. თქვენც ხომ არ მოგწონთ, რატომ არაფერს იძახით? კრიტიკის გარეშე იდეალურიც კი დაჩლუნგდება.
giorgi
ახალი კლუბის შენება იწყება ლოგოდან ქართული ენის მოშორებით? არაკაცებო!
გიგა
დინამოს დიდო რეფორმატორებო, ბანერზე ქართულენოვანი წარწერა სამარცხვინოა, არა? სად გაიზარდეთ, რა მენტალიტეტი გაქვთ?!
Burton
ქართული წარწერა დაამატეთ ლოგოს თქვე გამყიდველებოოოოო
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა