პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის "ბრაგამ" 28:27 დაამარცხა ლისაბონის "ბენფიკა", საქართველოს ნაკრების ხელბურთელი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 4 გოლი გაიტანა.

21 წლის არსენაშვილს, მცირე ტრავმის გამო ბოლო 3 მატჩში თითქმის არ უთამაშია და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ორჯერ დამარცხდა სტუმრად - "მაია ისმაისთან" და "ბელენენსეშთან". ამის შემდეგ "ბრაგა" მეორე ეტაპზე გამსვლელ მეექვსე ადგილზე დაბლა დაეშვა, მაგრამ მეთხუთმეტე ტურში, პორტუგალიურ გრანდთან გამარჯვებით ექვსეულში დაბრუნდა.

"ბენფიკა" სერიოზულად დაკომპლექტებული გუნდია, სადაც თამაშობენ მაკედონიის ნაკრების მეკარე ბორკო რისტოვსკი და სერბეთის ნაკრების უკანახაზელი პეტარ ჯორჯიჩი, ხოლო არსენაშვილს თამაში უწევდა ოლიმპიური და მსოფლო ჩემპიონის, დანიელი რენე ტოფტ-ჰანსენის წინააღმდეგ.

"ბრაგამ" პირველი ტაიმი 13:8 მოიგო და მეორეში უპირატესობა შეინარჩუნა - 28:27. მასპინძლებში ყველაზე შედეგიანი იყო უგო როჩა 6 გოლით, ხოლო 4-4 არსენაშვილმა, ანდრე ჟოზემ და ჟოაო პეიშოტომ გაიტანეს. "ბენფიკაში" შვიდჯერ გაიტანა ჯორჯიჩმა, რენე ტოფტის ანგარიშზე კი სულ 2 გოლი იყო. სულ ქართველ ხაზის მოთამაშეს სეზონში 38 ბურთი აქვს გატანილი.

დეკემბერში "ბრაგას" კიდევ 4 მატჩი აქვს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ორივე მონაწილესთან, "პორტუსა" და "სპორტინგთან". ამ ორმა კლუბმა ერთმანეთში ფრედ, 29-29 ითამაშა და 44-44 ქულით ლიდერობს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 15 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 44, 2. პორტუ 44, 3. ბენფიკა 39, 4. ბელენენსეში 32, 5. მაია-ისმაი 31, 6. ბრაგა 31, -- 7. მადეირა 30, 8. აგუაშ სანტაში 29, 9. გაია 27, 10. ბოა ჰორა 26 (14), 11. ავანკა 24 (14), 12. ჰორტა 22, 13. ბოავიშტა 20, 14. ვიტორია 17 (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა