ფრანგული საიტი la-croix.com-ი ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

Sportall.ge აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

"სუმოს ჩემპიონი ფეხზე დგება, ქვიშა და თიხა მის ზურგზე გამოსახულებებს ქმნიან. ის დამარცხდა. ბერძნული სტილის სახეზე გამოხატული ლურჯი თვალები მხოლოდ ერთ რამეს ამბობენ: ის საკუთარ თავზეა გაბრაზებული.

ლევან გორგაძე, რომელიც იაპონიაში ტოჩინოშინ ცუიოში გახდა, კავკასიის მთებში მდებარე უძველესი ქალაქი მცხეთის სოფელში გაიზარდა.

დიდხნიანი ტრავმის შემდეგ ტოჩინოშინი მაქსიმალურად ბევრს ვარჯიშობს თავის თანაგუნდელებთან ერთად რიოგოკუს სკოლიდან, რომელიც ტოკიოს ერთ-ერთი უბანში მდებარეობს.

ლევან გორგაძე იმ იშვიათ უცხოელებს შორისაა, რომლებმაც რამდენიმე 10-წლეულის განმავლობაში იაპონურ სპორტში გამოიჩინეს თავი.

2005 წლის ზაფხულში, როცა ლევანი 17 წლის გახლდათ, მისმა თანამემამულე კოკაიმ პირველად დაამარცხა იოკოძუნა ასაშორიუ. ძიუდოს სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობის შემდეგ გორგაძემ 3 თვე იაპონიაში გაატარა და 2005 წელს ნიჰონის უნივერსიტეტში ჩააბარა და სუმოს რთულ გზაზე სვლა გადაწყვიტა.

ასკეტური ცხოვრება

ლევანმა 3.7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა დატოვა და 10-ჯერ დიდ ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად.

"თავიდან მოწყენილი ვიყავი, თავს იზოლირებულად ვგრძნობდი. გულდაწყვეტილი გახლდით მუდმივად კიმონოს ტარებითა და ძალიან მკაცრი წესებით.

ოჯახი თუ მენატრებოდა? რა თქმა უნდა... არც იაპონური ენა ვიცოდი... მობილური ტელეფონიც კი არ მქონდა მათთან დასარეკად", - ამბობს ტოჩინოშინი.

იმ სუმოისტებისთვის, რომლებიც სეკიტორები არ არიან, ცხოვრება მართლაც ასკეტურია. ისინი 24 საათს სუმოისტთა საზოგადოებაში ატარებენ და არც საკუთარი ოთახი აქვთ. სახლის სამუშაოები, დამღლელი ვარჯიშები და დიდი კერძები - ასეთია ცხოვრების რიტმი სუმოს სკოლაში.

"იაპონიაში ყველაფერი ვისწავლე. ყველაზე მეტად თანაგუნდელებზე ზრუნვა, რადგან ერთად გვიწევს ცხოვრება", - აღნიშნა ლევანმა.

ეროვნული გმირი

178 კგ წონისა და 191 სმ სიმაღლის ტოჩინოშინმა ოძეკის წოდებას მიაღწია, რომელიც სუმოს სამყაროში უმაღლესი იყო მე-19 საუკუნემდე, სანამ იოკოძუნას ტიტულს შემოიღებდნენ. თუმცა ტრავმების გამო ქართველმა სუმოისტმა ოძეკობა დაკარგა.

მის მშობლიურ სოფელში, სადაც მარადიული ვაზის ძირები ქართულ სახლებს გარს შემოხვევიან, ლევანის დედამ აზრი შეიცვალა:

"ძალიან ამაყი ვარ. სუმო სპორტის სამყაროში უიშვიათესი ვარსკვლავია", - ამბობს 52 წლის ნანი მარქარაშვილი.

"ის კარგი ბიჭი იყო. ახლა უკვე ზრდასრული და დაფასებულია კაცია, მთელ სოფელს უყვარს ლევანი", - დაამატა მეზობელმა ნინო სურამელაშვილმა.

როცა რამდენიმე დღით სამშობლოსა და ოჯახს უბრუნდება, მას აეროპორტში ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება. ტოკიოში ის საქართველოს პოლიფონიური მუსიკის მოსმენით, ხაჭაპურისა და საცივის მომზადებით გრძნობს.

მან არ იცის, მოითხოვს თუ არა იაპონიის მოქალაქეობას იქ დასარჩენად და საკუთარი სკოლის გასახსნელად, თუმცა მისი ოცნებაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა იჭიდავოს სუმო."

stig
ლევან, შენ შენი საამაყო ქვეყნის საამაყო შვილი ხარ!!! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს!
ავტორს
არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ სჯობს,როცა სტატიას წერთ, ერთხელ მაინც გადახედოთ ( ხშირია აქ მსგავსი შეცდომები და ამიტომ აღვნიშნავ) - : "ტოკიოში ის საქართველოს პოლიფონიური მუსიკის მოსმენით, ხაჭაპურისა და საცივის მომზადებით გრძნობს."

რა დღეში აქვს ვენები!!! ღმერთმა გამძლეობა მისცეს და სულ გამარჯვებულს ევლოს საქართველოს სასახელოდ!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]