გასული სეზონი "გენტმა" წარუმატებლად ჩაატარა, ერთადერთი თასის აღების იმედი ჰქონდა და იქაც დამარცხდა ქვედალიგურ "მეხელენთან". კლუბის პრეზიდენტი ივან დე ვიტე გუნდის გასახდელშიც კი შევიდა და მრისხანე სიტყვა წარმოსთქვა. როგორც Het Laatste Nieuws-ის ექსპერტი გერტ ჰეერემანსი ამტკიცებს, კლუბში იმედგაცრუება და სრული ქაოსი სუფევდა. თითქოს მწვრთნელ იეს ტორუპის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დე ვიტემ დატოვა და არც უნანია.

"გენტს" გაუმართლა კიდეც - "მეხელენი" მატჩების ჩაწყობაში ამხილეს, ევროტურნირზე ასპარეზობა აუკრძალეს და მის ნაცვლად ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვეს. მოკლედ, გუნდს შანსი მიეცა და გამოიყენა - ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალში მეტოქეს ელის. ამას გარდა, ჩემპიონატზეც კარგად ასპარეზობს, მეორე პოზიციაზეა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობაც კი გაუჩნდა. ერთადერთი წარუმატებლობა მხოლოდ ბელგიის თასზე განიცადა, სადაც მერვედფინალში სტუმრად "შარლერუასთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა (გოლი 84-ე წუთზე გაუშვა).

ერთი სიტყვით, ერთი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდი გარდაისახა და ევროელიტაში შესასვლელად იბრძვის. სამწუხარო ამ ამბავში მხოლოდ ისაა, რომ ქართველები არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდნენ: გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ძირითად შემდგენლობაში ადგილი დასაბრუნებელი აქვს, ხოლო გიორგი ქვილითაია ისევ ვერ ხვდება სასტარტოში.

მინც რა შეიცვალა "გენტში"? დე ვიტე კლუბს 20 წელია უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობისას კლუბის ბიუჯეტი გაორმაგდა, ახალი სტადიონი აშენდა და საკმოდ ჭკვიანი ორგანიზატორია. ის თანდათან დაცხრა, დანიელ სპეცილისტს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცა და მან შემადგენლობის გადახალისება დაიწყო. 4 ფეხბურთელი გაყიდა და გაცილებით გამოცდილები დაიმატა, რაც ბელგიური ფეხბურთისთვის ერთობ უცნაური რამ გახლავთ, რადგან ძირითადად გუნდებს ახალგაზრდებით აძლიერებენ. მოიყვანეს სვენ კუმსი, ლორენ დეპუარტი, მიკაელ ლუსტიგი და მიკაელ ნგადო-ნგაჯი.

ტორუპის თანაშემწე პეტერ ბალეტი აღნიშნვს, რომ როგორც იქნა, გოლების გატანა დაიწყო "კანადელმა მესიმ" ჯონათან დევიდმა (მის ანგარიშზე ჩემპიონატზე 9 გოლია), რომელიც საშუალოდ მატჩში 13 კილომეტრს დარბის, არაფერი არ აინტერესებს, მხოლოდ სძინავს და ფეხბურთს თამაშობს. არადა, 19 წლისაა. თანაგუნდელებს თავისი სიმშვიდით მაგალითს აძლევს მეკარე ტომაშ კამინსკი. წარუმტებელი საზღვარგარეთული ვოიაჟიდან დაბრუნებულმა დეპუარტმა ევროპა ლიგაზე 7 გოლი გაიტანა (6 ჩემპიონატზე) და ისევ გახდა გულშემატკივართა კერპია. ის ბევრს შრომობს და მოედანზე პარტნიორებსაც ეხმარება.

შესანიშნავად წარმოაჩინა თავი უკრაინულმა ტრიომ. თავდამსხმელ რომან იარემჩუკს გასულ სეზონში მომენტების გაცუდებისთვის ხშირად დასცინოდნენ, ახლა კი ჩემპიონატზე გატანილი 10 გოლით გუნდის ბომბარდირია. ბევრს შრომობს, ბურთს თანაგუნდელებს დროულად აწვდის და რაც ტარანული ფორვარდისთვის იშვიათობაა, შორიდან კარგად ურტყამს, თან მოუმზადებლად. ის უკრაინის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ვადამდე მოიპოვა ევროპირველობის საგზური.

ცენტრალურ მცველ იგორ პლასტუნს რომ გასვლაზე ევროპა ლიგაზე "რიეკასთან" გოლი არ გაეტანა, შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე "გენტი" ვერ გასულიყო და გუნდში ქაოსი გაგრძელებულიყო. წინა სეზონი მან ჩააგდო, წელს კი სასტარტოში დამკვიდრდა. თამაშის კითხვა და შეტევის დაწყებაც ისწავლა და 2 გოლიც გაიტანა. მოკლედ, გარდაიქმნა.

რომან ბეზუსმა ევროპა ლიგა ღრმა თადარიგში დაიწყო, პრესა მუდმივად აკრიტიკებდა, "ოლეკსანდრიასთან" ბოლო შეხვედრაში კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. თვითდაჯერებულია ნახევარდაცვაში და გუნდისთვის სასარგებლო გახდა. ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლი ამის ნათელი დასტურია.

ტორუპი 1/16 ფინალზე ფიქრობს და ამბობს:"არ მინდა მეტოქედ ტოპ-გუნდი, მინდა ისეთი, რომლის ძლევაც შეგვიძლია". ეს მატჩები თებერვლის ბოლოს ჩატარდება, იქამდე კი "გენტს" ქვეყნის პირველობაზე მძიმე შეხვედრები აქვს, იმედია, ჩვენებურები თავს გამოიჩენენ და სიტუაციას თავისდა სასარგებლოდ შეცვლიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წინ საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელი ერთა ლიგის ნახევარფინალი და ალბათ, ფინალი ელის და მათი ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

P.S. 15 დეკემბერს, ჩემპიონატის მე-19 ტურში "გენტი" გასვლაზე "ოსტენდეს" დაუპირისპირდება და ორივე ქართველი ლეგიონერი მატჩის განაცხადშია.

გულშემატკივარი
ზღაპრებს ნუ ყვებით აქ ზოგ ზოგიერთები, ბიჭმა ურთულესი ტრავმა გადაიტანა და,8 თვე რეაბილიტაციას გადიოდა, თქვენ გინდათ რომ გამოვიდეს, მეორე თამაშიდან ძირითადში და დაგლიჯოდ ყველაფერი.. აქ მარტო ფეხის ტკივილი არაა.. ფსიქოლოგია ადამიანის.. ვაი და განმეორებით რამე მაგვარი და ფაქტიურად ჩამორჩება უკვე ფეხბურთის დინებას, ჯერ პატარა ბიჭია.. და თამაშიდან თამაშამდე მოიმატებს.. და ნუ მორჩით ამ მარჩიელობას..
ზას.
აბა ყველა,ხვალ ვაკვირდებით ჩაკვეს თამაშს და გულშემატკვირობთ.
emre
გენტში ჩაკვეტაძე ვერ მოუმატებს,ეხლა რა ფეხბურთს თამაშობს ასეთს ყველა რიგითი ფეხბურთელიც თამაშობს,უფერული ფეხბურთელია დღესდღეობით ჩაკვეტაძე
gia jashi
ცოტა აცადეთ თქვე კაი ხალხო ერთი კვირაც არაა რაც თამაშობს.მერე წერონ და იკითხონ მაგათ ვარსკვლავებზე.მაგ გუნდში ერთი ვარსკვლავია, ეს ჩაკვეტაძეა!
Kkk
ნონსენსი ისაა, რომ ჩაკვე გენტში თამაშობს ფიფიას გიოს ცოდვა, არც კი უნდა დაფიქრდეს ჩაკვე ეგრევე უნდა წავიდეს მანდედან თუნდაც დროებით უფრო დაბალი დონის გუნდში რა აქ იარემჩუკის და სხვების დუბლებში სათამაშო.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა