ჟოზე მოურინიომ „ჩელსიში“ დაბრუნებაზე უარი განაცხადა, გუს ჰიდინკს კი მთელი გულისყური თურქეთის ნაკრებისკენ აქვს

დავიწყოთ იმით, რომ ჟოზე მოურინიომ „ჩელსიში“ დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ყვითელი გაზეთები ცდილობენ ამ ამბავს სიმძაფრე შემატონ და ასე წერენ: მოურინიომ რომან აბრამივიჩს ზედაც არ შეხედა. მან თქვა, რომ კარლო ანჩელოტის შეცვლა არ აინტერესებს.

ცნობა „განსაკუთრებულის“ უარის შესახებ ყველაზე მეტად „ლურჯების“ იმ გულშემატკივარს დაწყვეტდა გულს, რომელმაც ანჩელოტის თანამდებობიდან გაშვებისთანავე პორტუგალიელის დაბრუნება მოითხოვა. დასავლეთლონდონელ ქომაგთა ბანაკში მოურინიოს მომხრენი მრავლად არიან. „რეალის“ თავკაცის პოზიცია ინგლისურ გაზეთებს თავდაპირველად მისმა მეგობარმა გააცნო. მან თქვა:

„ჟოზეს არასდროს დაუმალავს, რომ „ჩელსის“ მის გულში საგანგებო ადგილი უჭირავს და ოდესმე აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ის „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება. მეორე მხრივ კი იგი ხედავს, რომ მისი წასვლის შემდეგ დასავლეთლონდონელთა კლუბში არაფერი შეცვლილა. იქ იმავე შეცდომებს უშვებენ, რომელზეც წლების წინ ის ამახვილებდა ყურადღებას. რომან აბრამოვიჩის ირვგლივ სულ რაღაც პრობლემებია, რაც საბრალო კარლო ანჩელოტიმ თავის თავზე იწვნია.“

როდესაც აბრამოვიჩმა ანჩელოტი გაუშვა ხალხმა მოურინიო იმიტომაც გაიხსენა, რომ მან თქვა, ჩემი მომავალი სამსახური ინგლისში იქნებაო. როგორც ჩანს, დასკვნა ნაჩქარევი იყო.

ამასობაში, ითქვა, რომ აბრამოვიჩის ხალხმა „მალაგას“ ჩილელ თავკაც 57 წლის მანუელ პელეგრინის მიმართა. როგორც ჩანს, „ლურჯები“ ბოლო სამ წელიწადში თავიანთ მეხუთე თავკაცად პელეგრინისაც მოიაზრებდნენ, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე. პელეგრინი, მოგეხსენებათ, „მალაგამდე“ „რეალს“ ედგა სათავეში. ჩილელის აგენტმა, ხესუს მარტინესმა თქვა:

„უმწვრთნელო გუნდის მხრიდან სხვადასხვა სპეციალისტებთან დაკავშირება ნორმალური ამბავია, მაგრამ მანუელი „მალაგაში“ თავს შესანიშნავად გრძნობს. მან ამ გუნდს დიდი ძალ-ღონე შეალია და გრძნობს, რომ საქმე ბოლომდე ჯერ არ მიუყვანია.“

და ბოლოს, კაცი, რომლის დაქირავებაც რუს ოლიგარქს ყველაზე მეტად უნდა - თურქეთის ნაკრების თავკაცი, 64 წლის ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი. აბრამოვიჩს მანაც ზურგი აქცია, განაცხადა, რომ მთელი მისი ყურადღება დღევანდელი სამსახურისკენ არის მიმართული. სატალელვიზო შოუ, „100 პროცენტით ფეხბურთი“-ს წამყვანთან საუბარში მან თქვა:

„ამ ბოლო დროს უამრავი ჭორი წავიკითხე. ჩემს გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა, მაგრამ მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ერთადერთი რამ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ კარგად თამაში მაინტერესებს. ჩემი გონება მხოლოდ თურქეთის ნაკრებით არის დაკავებული. შემდეგ პარასკევს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის.

არ დაგიმალავთ, გულს მაკლია, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ცოტა თამაში მაქვს ჩატარებული. ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობა მომენატრა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი გახლავართ და ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ კი, არავის ვათქმევინებ, რომ გონება სხვაგან მქონდა და თურქეთის ნაკრები ბელგიელებთან სათამაშოდ ამიტომ ვერ მოვამზადე. არანაირ ჭორს არ ვყვები, სრულად მობილიზებული გახლავართ.“

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა