„სანდერლენდის“ თავკაც სტივ ბრუსს „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, 30 წლის პიტერ კრაუჩის გადაბირება უნდა
„სანდერლენდის“ თავკაც სტივ ბრუსს „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, 30 წლის პიტერ კრაუჩის გადაბირება უნდა. როგორც ამბობენ, არც „სფურზია“ კრაუჩის გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ 10 მილიონ ფუნტზე იაფად არ დათმობს. ეს ის თანხაა, რომელიც „დეზებმა“ მაღალ ცენტრფორვარდში ორი წლის წინ გადაიხადეს.

ბრუსს კრაუჩის გამოცდილება ხიბლავს. მან „სანდერლენდი“ პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე გაიყვანა და ახლა, განვითარების ახალ სიმაღლეებს ეშურება. ამასთან, მწვრთნელს „ტოტენჰემისთვის“ გადასახდელი ფული აქვს: „იანვარში“ დარენ ბენტი „ასტონ ვილას“ მიჰყიდა და სანაცვლოდ 24 მილიონი ფუნტი მიიღო.

იმასაც ამბობენ, რომ კრაუჩის გაყიდვასთან დაკავშირებით „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მწვრთნელი ჰარი რედნაპი თავდამსხმელის შედარებით იაფად გაყიდვაზეც არ იტყობა უარს, თავმჯდომარე დევიდ ლივი კი 2009 წელს გადახდილი უკანასკნელი პენის დაბრუნებასც კი ითხოვს.

რედნაპი ვახსენეთ და დავძენთ, რომ „დეზების“ თავკაცს 2011-12 წლების სეზონში ახალი გუნდის გამოყვანა სურს და შესაბამისად თავდასხმაშიც ახალი კაცი სჭირდება. ამბობენ, რომ ასეთად მას ფრანგული „ლორიანის“ 24 წლის თავდამსხმელი კევინ გამეირო ესახება, თუმცა ყველაფერს „ჩელსიდან“ 33 წლის დიდიე დროგბას გადაბირება ურჩევნია.

კრაუჩს „ტოტენჰემის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილის მოპოვება უჭირს. გასულ სეზონში მან 40-ზე მეტ შეხვედრეში მიიღო მონაწილეობა, ბევრ მათგანში ის მოგვიანებით, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჯამში 12 გოლი გაიტანა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა