კანდიდატი კიდევ სამია: ანჩელოტი, დეშამი, ბიელსა

"რომას" მთავარი მწვრთნელის საკითხი იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვინჩენცო მონტელა ჯერ არავის გაუთავისუფლებია დაკავებული თანამდებობიდან. მეტიც, "ჯალოროსის" ამჟამინდელი თავკაცი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონშიც იმუშავებს პოსტზე და საერთოდაც, გუნდის ისტორიაში ეპოქის შექმნის საშუალება მიეცემა. ეპოქის რა გითხრათ და იმის შანსი კი ნამდვილად აქვს, რომ პოსტი შეინარჩუნოს - ამის შესახებ კლუბის სპორტული დირექტორი ბრუნო კონტი საუბრობს:

"პირადად მე, ვინჩენცო მონტელას მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ როგორც მწვრთნელს, დიდი მომავალი აქვს. მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს, აუცილებლად გავუგრძელებდი ხელშეკრულებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას დირექტორთა საბჭო მიიღებს. ვიცი, რომ მონტელას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მისი შანსები საკმაოდ ძვირად ფასობს. ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია რა პოზიცია აქვს კლუბის ახალ მეპატრონე ტომას დი ბენედეტოს, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩამოვა რომში და ალბათ თავის სიტყვას იტყვის".

მედიაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ მონტელას მაინც მოუწევს პოსტის დატოვება და მის შესაძლო შემცვლელად რამდენიმე კანდიდატიც კია გამოკვეთილი. უპირველესი რა თქმა უნდა კარლო ანჩელოტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუშვეს "ჩელსიდან" და ახალი წინადადებების მოლოდინშია. სანამ კიდევ ერთ მეტად საინტერესო კანდიდატურაზე ვიტყოდეთ, ანჩელოტის თემაზე შევჩერდეთ და კარლო მაცონეს გადავცეთ სიტყვა, "რომას" ყოფილ ფეხბურთელს, ყოფილ მთვარ მწვრთნელს და ზოგადად, გუნდის ცოცხალ ლეგენდას:

"თუ შემეკითხებიან, აუცილებლად ანჩელოტის დავუჭერ მხარს, რადგან მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდს წარმატებით გაუძღვეს. უდიდესი გამოცდილება დააგროვა და იცის როგორ მიიყვანოს გუნდი დიდ წარმატებამდე. ამასთან, ნამდვილი რომაელი, ჩვენი გუნდის წევრი და არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ადრე თუ გვიან "ჯალოროსის" აუცილებლად ჩაიბარებს. ჰოდა, ამაზე უკეთეს დროს უბრალოდ ვერ შეარჩევს".

ანჩელოტისთან ერთად, რეალურ კანდიდატებად დიდიე დეშამი და მარსელო ბიელსა მოიაზრებიან, მათ რიცხვს კი ლუის ენრიკეც შეუერთდა. დიახ, ესპანელი ფეხბურთელი, რომჯელმაც სულ ახლახანს დაანება თამაშს თავი და განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას უნდა მიჰყოს ხელი. ვერ გეტყვით, რატომ დაუკავშირეს ენრიკეს გვარი "ჯალოროსის", მაგრამ ფაქტია, რომ ამის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა იტალიური მედია წალეკა. ბრუნო კონტიც გაკვირვებულია: "ლუის ენრიკე? - ვერაფერს გეტყვით, რადგან ამის შესახებ მეც ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, შესანიშნავი ტექნიკით, მაგრამ რამდენად ერკვევა სამწვრთნელო საქმიანობაში ჩემთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, არ მაქვს საფუძველი, რომ ამ კანდიდატურას მხარი დავუჭირო. ისე კი, მიკვირს, რომ ენრიკეს, როგორც კანდიდატის შესახებ კომენტარს ვაკეთებ".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, იქითა კვირის ბოლოს ტომას დი ბენედეტო დირექტორთა საბჭოს სხდომას მოიწვევს და მწვრთნელის საკითხიც სწორედ იქ გადაწყდება.

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე