სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და "იუვენტუსის" მესვეურებმა უკვე მოასწრეს გუნდის გვარიანად გაძლიერება
სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და "იუვენტუსის" მესვეურებმა უკვე მოასწრეს გუნდის გვარიანად გაძლიერება. გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ ანდრეა პირლომ ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ სეზონში "იუვეს" სწორედ კრეატიული ფეხბურთელი აკლდა და პირლომ წესით ამ პრობლემის გადაჭრაში ლომის წილი უნდა დაიდოს.

ანდრეამ პირველი კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" ფეხბურთელის რანგში და სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"პირველ რიგში, მინდა "მილანის" გულშემატკივრებს გადავუხადო მადლობა, რომლებმაც დიდი სითბო გამოხატეს ჩემს მიმართ და მაგრძნობინეს, რომ ყოველთვის მათ გულებში ვიქნები. მეც იგივე შემიძლია ვთქვა, "მილანს" და ამ დიდებული გუნდის ქომაგებს ჩემს გულში დიდი ადგილი უჭირავთ. თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული და დადგა დრო, რომ გარემო გამომეცვალა. რატომ შევაჩერე არჩევანი "იუვენტუსზე"? - იმიტომ, რომ ამ გუნდში ჩემი უამრავი მეგობარი ასპარეზობს და ვიცი, რომ მათთან ერთად თავს კომფორტულად ვიგრძნობ. ამასთან, "მილანთან" და "ინტერთან" ერთად, "იუვენტუსი" იტალიური ფეხბურთის ფლაგმანია და მსოფლიო მასშტაბის გრანდებში გადის. იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც მუდმივად გამარჯვებები სწყურიათ და ვფიქრობ, რომ "ბიანკონერისთან" ერთად, ტროფეები არ მომაკლდება".

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი: რეტო ციგლერი დაიმატა.

შვეიცარიელი მცველი "სამპდორიას" შემადგენლობაში ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მას შემდეგ, რაც გენუური გუნდი სერია B-ში გავარდა, კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და თავისუფალი აგენტის სტატუსით სწორედ ტურინს მიაშურა. ციგლერმა ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და 2015 წლის ივნისამდე "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს. პრინციპში, ამის ასე ხელაღებით მტკიცება მთლად სწორი არ არის, მაგრამ კონტრაქტი ნამდვილად ოთხწლიანი და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ციგლერი რომ ძალიან გახარებულია, ცხადზე ცხადია და ეს მისი კომენტარიდანაც კარგად ჩანს:

"სწორად მოვიქეცი, როდესაც ზამთარში "სამპდორიასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განვაცხადე - მაშინ რომ ხელი მომეწერა, გენუელები ჩემს სანაცვლოდ თანხას მოითხოვდნენ და "იუვენტუსში" გადასვლა გამიჭირდებოდა. "სამპა" ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამ გუნდის ქომაგად ვრჩები, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ კლუბს არც თუ კომპეტენტური ხალხი ხელძღვანელობს. უამრავი შეცდომა დაუშვეს, რამაც გუნდი ფატალურ შედეგამდე მიიყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა "სამპდორიას" წარმატებები ვუსურვო, მე კი ჩემი გზა მაქვს და ვეცდები, "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი".

ამ სეზონში, "იუვეს" მარცხენა ფრთაზე მეტწილად ფაბიო გროსო თამაშობდა, თუმცა შანსი არმინ ტრაორეს და პაოლო დე ჩელიესაც მიეცათ. როგორც ჩანს, კლუბის მესვეურები მათი გარჯით უკმაყოფილონი დარჩნენ და ციგლერიც ამად გადაიბირეს. ისე, თუ უკვე გასრულებული სეზონით ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო დიდი პრობლემა ტურინელთათვის დაცვის მარჯვენა ფლანგი გახლდათ - ამ პოზიციაზე ხან მარკო მოტა თამაშობდა, ხანაც სორენსენი, თუმცა ორივე ძალიან ახალგაზრდაა და შეცდომებიც უხვად დაუშვეს. ჰასან სალიჰამიჯიჩიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელსაც ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში, თუმცა მის იმედად ყოფნა "იუვეს" ნამდვილად არ ეკადრება.

romandro
es janos dasawyisia...warmatebebi...
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე