"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

ხეჩიკაშვილმა შესაძლო მწვრთნელზე, სამომავლო გეგმებსა და ევროთასებზე ისაუბრა.

"ჩვენ სულ 4 წელია, რაც უმაღლეს ლიგაში გამოვდივართ. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ზედიზედ ჩემპიონობის და თასის მოპოვება ძალიან დიდი წარმატებაა, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

ჩვენი გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი მოხვდა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. ასევე ჭაბუკთა ლიგაშიც წარმატებულად გამოვდივართ.

რა თქმა უნდა, ეს გვახარებს, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც გვაქვს. ფეხბურთი, პირველ რიგში, გულშემატკივრისთვის არის. ძალიან ცუდია ის უკმარისობის გრძნობა, რომელიც გულშემატკივარს დავუტოვეთ. ვგულისხმობ ევროპის ლიგაზე "არარატთან" მარცხს.

მინდა, ყველა იმ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც "საბურთალოს" ევროტურნირების პირველ ორ საშინაო შეხვედრაზე მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავმარცხდით, გულშემატკივრები ტაშით გვაცილებდნენ და უფლება არ გვქონდა, მესამე მატჩში ბოლომდე არ დავხარჯულიყავით.

ამიტომ ეს გულისტკივილი და ხინჯი მაქვს კიდევ და ჩვენს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ბულინგი და გინება, რომლის მსხვერპლიც მე გავხდი, არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

15 წელი აშენებ რაღაცას, ერთი სკოლის გუნდი ჩემპიონი გახადე და მერე ისეთ რაღაცებში გდებენ ბრალს... სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში კლუბიდან წასვლას ვაპირებდი, რადგან დავინახე ძალიან დიდი უმადურობა.

ქართული ფეხბურთი არ ეკუთვნის მხოლოდ იმ ვაი გულშემატკივარს, რომელიც გვაგინებდა. ასევე, აკადემიაში გვყავს უამრავი კარგი ფეხბურთელი, რომელთა გამოც კლუბში დავრჩი.

მე ვერ წარმომიდგენია, რომ დღევანდელი მოცემულობით არ ჰქონდეს ადამიანს იმის სურვილი, რომ სწრაფი ტემპით იაროს.

ხშირად მეუბნებიან, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, რადგან ყოველთვის 2-3 წლით ვუსწრებდით იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ვხედავდით იმ რესურსს, რომლითაც წარმატების მიღწევა შეიძლებოდა.

ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ევროპაში მივაღწიოთ წარმატებას და ჩემთვის სხვა საზომი არ არსებობს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას და მწვრთნელს, რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა. ჩვენ მათ დავემშვიდობებით და ალბათ, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით მოგვიწევს ასპარეზობა.

მომავალ მწვრთნელზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ახალ წლამდე მის ვინაობას აუცილებლად გაიგებთ.

კახა ჩხეტიანი? მიუხედავად მისდამი უდიდესი პატივისცემისა, მასთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ.

მას შემდეგ, რაც ახალ მწვრთნელს დავნიშნავთ, მასთან ერთად დავაკომპლექტებთ გუნდს. მიმაჩნია, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი უნდა ჩამოვიყვანოთ და დანარჩენი საქართველოში არიან იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატების მიღწევა შეუძლიათ".

sormonian
სორმონიან,ხეჩოიან,სორმონიან,სორმონიან

ამ ინტერვიუდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რეალობის აღქმისგან ძალიან შორს ხართ და საერთოდ ვერ ხვდებით რომ ყველასთან შეიძლებოდა წაგეგოთ არა რააატის გარდა სულ რომ მოედანზე დახოცილიყავით, მითუმეტეს იმ ფორმით როგორც ეს თქვენ გააკეთეთ. ამ სირცხვილს თქვენი კლუბი კი არა ქართული ფეხბურთი როდის ჩამოირეცხავს საერთოდ გიფიქრიათ?!
სოსო
70-იან წლებში,თბილისის დინამომ თბილისში წააგო არარატთან 0:4.ხალხი მაშინაც აგინებდა გუნდს,მაგრამ არავის შეუკადრებია,თამაში გაყიდეთო.იმ წელს,დინამომ ზენიტთან 0:6 წააგო, ფახთაქორთან 1:5.ეს გუნდები აუტსაიდერები იყვნენ,მაგრამ წააგეს და მაინც მესამე ადგილზე გავედით იმ წელს,ბურთების ბალანსით 33:33.ასეთი რამეები ხდება ხოლმე და მიუხედავად იმისა,რომ მეც ძალიან გავმწარდი,საბურთალოს უკვე წინა თამაშებში ეტყობოდა,რომ ფიზიკურ ფორმას ჰკარგავდა და ამის შესახებ ხეჩიკაშვილის განმარტებისაც მჯერა. ახლა რაც შეეხება ახალ გუნდს.გეგა დიასამიძე წავიდა,ნიკა მალიც მიდის და სავარაუდოდ კოხრეიძეც შეიძლება წავიდეს.ეს ხალხი,მომავალი გუნდის საფუძველი უნდა გამხდარიყო და ვიღაზე აპირებენ გუნდის გაძლიერებას?გენტმა ჩაკვეტაძეს გრძელვადიაანი კონტრაქტი გაუფორმა,რომ გუნდმა მისი გაყიდვით დიდი მოგება ნახოს.მაშ რატომ არ უნდა გააკეთოს საბურთალომ იგივე,იმ ფეხბურთელებთან,ვინც თვითონ მან გამოზარდა?ეს ფული ხომ ისევ ახალი ფეხბურთელების გაზრდას მოხმარდება და შესაბამისად ქართული ფეხბურთის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.თუ უცხოერი კლუბი საკმაოდ ძვირად წაიყვანს ფეხბურთელს,იმაზეც იფიქრებს,რომ დაასაქმოს და გამოიყენოს.კაპიკიან ფეხბურთელს კი,მათ თვალში და ჯიბეშიც,კაპიკის ფასი აქვს.ქართული ფიმია"სიყვარული ყველას უნდა"იქ არის ასეთი მომენტი,როცა მეველეებს წყალში ჩაუვარდებათ ჰალსტუხი და ერთი ფიქრობს,ეყაროს რა ჩემ ფეხებად მინდაო,მეორე კი,დაუშლის დატოვებას,ეყაროს,რა გინდა,რა იცი სად გამოგვადგებაო.ჰალსტუხებად უნდათ ჩვენი კაპიკიანი ფეხბურთელებიც
lazi
ყურებამდე გაღიმებული ზის,არადა გუნდს სამუდამო ლაქა აკიდა,
თემური
გასაკვირი იცით რაარის იძახის ხალხი არმოდის თამაშებზეო შე კაი დედმამიშვილო გინდი რო ჩამოაყაჩიბო და შეათამაშო ხო უნდა მაგას ერთი სამი წელი მონიმუმ?ეხლა იძახი ახალ გუნდს შევქმნიო ესეიგი არაფერი გინდა ფულის კეთების მეტი გაზრდი ახალგაზრდა ბიჭებს და პირველი შემოთავაზებისთანავე გაყიდი სადღაც ჭეკლასის გუნდში.შენ ხო იხეირებდა არ გკიდია ხალხი(ამიტომ ესე რო ფიქრობთ უმეტესობა არც იმის მოთხოვნა უნდა გქონდეს ხალხი რატო არ დადის სტადიონზეო)
giorgi75
არარააარააატ ერეეეევაააან ყველაზე ანტიპატია გუნდი საქართველოში რაც გინდათ გიქნიათ გაყიდეთ დარაჯიდან დაწყებული ყველა ფული მეტი რა გაინტერესებთ ,თქვენ წესიერი ლეგიონერის მყიდველებიც არ ხართ ფული ფული ფულიიიი დევიზიიიი,არარატ ერევან

არა რააააატ!!!!
კვარა
ისტორიულ სამშობლოს ხომ არ უღალატებს ხაჩიკიანი,თანაც ამ თემაზე კაი ფულის გაკეთებაც შეიძლება.
მამუკა
ახალი კონტიგენტით არარატს რომ შეხვდეთ ვინ გადაწყვეტს მოგებას თქვენ თუ ფეხბურთელები?
Vasili
ახლადგამოჩეკილი ფიფიაა ეს ხეჩიკაშვილი!!! ჩემპიონი გუნდის დაშლა და ახალის გაკეთება , ანუ ერთი და იგივე მოჯადოებულ გზაზე დადიხართ!!! უბედურება ის არის რომ თქვენზე უკეთესი არავინ არ მოდის ქართულ ფეხბურთში!/// ახალი გუნდი ნიშნავს იმას რომ ევროპა ლიგის ჯგუფურზე კიდევ ვერ მოხვდებით!!! რა გინდათ საერთოდ?!
Hit em up
რა ვერ გავიგე იცით?!, ზოგადად რო აგინებენ-აკრიტიკებთ გუნდის მფლობელებს რა კრიტერიუმით, ცარიელ ტრიბუნებზე ათამაშებენ გუნდეს სპონსორები არ ყავთ ხშირ შემთხვევაში ტუ ყავთ მიზერულ გროშებს იხდიან, ეკიპირების და სხვა აქსესუარების შემოსულ თანხებზე ზედმეტია საუბარი, ტელევიზიებიდან შემოსული თანხა ხო ზღაპარია საერთოდ ეგ კიარა ტრანსლაციია პრობლემები ვერ გვარდება დღემდე, ფეხბურტელებიდან დაწყებული დამლაგებლებით დამთავრებული საკუთარი ჯიბიდან უხდიან ხელფასს,, სტადიონის არენდის ფულს და ა.შ და ა.შ., კარგია თუ ცუდია რაგაცას აკეთებენ, და ფეხბურთელი რომელსაც ,,კონტრაქტი,, აქვს ამა თუ იმ გუნდთან რო გაყიდოს მეპატრონემ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ არავიზე საკითხავი არ აქვს იმიტომ რომ ,,საფეხბურთო გუნდის მფლობელია,,!!! და ის ვინც თვლის რომ უკეთესად შეუძლი მართვა, ევრო თასებზე გაყვანა და ა.შ. და რაც მთავარია აქვს ფინანსურად ამის საშუალება შეუძლია შეიძინოს რომელიმე გუნდი და განახორციელოს მისი იდეები და სურვილები. ისე კი დარწმუნებული ვარ აქ ქართული ფეხბურთის მაგინებლები უმეტესობა ერთხელაც არ იქნებიან ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე ნამყოფი და არც იციან გამონაკლისის გარდა ვინ სად თამაშობს. ლანძღვა გინება ადვილია საქმის კეთება რეალობაში ძნელი!!!
ზუზუ
აი, ძალიან უვიცები ხართ თანამედროვე ფეხბურთის, ვინც ფიქრობთ, რომ ამათმა თამაში გაყიდეს და უეფამ არაფერი მოიმოქმედა ;დდ ჩარჩენილები ხართ საბჭოთა კავშირში როგორც ჩანს.. აღარ ხდება ხალხო ეგეთი რამეები, მითუმეტეს ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე.. ვინ დაასწრებს უეფას, სანქციებით გატენის გუნდს რომ რამე ყოფილიყო..მართალი თქვა ხეჩიკამაც, რა უნდა მოეგო ასეთი საბურთალოს თამაშის გაყიდვით? იმაზე მეტს ვიდრე ჯგუფი მისცემდა? წადით რა.. უვიცები ხართ, მართლა ;დ
s.s.
თქვენ ისე გაუტეხეთ ხალხს გული, რომ მესიც რომ ჩამოიყვანოთ, თქვენს თამაშებზე თავმოყვარე კაცი არც მოვა, თქვენთვის და ფიფიასთვის მთავარია ფულის კეთება.
tngh
ის, რაც "არარატთან" თამაშის შემდეგ დასწამა გუნდს და მთელ საქართველოს ფეხბურთს ცნობილმა "დილეტან-პოპულისტმა" ალ. ელისაშვილმა, პირდაპირი მტრობაა საქართველოს ფეხბურთის და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ.
pogosian
ერევანის არარტს რას უზამთ, პოგოსიან ხეჩოიამ და ასე შემდეგ
martlaaa
ქართულ ფეხბურთში ფული როგორ უნდა გააკეთო? მატჩებს თუ გაყიდი, კი იშოვი. მაგრამ ფიფიასაც და ხეჩიკაშვილსაც აქვთ კანონიერი ბიზნესი და სულელი უნდა იყო თამაშის გაყიდვაზე რომ იჩალიჩო. თან რამდენად უნდა გაყიდო? სადაც ფული არ ტრიალებს. იქ ფული არ კეთდება. და კიდევ. სხვას რომ აბრალებთ წუწკობას, ბილეთში ფულს რატომ არ იხდით? უფასო თამაში გინდათ? ჰოდა ამიტომაც არის დაბალი დონის ფეხბურთი.
ვაჟა
ფიფია რომ გაგებაში არაა და ხალხიც მრჩევლებად თავისნაირები მოყავს ეს დიდი ხანია გავიგეთ! მაგრამ შენც თუ ასე ცანცარა გეგმებით იყავი და სხვებს დაემსგავსებოდი არ მეგონა!
oto
ეს გუნდიც დაიშლება გაყიდიან ფულს გააკეთებენ,მერე ჩამოიყვანენ ვაი ლეგიონერებს ჩაიჯვავენ და მერე იტყვიან ვერ გავედითო რაა
ალხამდულლილახ
თავის თავს არ შეაქეფ სხვა არ შეგაქებს. ფსიქოლიგიურუ ანალიზი გაუკეთეთ მის საუბარს, თავის გაკეთებულ საქმეს აქებს
გიო
და ეხლა რომ ლეგიონერებს ჩამოიყვან აზრი მითხარი ??? 6 თვეში აქ რომ ეხლა შენ გუნდში მესი მოიწვიო ის ვერ გიშველის.. ვერც საბურთალოს და ვერც დინამოს შენც და ფიფიაც თქვენ ხოშზე დადიხართ და საქმიდან გამომდინარე შლით ყოველ წლიურად გუნდებს აკეთებთ ჯიგრულად ფულს და ხართ თქვენთვის დიდი ამბავი რამოდენიმე თუ შეგაგინებთ და შეურაცყოფას მოგაყენებთ სულ არ გკიდიათ მთავარია ფული იმიტომ რომ თქვენ არც ფეხბურთის სიყვარული გაქვთ და არც გულშემატკივრის და ამის მერე ხალხს ეუბნებით რომ სტადიონზე მოვიდნენ..რატო უნდა მოვიდნენ 1 მიზეზიი მაინც დაასახელე..ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებთ ფულის გადახდა არ გინდათ წუწკები და ხამები ხართ შენც და ფიფიაც ესაა და ეს მეტი არაფერი..დინამოც და შენი საბურთალოც ეგრევე გამოვარდებით სულ რაგაც 6 თვე დარჩა და ისევ შერცხვებით და ისევ თავიდან დაიწყებთ ხალხის დაბოლებას რომ ვითომ რაღაცას აკეთებთ...კიდე ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ აზრიი ???!!!
sormona
ვინც არარატთან გავარდნის მერე გაგინათ ვაიგულშემატკივარია?
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი