ზე რაგბის დებიუტანტ "მელბურნ რებლზის" ინგლისელი მგეზავი მზადაა დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" გააფორმოს მოკლევადიანი ხელშეკრულება
ზე რაგბის დებიუტანტ "მელბურნ რებლზის" ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი მზადაა საფრანგეთის სარაგბო ჩამპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოსაპარეზე დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" გააფორმოს მოკლე ვადიანი ხელშეკრულება.

საქმე იმაშია, რომ ტულონელთა კიდევ ერთი ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი სექტემბერ-ოქტომბერში ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე იასპარეზებს. იქიდან დაბრუნებულს კი, ალბათ მინიმუმ ერთი თვე დასვენება დასჭირდება. "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი "ვილკოს" დროებით შემცვლელად სწორედ სიპრიანის მოიაზრებს.

"ვფიქრობ, "ტულონში" გადასვლით შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლევა სათამაშო ფორმა შევინარჩუნო. ზე რაგბის გათამაშება მომავალ წელს თებერვალში იწყება, მე კი მანამდე უთამაშებლად ვერ გავჩერდები. გამუდმებით საქმეში უნდა ვიყო, უნდა ვითამაშო. ეს რთული დროება ჩემს კარიერაში ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს" - თქვა სიპრიანიმ "ტაიმსთან" საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სიპრიანი "მელბურნ რებლზის" მწვრთნელმა როდ მაკქუინმა დისციპლინის დარღვევის გამო, ფაქტობრივად, გუნდიდან მოკვეთა. მას ზედიზედ მესამე ტურია ზე რაგბის გათამაშებაში არ უთამაშია. თუმცა, სიპრიანი, როგორც ჩანს, ჭკუას მაინც ვერ სწავლობს. რითაც, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცი მარტინ ჯონსონი მას სამართლიანად მოექცა.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა