უელსის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო
უელსის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ რიჩარდ პარქსმა, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო. უელსელმა დედამიწის უმაღლეს წერტილზე ფეხი გუშინ გრინვიჩის დროით 2 საათსა და 57 წუთზე შედგა. მალე მას შეუერთდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ნიჩბოსანი სტივ ვილიამსი, რომელსაც ოლიმპიური ოქრო ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე ერგო.

შეგახსნებთ, რომ რიჩარდ პარქსმა რაგბის თამაშს მძიმე ტრვმის გამო თავი ორი წლის წინათ დაანება. მას საკამოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა "ლიდსში", "პერპინიანში", და "ნიუპორტში" თამაშისას. რაგბიდან წასვლის შემდეგ კი მიზნად დაისახა შვიდი თვის განმავლობაში დლაშქროს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შვიდი მწვერვალი და ორივე, ჩრდილოეთ და სამხრეთი პოლუსი.

ევერესტი პარქსის "კოლექციაში" მეხუთე მწვერვალია, ამასთან მან უკვე დალაშქრა ორივე პოლუსი. მიზნის მისაღწევად და რეკორდის დასამყარებლად "თავზეხელაღებულ" უელსელს ორი მწვერვალის იალბუზის (რუსეთი) და დელანის (ალიასკა) დაპყრობაღა სჭირდება.

ევერესტიდან უკან დაბრუნებულ პარქსს ცრემლები წასკდა:

"შეუძლებელია ემოცია სიტყვებით გადმოგცეთ. ეს ყველაზე საოცარი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიციდია. ირგვლივ ულამაზესი ხედებია, მთები, ღრუბლები - ეს თვალითუხილავი სილამაზეა" - თქვა მან.

"ვულოცავ რიჩარდს ამ ისტორიულ მიღწევას. ის ურჩად მიიწევს წინ მიზნისკენ და და, რწმუნებული ვარ, თავისას მიაღწევს, რაშიც ძალიან ბევრს ეჭვი ეპარებოდა. მან დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს"- თქვა უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დევიდ პიკერინგმა.

" რიჩარდის მიერ ევერესტის დაპყრობა უკვე გმირობაა. ის, რაც ბოლო თვეებში ამ ადამიანმა გააკეთა, უკვე სასწაულია. მისით ყველანი ამაყნი ვართ. მან გვანახა, რომ არამარტო შესანიშნავი მორაგბე, არამედ ბრწყინვალე ადამიანია.

ახლა მხოლოდ იმას ვუსუსრვებ, რომ დარჩენილი ორი მწვერვალიდან უვნებელი დაბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, რიჩარდ პარქსი მიზანს აუცილებლად მიაღწევს" - თქვა უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა როჯერ ლუისმა.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა