აგვისტო მოჰამედ ზიდანისთვის მნიშვნელოვანი თვეა. თვის ბოლოს, ეგვიპტის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ...

აგვისტო მოჰამედ ზიდანისთვის მნიშვნელოვანი თვეა. თვის ბოლოს, ეგვიპტის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს 28 წლის თავდამსხმელი. საქმე იმაშია, რომ მას ჯარში იწვევენ. სასამართლო გაარკვევს, რამდენად სავალდებულოა ის, რომ ზიდანმა ჯარში იმსახუროს. სარჩელი მოჰამედის კლუბმა, დორტმუნდის "ბორუსიამ" შეიტანა.

"დორტმუნდის" ხელმძღვანელები ეგვიპტური კანონებით აღშფოთებულები არიან. პირველი აგვისტოდან ზიდანს (34 თამაში ეგვიპტის ნაკრებში) ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. მოჰამედი სამშობლოში მაისიდან იმყოფება და გერმანიაში დაბრუნების უფლება არ აქვს. ჯარში კი მას სამი წლით იწვევენ. ზოგადად, ეგვიპტელებს ჯარში მსახურობის კანონები ძალიან აქვთ გამკაცრებული, მაგრამ ზიდანს აქამდე ყოველთვის ათავისუფლებდნენ ხოლმე, რადგან ის თავის ოჯახში ფულის ერთადერთი შემტანი იყო. ახლა კი, მოჰამედის ძმაც მუშაობს და საკმაოდ კარგი ხელფასი აქვს საიმისოდ, რომ ოჯახი გამოკვებოს.

"გერმანიაში ჩასვლის უფლება არ მაქვს. ასე რომ მოვიქცე, სამშობლოში ვეღარასოდეს ჩავალ, რადგან აუცილებად დამაპატიმრებენ. ასე რომ, გამოქცევა გამორიცხულია," - უთხრა ზიდანმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

"ბორუსიას" შეფები კი აღშფოთებას ვერ მალავენ და იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიდანს კარიერა უფუჭდება, რადგან ის უკვე 28 წლისაა და თუ ჯარში სამი წელი იმსახურა, ფაქტია, რომ საფეხბურთო კარიერა უნდა დაასრულოს.

"იმედია, არაფერი დაშავდება იმით, რომ ზიდანი ჯარიდან გაათავისუფლონ. იმედს ვიტოვებ, რომ მოჰამედი სექტემბრიდან შემოგვიერთდება და ამისათვის, ფულის გადახდას არ მოსთხოვენ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეგვიპტეში კორუფცია მძვინვარებს და არ გამოვრიცხავ, საქმე იმიტომ გაჭიანურდა, რომ მოხელეები ზიდანს ფულს სთხოვდნენ," - აცხადებს "დორტმუნდის" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე