ფოტო:ugby.ge

2020 წლის დასაწყისში ბორჯღალოსნები ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდებიან.

წელს ჩვენს გუნდს სამი თამაშის შინ ჩატარება მოუწევს, ესპანეთს და პორტუგალიას კი სტუმრად შეხვდება.

5-თვიანი შესვენების შემდეგ, გულშემატკივარს ბორჯღალოსნების თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება 1 თებერვალს, თბილისში ექნება. ამ დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უმთავრეს კონკურენტს, რუმინეთის ნაკრებს დინამო არენაზე ვერკინებით. 18 საათზე დაიწყება.

მეორე ტურში 9 თებერვალს ესპანეთის ნაკრებს მადრიდში, "კამპო ცენტრალზე" ვეთამაშებით და ეს შეხვედრა საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ბორჯღალოსნების ერთ თამაშს ქუთაისი უმასპინძლებს და 22 თებერვალს ბელგიის ნაკრებს 15 საათზე "აია არენაზე" დავუხვდებით.

3-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატს დაუბრუნდა პორტუგალიის ნაკრები, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ერთადერთი ნაკრებია ვისაც ეს ტურნირი მოუგია. პორტუგალიელები 7 მარტს გვიმასპინძლებენ, მაგრამ არა სამშობლოში, არამედ საფრანგეთში.

თამაში პარიზში, "სტად ფრანსეს" საშინაო არენა "სტად ჟან ბუენზე" ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. 1925 წელს აშენებულ არენას ბოლოს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა და ის 20 ათას მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ პარიზში პორტუგალიელი ემიგრანტები მრავლად ცხოვრობენ და ვარაუდობენ, რომ სტადიონი გაივსება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონს ბორჯღალოსნები დინამო არენაზე დააგვირგვინებენ. დასკვნით ტურში, რომელიც 14 მარტს გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს ერკინება. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან