ამერიკული ტურნეს ბოლო შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედმა" წააგო. ინგლისელებს გვადალახარაში მექსიკურმა "ჩივასმა" 3:2 აჯობა...

ამერიკული ტურნეს ბოლო შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედმა" წააგო. ინგლისელებს გვადალახარაში მექსიკურმა "ჩივასმა" 3:2 აჯობა. პირველი გოლი მანჩესტერელთა კარში მათმა ახალმა შენაძენმა, 22 წლის ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. მან პირველი ტაიმი ყოფილი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა, მეორეში კი "იუნაიტედის" ფორმა ეცვა - ერნანდესისთვის ეს "ჩივასთან" გამოსათხოვარი მატჩი გახლდათ გახლდათ.

ერნანდესს გოლის გასატანად სულ რაღაც 8 წუთი დასჭირდა, თუმცა ორი წუთის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და ეს კვლავ "იუნაიტედის" ახალწვეულმა, ოღონდ, ამჯერად, "ფულჰემიდან" ნაყიდმა 20 წლის კრის სმოლინგმა გააკეთა. "ჩივასი" 38 წუთზე დაწინაურდა - გოლი ადოლფო ბაუტისტამ შეაგდო. მე-60 წუთზე მასპინძლებმა მესამეც შეაგდეს, თავი ექტორ რეინოსომ გამოიჩინა, 79-ეზე კი ნანიმ შეამცირა სხვაობა.

მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: "ხავიერმა პირველი კლასის ფეხბურთი ითამაშა. მან დიდებული დარტყმით გაგვიტანა და ზოგადადაც, იმას, რაც დღეს აჩვენა შესანიშნავი ფეხბურთი ჰქვია. ბიჭები სულ ერთსა და იმავეს იმავეს იმეორებდნენ, რა საუცხოო ფეხბურთელია და ბოლო დარყმა როგორ ეხერხებაოო. ისინი ხავიერს საუცხოოდ შეხვდნენ და ყოველმხრივ ეხმარებიან ახალ გუნდთან შერწყმაში. სხვათაშორის, ერნანდესს რომ ვუყურებ, ოლე-გუნარ სოლსკიაერი მაგონდება, მგონი მათ შორის ბევრი საერთოა. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი მომავალი ელის".

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სოლსკიაერი 1996 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მიოლდესგან" გროშებად, კერძოდ კი 1,5 მილიონ ფუნტად იყიდა. "ოლდ ტრეფორდზე" ჩასულ თავდამსხმელს არავინ იცნობდა, თუმცა 11 წლის შემდეგ კარიერა "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებული 366 შეხვედრითა და 126 გოლით დაასრულა. სულ, ინგლისური გუნდის მაისურით მან ჩემპიონის ექვსი ტიტული, ფეხბურთის ასოციაციის ორი თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხოლო, როგორ მოიგო სოლსკიაერმა ჩემპიონთა ლიგა ცალკე თემაა - ყველას ახსოვს 1999 წელს ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გამართული "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ფინალი, სადაც გერმანელები 1:0-ს ეგებდმენ, მაგრამ თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებში მანჩესტერელებმა, კერძოდ კი ტედი შერინგემმა და სოლსკიაერმა ორი გოლი შეაგდეს და ჯილდოს დაეუფლენ.

თუმცა, დავუბრუნდეთ გვადალახარაში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრას. რა თქმა უნდა "ესტადიო ომნილაიფზე" ყურადღების ცენტრში უპირველეს ყოვლისა სწორედ ერნანდესი იყო და მატჩის დაწყების წინ მისი გვარი რომ გამოაცხადეს, ხალხი ფეხზეც წამოდგა. თავდამსხმელმა ოვაცია ღირსეულად დააფასა - ახალი, 45 500 ადგილიანი (მშენებლობა 126 მილიონი დოლარი დაჯდა) სტადიონის გახსნის დღეს პირველი, ისტორიული გოლი, როგორც გითხარით, სულ რაღაც რვა წუთში გაიტანა. ბაუტისტას მიერ მკერდით დაგდებულ ბურთს მან მარცხენა ფეხი დაარტყა.

ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ფერგიუსონმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა ერნანდესისთვის თამაშის საშუალება მიეცათ, თუმცა ჯონ ოშიმ ერთ ეპიზოდში მაინც ვერ შეიკავა თავი და ახალგაზრდა მექსიკელს პრემიერლიგური დაზღერთება გააცნო.

ფერგიუსონი:

"ასეთი განლაგება, 4-3-3 ჩვენ ხშირად გვჭირდება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში, სადაც სწრაფ კონტრშეტევას მარდად უნდა გაართვა თავი. ერნანდესს, რასაკვირველია, ერთადერთ თავდამსხმელადაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. მან ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში დაამტკიცა, მაგრამ გარდა ამისა მის წინაშეა უეინ რუნისა და სხვა ფეხბურთელებთან შეთანხმებულად თამაშის დიდი შესაძლებლობები".

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა