მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში "ლაციოს" კვლავ ედუარდო რეია უთავკაცებს
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" მესვეურებმა ახალი ხელშეკრულება გააფორმეს მთავარ მწვრთნელთან და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში გუნდს ედუარდო რეია უთავკაცებს. კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა ერთ მეტად საინტერესო პუნქტს შეიცავს - თუ რომაულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, კიდევ ერთი სეზონით ავტომატურად გახანგრძლივდება. რეიამ პრესისთვის მოკლე კომენტარიც გააკეთა:

"გასული სეზონით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოდით. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის წინ ამას არავინ ელოდა, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. გუნდი ვითარდება, სწორი გზით მივდივართ და დარწმუნებული ვარ, არც მომდევნო სეზონში შევირცხვენთ თავს".

სამაგიეროდ, "კიევოს" მესვეურებმა გაწყვიტეს ურთიერთობა სტეფანო პიოლისთან და ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში არიან. 45 წლის სპეციალისტმა ერთი წელი იმუშავა ვერონულ გუნდთან და სეზონი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა. პიოლის თქმით, "რომას" მესვეურებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და საერთოდ არ ნაღვლობს, რომ "კიევოს" დატოვება მოუწია.

ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს "ბოლონიას", გუნდს, რომელიც ალბერტო მალეზანიმ დატოვა და უახლოეს მომავალში "ჯენოას" ჩაიბარებს. "ბოლონიას' მესვეურებს დიდ ხანს არ უფიქრიათ და გუნდი პიერპაოლო ბიზოლის ჩააბარეს, რომელმაც ერთი წლის წინ "ჩეზენა" გადაიყვანა სერია A-ში, შემდეგ "კალიარიში" დაინიშნა, თუმცა ნოემბერში გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან. ბიზოლი 44 წლის გახლავთ და აცხადებს, რომ "ბოლონიასთან" ერთად ევროსაგზურის მოპოვებას შეეცდება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე