საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის, - ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განუცხადა.

"ქვილითაიას ტრანსფერზე ლაპარაკი "ვიტესთან" მიდის, თუმცა რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ ყოფილა.

ის, რომ გუნდს ქვილითაიასთვის კონტრაქტი შეეთავაზებინა ან მსგავსი რამ, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

ამ ეტაპზე სხვა გუნდების დაინტერესება არ არის და კონკრეტულად "ვიტესში" ტრანსფერზე მიდის მუშაობა.

ძალიან გვინდა, რომ ქვილითაია სხვა გუნდში გადავიყვანოთ, რადგან უფრო მეტს იმსახურებს და სათამაშო დრო კი მცირე ეძლევა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ "გენტიდან" წავიდეს და ვნახოთ, როგორ იქნება საქმე", - ამბობს გახოკიძე.

როგორც იცით, გოგა გახოკიძე გიორგი ჩაკვეტაძის აგენტიცაა და ჩვენ მას ჩაკვეტაძის ტრანსფერზეც ვკითხეთ.

"ყველამ კარგად იცის, რომ ჩაკვეტაძემ თამაში ახლახან დაიწყო. დიდი ალბათობით, ის ზამთარში გუნდს არ შეიცვლის და მისი ტრანსფერი უფრო ზაფხულში შედგება", - გვითხრა გახოკიძემ.

გელა ნუგზარაშვილი
ეს ჩაკვეტაძე სად გადაყავთ ვერ გავიგე. რატომ უნდა გადავიდეს სადმე. ჯერ გენტში არაფერი არ უჩვენებია. აჩვენოს კარგი თამაში ერთი სრული სეზონი და მერე ეყოლება მთხოვნელი. ახლა ვის რად უნდა.
გიორგი
იარენჩუკთან და დეპუატრესთან კონკურენცია მისთვის ძალიან რთული იქნება იარენჩუკი გენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია უამრავი გოლი გაქვს გუნდის ლიდერია და გენტი კარგ ფასად გასაყიდადაც ამაზდებს,რაც შეეხება დეპუატრეს გენტში დიდი ავტორიტეტით წლებია სარგებლობს გოლებიც გაქვს და ქვილითაიას მხოლოდ მაშინ მიეცემა თამაშის საშუალება როცა ისინი დაისვენებენ ისინი რომ ამოაგდოს ამისთვის საწაულები უნდა გაკეთოს იმ დროში რასაც აძლევენ მოედანზე და 10-15 წუთში ბოლოსკენ ვერაფერს მოასწრებ შეიძლება უბრალოდ გაგიამრთლოს ან საერთოდ ვერც კი მიიღო ბურთი და ჯობია დატოვოს გენტი დეპუატრე და იარენჩუკი ჯერ ჯერობით არც ფორმას უჩივიან და არც არასად წასვლას აპირებენ.
aleko
მოვიდა მარტი და რითი ვხდებით მარტო კაჭარავათი არცერთი ფეხბურთელი ფორმაში არ არის რო ვერ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე თქვენ თავს დაარბალეტ რასაც გიზავთ ჩვენ გულშემატკივარი
vaso
ზანტია, ზანტი ჩვენი ქვილო, მეტი უნდა ირბინოს, ივარჯიშოს. ღმერთმა ევროპის ნორმალური გუნდი მოგცა და ოფლი გამოიდინე რა, მაგის ადგილზე ღამეც ვირბენდი, რიოკზე ვივარჯიშებდი და შედეგიც მექნებოდა. სანამ მაგი ბურთს მიიღებს, გაისწორებს, მიიხედ მოიხედავს- კი მთავრდება თამაში, ხოდა კი ზის სკამზე. ჩაკვეს რა სჭირს ნეტა, თავიდან ათამაშეს და მერე აღარ გამოჩენილა, რაშია საქმე ნეტა, ტრამვა ხომ არ გაიმიზეზა, ღმერთმა დაგვიფაროს, რაღაც არ მომეწონა მაი ამბავი. დაწერეთ
ზუგდიდი
გენტი და ვიტესი ერთი დონის გუნდები არიან,შეიძლება ცოტათი უკეთესია გენტი.. აქ თუ ვერ ამტკიცებს,რო 10 წუთზე მეტს იმსახურებს იქ რა ვიტეში ძირითადი განაღდებული ექნება?
ზედა მეზობელი
თუ ფორვარდს კლასი აქვს,მაშინ ის 15 წუთშიც მოასწრებს და 5შიც. არის ასეთი ფეხბურთელი,რომელიც ლივერპულში თამაშობს და დივოკ ორიჯი ქვია. ტიპი სად აღარ გაანათხოვრეს და სად აღარ იჯდა ზამენაზე,მაგრამ გუნდიდან არ წავიდა. დარჩა და დაუმტკიცა ყველას რო შემთხვევით არ მოხვდა ლივერპულში. შარშანდელი სეზონის წინ,გუნდმა ტრანსფერზე დააყენა და ცალი ფეხით წასული იყო,მაგრამ იუარა გადასვლა. კი ვიცით რა და როგორ ქნა მაგ ბიჭმა. გამარჯვების გოლები რამოდენიმე თამაშში ეპლში და ლიგაზე ბარსასთან დუბლი,ხოლო ფინალში გოლი. ახალი კონტრაქტი დაირტყა. ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას ეზარება ბევრი მუშაობა და როგორც კი რაღაც აერევათ გუნდს იცვლიან. დარჩი გუნდში და დაუმტკიცე ყველას რო კაცი ხარ და ქუდი გხურავს. კონტრაქტი აქვს და ვერ გააგდებენ. დაკმაყოფილდეს 15 წუთით,რადგან მაგ დროის საქმეს აკეთებს. ასე უნდა იფიქროს და უნდა იზრუნოს პირდაპირ პროპორციული გახდეს მონდომება წუთების ზრდასთან. ქართველი კაცი,რომელიც პირველივე წინაღობაზე აგენტთან საქვითინოდ გაიქცევა ე.ი. ის კაცი არ არის. კაცობა ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე უარის თქმა კი არ არის,არამედ დარჩენა და ბრძოლა იმისთვის,რასაც იმსახურებ. მამიკოს ფული ქონდა და ფეხბურთს მიყევი შე დალოცვილო,ეხლა კი მუშაობა გეზარება. ჩემთვის გადაეხადა მამაშენს ფული და მე გაცხოვრებდი :) შესაძლოა მესი ან დეიკი ვერ გამოვსულიყავი,მარა გუნდიდან პანღურს ვერ ამომარტყავდნენ და იმასაც არ ვათქმევინებდი რო შრომა,ბრძოლა ეზარებაო. ქართველების სახელს არ გავაფუჭებდი. ეხლა ზუსტად ამას აკეთებენ,ადრე იცოდნენ არველაძე,გიჟი ქეცბა და ეხლა დედიკოს ბიჭები. ჯერ ანანიძე და ეხლა ამის ამბავი,ხოდა ბოდიში სიმართლისთვის.
me
ისე ნაკრებში თუ ეძლევა სათამაშო დრო,ხომ გააქვს გოლი გოლზე,არ არის ეს კაცი იმ დონის ფორვარდი რომ ევროპის ნორმანულ ჩემპიონატებში ივარგოს,სადაც არ უნდა წავიდეს მაინც სკამი გარანტირებული აქვს საქართველოს ჩემპიონატის დონეა რა, ისც უკვეთეს შემთხვევაში.
ირაკლი ქუთაისელი
მოლაპარაკებების წარმოება წინადადებების გარეშე? აბა რაზე ლაპარაკობენ? ისე ჯრ თამმში ეცადათ
გიორგი
ვიტესი არაა ცუდი ვარიანტი ახალგაზრდა ფორვარდისთვის ჰოლანდის ჩემპიონატი ძალიან კარგია არი რამდენიმე მაღალი დონის გუნდი და ბევრი გოლები გადის იგივე ვიტესიც ბევრს იტანს და ბევრს უშვებს ქვილითას ექნება შანსი რომ გოლები გაიტანოს და თავი გამოიჩინოს და ვიტესში ნამდვილად ექნება სათამაშო პრაქტიკა გენტში ძაან იჩაგრება 10-15 წუთში ბოლოს შემოსვლით რა უნდა მოასწრო შეიძლება მაგ დროს უბრალოდ გაგიმართლოს ან თავზე დაგეცეს ბურთი და მასე გაიტანო ბოლო 5-10 წუთი რო გიშვებენ და მეტი ნდობა არ გაქვს ფეხბურთელს ძალიან რთულია ფსიქოლოგიურადაც და უთამაშებლობა ფორმაზეც ცუდად მოქმედებს.
simartle
შენ ისე ხარ ნამდვილი აგენტი, როგორც მე ჩინურის მასწავლებელი! ტიპი ისე ლაპარაკობს, რომ ძალაუნებურად გაიფიქრებ “ვიტესი”-სთვის ქვილითაიას “შეჩეჩება”-ს ლამობსო. არადა, მანდვე ბელგიის უფრო სუსტ გუნდში რომ მოუგვაროს იჯარა, სადაც მუდმივი პრაქტიკა ექნება, გაცილებით უკეთესი იქნება
sdfffff
რა გინდა ბანძი ლიგაა და მეტი რატომ უნდა შეიწუხოს თავი 6-10-15 წუთს თამაშობს და გუნდს როცა გაუჭირდება ჩაერთვება და თამაშის ბედს შემოაბრუნებს.
tevzedze
რომა ან ლივერპული, მაინც რიგი უდგას
Tbiliseli
ქვილითაია ვიტესში დაგლიჯავს))) ყველაზე კაი ვარიანტია ამ ეტაპზე
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა