ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ჭანტურია "საბურთალოში"? - გია ცეცაძის პრესკონფერენცია

გიორგი ჭანტურია "საბურთალოში"?  - გია ცეცაძის პრესკონფერენცია

8 იანვარს თბილისის "საბურთალოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან საკლუბო ფეხბურთში მუშაობის პერიოდში პირველად ვარ სახლში. ეს უდიდესი კომფორტია და კომფორტზე მეტიც კი. ვეცდებით, რომ ერთობლივი მუშაობით გამორჩეული ქართული კლუბი "საბურთალო" უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტის დატოვებას, რამდენიმე მიზეზი გახლდათ. თუმცა, თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთის ფედერაციაში არავის უთქვამს ან მიუნიშნებია წასვლაზე, პირიქით, ცხოვრებაში, როგორც მწვრთნელმა, პირველად ვიგრძენი ისეთი დაფასება, როგორც ფეხბურთის ფედერაციაში მექცეოდნენ.

წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი დისკვალიფიკაცია გახდა. დარჩენილ 5 მატჩში მე სათადარიგოთა სკამზე ვერ ვიქნებოდი. ამიტომ, ალბათ, აჯობებს, თუ მწვრთნელი სხვა იქნება. ჩვენი მუშაობით ნაკრები კარგ გუნდად ჩამოყალიბდა და დარწმუნებული ვარ, სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ უფრო შეკრულები იქნებიან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახალ მწვრთნელს ჩემ გარეშე უკეთესი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა ექნება.

მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ ბოლო 3 შეხვედრა წავაგეთ. ამპარტავნებაში არ ჩამომართვათ, თუმცა წაგება წაგებაა, თუნდაც საფრანგეთთან და შვეიცარიასთან იყოს და მიმაჩნია, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელს ეროვნული ნაკრების დამრიგებელზე ნაკლები პასუხისმგებლობა არ აქვს. აზერბაიჯანთან და ლიხტენშტაინთან რომ წაგვეგო, მაშინ გასაგდები ვიქნებოდი.

"საბურთალოს" შემადგენლობას რაც შეეხება, ზოგმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არ გამოვყოფთ ჩვენ, ლეგიონერი იქნება თუ ქართველი; მთავარია, გუნდი გააძლიეროს, მაგრამ ლეგიონერების მიმართ კიდევ გვაქვს მოთხოვნა, აქ თავის დაფასებით არავინ უნდა მოვიდეს. ყველა ფეხბურთელმა უნდა სცეს პატივი "საბურთალოს" და ამ დიდ საფეხბურთო ოჯახს.

მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან: თემურ ლორქიფანიძე, ლაშა ნოზაძე, ლევან ჯულუხაძე და ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებთანაც, ბუნებრივია, მუდმივად ვითანამშრომლებთ. ყველა გუნდში ერთი სტრატეგია იქნება, ახალგაზრდული გუნდებით დაწყებული, მთავარი გუნდით დასრულებული.

მნიშვნელოვან პრობლემას მინდა შევეხო, ეს არის გულშემატკივარი. სამწუხაროდ, თბილისში თამაშებზე მაყურებელი არ დადის. სამწუხაროდ, მესისა და რონალდოს ჩამოყვანა არ შეგვიძლია, მათ სანახავად რომ მოვიდეს ხალხი. თუმცა, მინდა მოვუწოდო საბურთალოელებს, რომ მოახერხონ სტადიონზე მოსვლა და მინდა დავპირდე მათ, რომ რაც უფრო მეტი იქნება დასწრება, მით უფრო მეტი იქნება თამაშის ხარისხიც.

ჩვენი მუშაობის მიზანი იქნება, რომ ავიდეთ ევროპულ დონეზე და ქართული ფეხბურთის სახელი დავაბრუნოთ ევროპაში. ევროტურნირები საკმაოდ მალე მოვა, თუმცა მე ძალიან დიდი ამბიცია და ნდობა მაქვს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იმ საფეხბურთო გასაღებსა და სქემას, რაც წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა, "საბურთალოს" მალე მოვარგებ და ეს მე არ გამიჭირდება. ამისი უდიდესი მოტივაცია მაქვს, რადგან ამას საქართველოში ვაკეთებ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები რითი ჩამორჩებიან წამყვანი ხუთეულის ქვეყნების ფეხბურთელებს? პირველ რიგში, პრობლემა მენტალობაშია. არიან იმ კატეგორიის ფეხბურთელები, რომლებიც თვლიან, რომ ძალიან მაგრები არიან და ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, მაგალითად, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მას უნდა აჯობოს. ეს სამუშაო პროცესის ნაწილია და მინდა ვთქვა, რომ ეს შეფასება ფეხბურთელის ბრალი არ არის. მწვრთნელის ფუნქციაა, დაეხმაროს ფეხბურთელს სწორ განვითარებაში.

თუმცა, აი, დავინახეთ, საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშებში საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ფეხბურთელი ბუნდესლიგის ფეხბურთელს ეთამაშებოდა და ერთი-ერთზე თამაშისას შეცდომა არ დაუშვია. ეს ლოგიკას მოკლებულია, თუმცა ასე მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენში პოტენციალი დიდია.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელები იმ გარემოში რომ იზრდებოდნენ, როგორშიც გერმანიასა და სხვა წამყვან ქვეყნებში ვითარდებიან, ჩვენი ნიჭით, მინიმუმ 10-ეულში ვიქნებოდით.

თუმცა, ზოგჯერ ხდება ისე, რომ პრობლემებს სხვაგან ვეძებთ. არა და, პრობლემები ჩვენშია. იგივე, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე საფრანგეთთან, მსაჯის გადაწყვეტილებაზე დავა არაფერს მოგვცემს. ან თუნდაც მე, სლოვაკეთთან შეხვედრისას თავი ხელში უნდა ამეყვანა, თუ პრეტენზია მაქვს, რომ მაღალი დონის მწვრთნელი ვარ. ჩემი ბრალი იყო, უნდა მომეთმინა. შეიძლება იგივე რომ განმეორდეს, არ მოვითმინო, თუმცა ისეთს არაფერს ვიზამ, რომ ასე დაგვაზარალოს.

გიორგი ჭანტურიას რაც შეეხება, მე მგონია, რომ მას ყველა თვისება აქვს ვარსკვლავის დონის ფეხბურთელობისა. ვთვლი, რომ ჯერ ძალიან ადრეა მისი კარიერის დასრულება და თუ თავად ექნება სურვილი, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას "საბურთალოში".

• Superman

ჭანტურიაზე უარყოფით კომენტარს თუ წერ ეგრევე გიბლოკავენ :))) ვინ ყავს ასეთი თქვენ რედაქციაში? :)) ფეხბურთელი ეგ არ არი და გუნდურ სუფრებზე სათამადოდ მოგყავთ?

• იკა

ჭანტურია თუ დაუბრუნდება ფეხბურთს და ათამაშდება კარგი იქნება, იქნება ჟურნალისტებმა გაგვაგებინონ რას აპირებს ჭანტურია

• გია

თელავიდან ბერიაშვილი წაიყვანეთ, დიდი პოტენციალი აქვს, თან მცველი გჭირდებათ სანდოხაძის წასვლის შემდეგ. თავხედ ლეგიონერში ვინ იგულისხმა საინტერესოა, გი თუ როლოვიჩი? ძალიან ბევრი ქართველი საზღვარგარეთ სკამს ხეხავს და იქნებ მათ დაბრუნებაზე გვეფიქრა, ევროპა ლიგის ჯგუფში გასვლის პერსპექტივით

ბატონო გია რეალობას ხომ არ ხართ მოწყვეტილი, საბურთალოს არარატის თამაშებზე რა ლოგიკით ეპატიჟებით გულშემატკივარს? არარაააააააატ!!!

ეეეჰ გია გია, ქართული ფეხბურთის და მისი გულშემატკივარის შეურაცხმყოფელ გუნდში რამ გადაგიყვანა? არარაააააააატ!!!

• gujakakhadze

წარმატებას ვუსურვებ "საბურთალოს" და ბ-ონ გიორგის! თუ მენტალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს მოაგვარებს გულშემატკივარი სტადიონზე დაბრუნდება.

• ზორბეგი

ჭარტურია? სასაცილო იყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა