დღეს, 28 მაისს ავჭალაში, საღამოს 18:00 სთ-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე ტურის მატჩს ზიმბაბვესთან გამართავს

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში, რომელიც იმავდროულად 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა, მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ზიმბაბველ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტურში კანადის ნაკრები დაამარცხეს დიდი ანგარიშით - 38:9 და დაამტკიცეს, რომ B ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება რეალურად შეუძლიათ.

კანადელებთან მატჩისგან განსხვავებით ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. პირველ ხაზში, შერკინების კვაჭ მერაბ მატკავას ნაცვლად ირაკლი ჩომახაშვილი ითამაშებს. ტრავმირებულ მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს კი ლუკა კვარაცხელია შეცვლის. გუნდის განაცხადში არ არის გარემარბი გიორგი აბრამიძეც, რომლის ადგილიც ძირითად შემადგენლობაში ლევან გოგოლაშვილმა დაიკავა.

ამავე ჯგუფში საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი კანადისა და იაპონიის ნაკრებებს შორის. "ნეკერჩხლის ფოთლები" საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ, ყველა ღონეს იხმარენ, რომ მათთვის შექმნილი რთული მდგომარეობა გამოასწორონ. იაპონელები კი, ჯგუფში პირველობაზე ოცნებობენ და, ცხადია, საამისოდ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

A ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები სამოასა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. კუნძულელებმა პირველ ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა სამხრეთამერიკელებიც საკმაოდ მებრძოლი, ტექნიკური მორაგბეები არიან და, თუ ჯგუფში პირველობა უნდათ, სამოას აუცილებლად უნდა მოუგონ.

საქართველო-ზიმბაბვე

საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე, 12. გიორგი მარგიანი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. ლუკა კვარაცხელია, 9. რამაზ ჯინაშვილი. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ლევან თხელიძე.

16. მერაბ მატკავა, 17. ზურაბ ნავროზაშვილი, 18. გიორგი ჟღენტი, 19. ნიკოლოზ ჩხიკვაძე, 20. ჯიმი ღამბაშიძე, 21. უჩა მჭედლიშვილი, 22. ვანო გაბროშვილი.

ზიმბაბვე: 15. ლუნგი ცუმა, 14. ჯასტინ კოლისი, 13. დილან კუცია, 12. კორი ფან რინსბურგი, 11. კუდა ჩივანზა, 10. ტომი ნელსონი, 9. ჩარლზ ჯიჯი. 1. მურეი ბრის როჯერსი, 2. ტატენდა კარურუ, 3. იან მუზა, 4. ტაკუ ჯარავაზა, 5. გრემ ლოგანი, 6. ტაკუდზვა მანდივაზა, 7. ტატენდა ჩიკაკა, 8. მარკო მემა.

16. სიმბა გონიზი, 17. დელროი სიბანდა, 18. ზერუ მაკომვა, 19. რეჯის მატანგადურა, 20. ჰილტონ მუდარიკი, 21. მარკუს ნილი, 22. შონ ლინფილდი.

მსაჯი: ხოაკინ მონტესი (ურუგვაი)

მსოფლიო ალაფი

II ტური

A ჯგუფი

სამოა-ურუგვაი, რუსეთი-აშშ

B ჯგუფი

საქართველო-ზიმბაბვე, იაპონია-კანადა

სატურნირო მდგომარეობა

A ჯუფი: 1. სამოა - 5 ქულა, 2. ურუგვაი - 4, 3. რუსეთი - 0, 4. აშშ - 0

B ჯგუფი: საქართველო - 5 ქულა, 2. იაპონია - 5, 3. ზიმბაბვე - 0, 4. კანადა - 0

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე