ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

დაპირისპირება: ოჰ, ეს სანაკრებო ფეხბურთი...

დაპირისპირება: ოჰ, ეს სანაკრებო ფეხბურთი...

"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს თავს დიდი კრიტიკა დაატეხა...

"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს თავს დიდი კრიტიკა დაატეხა. მიზეზი: "სფურზის" მწვრთნელი ფიქრობს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი (!) დღით ადრე უნგრეთის ნაკრებთან ამხანაგური თამაშის დანიშვნა სრული სისულელე იყო. რედნაპის რწმენით ახლა ეს თამაში არავის არაფერში სჭირდება.

ცნობილი სპეციალისტის მღელვარება გასაგებია. დიდი შანსია მისი გუნდიდან ნაკრებში ხუთი ფეხბურთელი გამოიძახონ და ეს მაშინ, როცა 14 აგვისტოს, არც მეტი, არც ნაკლები, "მანჩესტერ სიტისთან" აქვს ჩემპიონატის პირველი თამაში. ჩამოვთვალოთ ის ტოტენჰემელები, რომლებიც ფაბიო კაპელოს "უემბლიზე" უნგრელების წინააღმდეგ სჭირდება: პიტერ კრაუჩი, ჯერმაინ დეფო, აარონ ლენონი, ტომ ჰადლსტოუნი და მაიკლ დოუსონი.

რედნაპი ასე მძვინვარებდა: "ვინმეს შეუძლია ამიხსნას, სეზონის დაწყების წინ სანაკრებო თამაში რატომ ჩასვეს? ეს სრულიად უაზრო ამხანაგური შეხვედრაა, რომელიც მაინცდამაინც იმ დღეებს დაამთხვიეს, როდესაც ჩვენ, წესით, ძალების სრული მოკრებით უნდა ვვარჯიშობდეთ. ფეხბურთელები რატომღაც სადღაც უნდა წავიდნენ და პარასკევს დილით დაგვიბრუნდნენ.

დახეთ, რა გამოდის? "სიტისთან" თამაშის წინ, მთელი კვირის განმავლობაში მე, საწვრთნელ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ ორ-სამ ფეხბურთელს მიტოვებენ? ამას დაამატეთ, რომ მთელი კვირა გადაჯვარედინებული თითებით უნდა ვიარო, არავინ რომ დამიშავდეს".

ნუ დაგვავიწყდება, რომ ისტლენდერებთან დაპირისპირების შემდეგ, ხელადვე, "ტოტენჰემ ჰოთსპურს" ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის - ლიგაში პლეი ოფის ეტაპია. ჰარი რედნაპი შეწუხებულია იმითაც, რომ მის გუნდს გადატვირთული კალენდრის პრობლემა ზაფხულიდანვე შეეხო:

"არ ვიცი ვისი ბრალია, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი თამაში გვქონდა. აი, ახლაც, სამშაბათს "ბენფიკას" ვხვდებით, შაბათს "ფიორენტინას", შემდეგ, ფეხბურთელებს ნაკრებში არბენინებენ, რასაც "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მოჰყვება. მერე სტიმრად მივდივართ "სტოკთან", ვთამაშობთ ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრას და "უიგანს" ვმასპინძლობთ. საგიჟეთია, არა?"

კაპელოს კი, თითქოს კრიტიკა აკლდაო, კიდევ ერთი რისხვა დაატყდა თავს. იტალიელ მწვრთნელს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის გამო ინგლისური ჯოჯოხეთის გავლა მოუხდა (თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა) ახლა 19 წლამდელთა ნაკრების თამაშებზე არ-დასწრების გამო დააყენეს შავი დღე.

მოგეხსენებათ, ახლახან საფრანგეთში 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ინგლისელი ყმაწვილები ნახევარფინალში გავიდნენ. ფეხბურთის ასოციაცია კაპელოს ჩემპიონატზე ჩასვლისა და მომავალი თაობის ცოცხლად ნახვისკენ მოუწოდებდა, მაგრამ იტალიელმა შორს დაიჭირა - კონტრაქტით ვალდებული არ ვარ საფრანგეთში ჩავიდე, ეს ჩემი მხრიდან საზოგადოებრივი დატვირთვა იქნებაო.

თითქოს, კაპელო მართალია, მაგრამ, მეორე მხრივ ის ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც წელიწადში 6 მილიონ ფუნტს (7,2 მილიონ ევროს) უხდიან და როდესაც ასეთი გასამრჯელო გაქვს, შენი გუნდის ხვალინდელ თუ ზეგინდელ ფეხბურთელებს უშუალოდ კი უნდა გაეცნო - მითუფრო ჩაფლავებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. იტალიელ მწვრთნელთან დაახლოებულმა მავანმა ადამიანმა ინგლისურ მას-მედიას უთხრა:

"ფეხბურთის ასოციაციამ ფაბიოს ჰკითხა, საფრანგეთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩასვლა ხომ არ გინდაო, მან კი უარი შეუთვალა, რადგან არ უნდოდა გაეკეთებინა რამე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფეხბურთის ასოციაციაში ვიღაცას მეოპრიანა. 21 წლამდელთა ნაკრები რომ ყოფილიყო, კაპელოს შესაძლოა თავი ვალდებულად ეგრძნო და შეჯიბრებაზე გამგზავრებულიყო, 19 და 18 წლის ბიჭების ნახვა კი მისი მხრიდან მხოლოდ "პიარი" იქნებოდა და ეს არ ინდომა.

ფაბიომ კარგად იცის, რომ როდესაც კაცი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას იწყებს, მზად უნდა იყოს, რომ ყველა ვარიანტში გააკრიტიკებენ. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ვერასდროს ვერაფერს გააკეთებს ისე, რომ არ გალანძღონ. ეს პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება 19 წელზე უმცროს ფეხბურთელებს თუ ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ უკვე ღირს მათი დიდ ნაკრებში მიწვევა, ესე იგი პრემიერლიგაში, თავიანთი კლუბების შემადგენლობებში გამოჩნდებიან. ასე რომ, მათ სანახავად შვებულების შეწყვეტა და საფრანგეთში გამგზავრება აუცილებელი სულაც არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნაკრების ხელმძღვანელებს მათი გვარების მხოლოდ და მხოლოდ ჩანიშვნა და შემდგომი ორი წლის განმავლობაში მათზე დაკვირვება მართებს - საჩქარო არაფერია".

ინგლისური პრესა წერს, რომ ფაბიო კაპელო ფეხბურთის ასოციაციის განვითარების განყოფილების შეფთან სერ ტრევორ ბრუკინგთან ერთად სამომავლო გეგმებს დეტალურად დასახავს. რასაკვირველია, კრიტიკოსები წერენ, რომ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გაცდენის გამო მას ამის გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ იტალიელი თავკაცი ამბობს, რომ 19 წლის ბავშვები ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და მხოლოდ ზოგმა მათგანმა შეიძლება გაარღვიოს ჯებირი - საკლუბო დონეზე გამოჩნდეს.

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა

ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება