ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ბოლო მატჩი 21:30 წააგო კოსოვოსთან და ახლა 16 და 19 იანვარს უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები აქვს ფინეთთან.

მესამე მატჩი გუნდმა განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო: ცინცაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი. მწვრთნელები ასვენებდნენ ვეტერანებს, თევზაძესა და ჩიქოვანს, ორივე გუნდის მოტივაცია კი ერთნაირი იყო - დაეკავებინათ მეორე ადგილი, რომელიც არაფერს იძლევა - რუმინეთის ნაკრებმა ვადამდე გაინაღდა პლეი-ოფში გასვლა.

თამაში საქართველოს ნაკრების აშკარა უპირატესობით დაიწყო. დაცვის ცენტრში მშვენივრად იდგნენ ორჯონიკიძე და წითელიშვილი და შეტევაშიც აწყობილი გვქონდა საქმე. მალევე დავწინაურდით - 7:2, 11:7. აშკარად ჩანდა, რომ საქართველო კოსოვოზე ძლიერი გუნდია. მე-19 წუთზე მეტოქემ ტაიმაუტი აიღო.

ამის შემდეგ მოხდა აუხსნელი რამ. ჩვენი შემადგენლობა ნელ-ნელა შეიცვალა. თამაშის საშუალება მიეცა ყველას, ვისაც აქამდე ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა. გუნდმა უმატა შეცდომებს და 12-წუთიანი მონაკვეთი 0:9 წააგო - 11:7-დან 11:16-მდე! ტაიმი 13:18 დასრულდა და მეორე ტაიმში ვერც ჩიქოვანმა გვიშველა, ვერც თევზაძემ და ვერც ვერაფერმა: 21:30. ეს თამაში დასავიწყებელია და შეიძლება ბენევენტოს ტურნირის მოკლე შეჯამებაც.

ფორმალურად სამივე მეტოქე ჩვენზე მაღლა დგას: რუმინეთს, იტალიასაც და კოსოვოსაც უკვე განაღდებული აქვთ ადგილი ევრო-2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, ჩვენ კი იქ გასაღწევად ფინეთი გვყავს დასამარცხებელი. რეალურად კი, ჩვენ თანაბრად ვებრძოლეთ რუმინეთს, აშკარად ვაჯობეთ იტალიას და შეგვიძლია ფინეთის ძლევაც.

ნაკრები თბილისში 14 იანვარს ბრუნდება, 16 და 19 იანვარს კი ფინეთთან მატჩებია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო დაპირისპირება ბოლო 20 წელიწადში არ გვქონია - მას შემდეგ, რაც 1999 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში დანიას ვეთამაშეთ.

ფინეთთან ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად, ანუ თვისობრივად ახალ დონეზე გადავა. ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, რადგანაც 32 გუნდი ფინალური ეტაპის 20 საგზურს გაათამაშებს.

საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს, 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

მე-3 ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გადის პლეი-ოფში)

12 იანვარი. კოსოვო - საქართველო 21:30

კოს: გერბესკი, ზენა - იუპა 8, ტერზიჩი 6, ჩუკა 5, აბდულაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, ბეშირი 1, გეგაი 1, ჯაფოლი 1, აჰმეტი, ფეტაჰუ, ჩუნი, რამოსაი, პრეკაზი

საქ: ცინცაძე 1, თევზაძე - ცხოვრებაძე 5, არსენაშვილი 4, ჭანტურია 4, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 1, კალანდაძე 1, მაისურაძე 1, კბილაშვილი, წითელიშვილი, რუსტამოვი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მიქავა, ჩიქოვანი

მსაჯები: რ. გერეტსი, პ. გერეტსი (ჰოლ), დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

იტალია - რუმინეთი 24:29

1-ლი ჯგუფი. ლიეტუვა 6, სლოვაკეთი 4, ფარერის კუნძულები 2, ლუქსემბურგი 0

11 იან. ლიეტუვა - სლოვაკეთი 25:24, ლუქსემბურგი-ფარერები 22:24

მე-2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 7, კვიპროსი 0

12 იან. კვიპროსი - ფინეთი 14:23

მე-4 ჯგუფი. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. 19:00 საქართველო-ფინეთი

მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. 18:00. ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

12 იანვარი. კოსოვო - საქართველო 30:21

კოს: გერბესკი - იუპა 8, ტერზიჩი 6, ჩუკა 5, აბდულაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, ბეშირი 1, გეგაი 1, ჯაფოლი 1, აჰმეტი, ფეტაჰუ, ჩუნი, რამოსაი, ზენა, პრეკაზი

საქ: ცინცაძე 1, თევზაძე - ცხოვრებაძე 5, არსენაშვილი 4, ჭანტურია 4, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 1, კალანდაძე 1, მაისურაძე 1, კბილაშვილი, წითელიშვილი, რუსტამოვი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მიქავა, ჩიქოვანი

მსაჯები: რ. გერეტსი, პ. გერეტსი (ჰოლ), დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

21:00. იტალია - რუმინეთი

1-ლი ჯგუფი. ლიეტუვა 6, სლოვაკეთი 4, ლუქსემბურგი 0, ფარერის კუნძულები 0

11 იან. ლიეტუვა - სლოვაკეთი 25-24, ლუქსემბურგი-ფარერები

მე-2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 7, კვიპროსი 0

12 იან. კვიპროსი - ფინეთი 14:23

მე-4 ჯგუფი. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე

19:00. საქართველო - ფინეთი

მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, "კოქს არენა"

18:00. ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიეტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში.

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა