ზე რაგბის გათამაშების მე-15 ტური A და B ჯგუფის მესამეადგილოსნების, "ჰარიკენზისა" და "ფორსის" დაპირისპირებით დაიწყო
ზე რაგბის გათამაშების მე-15 ტური A და B ჯგუფის მესამეადგილოსნების, ველინგთონის "ჰარიკენზისა" და პერთის "ფორსის" დაპირისპირებით დაიწყო. თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მაყურებელმა ჯამში შვიდი ლელო იხილა.

ველინგთონელებმა პირველი ტაიმი 10:18 წააგეს, თუმცა შესვენების შემდეგ უკეთ ათამაშდნენ და 34:28 მოიგეს. მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი შუამარბ მაა ნონუს ანგარიშზეა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება ბრისბენში, სადაც A ჯგუფის ლიდერი "რედსი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" დაუპირისპირდება. ქრიასთჩერჩელებს, რომლებსაც 48 ქულა დაუგროვათ და B ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, შესანიშნავი შანსი აქვთ ლიდერ ოქლენდის "ბლუზს" გაუსწრონ.

"კრუსეიდერზი" ამ მატჩის წინ კარგ ხასიათზეა, რადგან ახლახან გუნდთან ოთხი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტი წამყვანმა მოთამაშეებმა, რიჩი მაქკოუმ და დენ კარტერმა.

C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი," სტუმრად A ჯგუფის მეოთხეადგილოსან კანბერის ბრამბიზს" დაუპირისპირდება, რომელიც აბსოლუტურად უმოტივაციოდაა. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, სტორმერზელებმა მეტოქე უპრობლემოდ სძლიოს.

შარშანდელი ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" შინ მიიღებს ბლუმფონტეინის "ჩიტაზს". "ლურჯი ხარები" C ჯგუფში 40 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს" სამი ქულით ჩამორჩება. "ზვიგენები" თავის მხრივ, შინ დაუპირისპირდება B ჯგუფის მეორეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს".

XV ტური

A ჯგუფი

ბრამბიზი-სტორმერზი, რედსი კრუსეიდერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 54, 2. ვორათაზი - 45, 3. ფორსი - 28, 4. ბრამბიზი - 24, 5. მელბურნ რებლზი - 19

B ჯგუფი

ჰარიკენზი-ფორსი 34:28, ჰაილენდერზი-ლაიონზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუზი - 50 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 48, 3. ჰაილენდერზი - 43, 4. ჰარიკენზი - 34, 5. ჩიფსი - 30

C ჯგუფი

ნატალ შარქსი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჩიტაზი

სატურნირო მდგოამრეობა

1. სტორმერზი - 48 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 40, 4. ჩიტაზი - 34, 5. ლაიონზი - 19.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა