მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფი. მეორე ტური. ავჭალა. ტექსტური ტრანსლიაცია
მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფი. მეორე ტური.

28 მაისი. თბილისი. ავჭალის სტადიონი.

საქართველო-ზიმბაბვე 50:19

შეხვედრა დაიწყო:

2 წუთი: საქართველოს ნაკრების ლელო. ლელოს ავტორი დავით ლოსაბერიძე. 5:0!

3 წუთი: ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეარულა, 7:0!

7 წუთი: ტომი ნელსონმა არეკნი გაიტანა, 7:3.

8 წუთი: ზიმბაბველებს ჩვენს ლელოს ხაზთან ბურთი წინ გადაუვარდათ. საქართველოს ნაკრების შერკინება დაინიშნა, რასაც ჯარიმა მოჰყვა, რომელიც ტომი ნელსონმა ზუსტად შეასრულა. 7:6.

15 წუთი: ზიმბაბველების შეტევას ცდილობდნენ, საქართველოს ნაკრებმა ბურთი მეტოქის დერეფანში გადააგდო. უტევს საქართველოს ნაკრები.

16 წუთი: რაგში გვერდიდან შესვლისთვის საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა. ჩვენს 22-ში შერკინება დაინიშნა.

17 წუთი: კვარაცხელიას კარგი გარღვევა, ბურთი ძნელაძეს გადააწოდა, რომელიც სამწუხაროდ, ზიმბაბველებმა საკუთარ ლელოს ხაზთან შებოჭეს.

21 წუთი: ლელო! საფრანგეთის "ტულონის" და საქართველოს ნაკრების მორაგბემ ლევან ჩილაჩავამ მეორე ლელო გაიტანა. 12:6. გარდასახვა კობახიძემ კვლავ ზუსტად შეასრულა. 14:6.

25 წუთი: საქართველოს ნაკრებმა ბურთი მეტოქის 22-ში გადააგდო და აუტი მოაწოდა.

26 წუთი: სქართველოს ნაკრების წინ თამაში და ბურთს თამაშში ზიმბაბვე შეიტანს.

28 წუთი: საქართველოს ნაკრები აუტი მოაწოდა და შეტევა წამოიწყო, თუმცა არბიტრმა ჩვენი მორაგბეები დააჯარიმა.

31 წუთი: დაცვაში საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და კოლინსმა ლელო დადო. 14:11. გარდასახვა ზიმბაბვემ არაზუსტად შეასრულა.

39 წუთი: ზიმბაბვეს ნაკრებმა ჯარიმა გაიტანა. დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა. 14:14.

43 წუთი: საქართველოს ნაკრების შერკინება.

44 წუთი: ლელო! ბექა ბიწაძემ ბურთი ზიმბაბვეს ლელოში დაამიწა! 19:14.

45: ბახვა კობახიძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და გავიდა. 21:14.

მას შემდეგ რაც 14:6 დავწინაურდით ზიმბაბვემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის ბოლოს შვიდქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო.

პირველი ტაიმი დასრულდა.

მეორე ტაიმი დაიწყო:

40 წუთი: მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ზიმბაბვეს ნაკრებმა ლელო დადო. 21:19. გარდასახვა ნელსონმა ვერ გამოიყენა.

44 წუთი: საქართველოს ნაკრების კარგი შეტევა ჩომახაშვილის და ჟვანიას შესრულებით, სამწუხაროდ ბურთი წინ დაგვივარდა.

46 წუთი: ზურაბ ძნელაძემ ლელო დადო! ბახვა კობახიძემ გარდასახვა გაიტანა 28:19!

53 წუთი: სტუმართა 22 მეტრის ხაზე საქართველოს ნაკრების შერკინება.

54 წუთი: ჩომახაშვილი ზეიმბაბვეს ლელოსკენ მიიწევდა და ბურთი წინ გადაუვარდა.

56 წუთი: ბახვა კობახიძემ ჯარიმა გაიტანა. 31:19.

58 წუთი: ტყეშელიაძის ლელო! ბახვა კობახიძემ რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. 38:19.

65 წუთი: ორი ცვლილება საქართველოს ნაკრებში: მოედანზე მიქაუტაძის ნაცვლად ჟღენტი, მჭედლიშვილის ნაცვლად კი მარგიანი შემოვიდა.

72 წუთი: ლელო! ლელოს ავტორი ლევან ჩილაჩავა. კობახიძე კვლავ ზუსტია. 45:19.

80 წუთი: საქართველოს ნაკრები ლელოსთან ახლოს იყო, მაგრამ ბექა ბიწაძე ზიმბაბველთა ლელოს ხაზთან დაეცა.

81 წუთი: სქართველოს ნაკრების შერკინება გიორგი ტყეშელიაძის ლელოთი დასრულდა. 50:19. კობახიძის დარტყმა აცდა.

შეხვედრა დასრულდა.

ჯიმი
არასწორია - რაგბისტი სწორია - მორაგბე
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე