ქართველმა ჰავბეკმა "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში "ზენიტის" წინააღმდეგ ორი ტაიმი ჩაატარა
მოსკოვის "სპარტაკისა" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობების მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ითამაშა. მატჩი მოსკოველებმა 0:2 წააგეს, ქართველმა ჰავბეკმა კი შეხვედრა სრულად ჩაატარა.

"სპარტაკის" ოფიციალური საიტის ცნობით, ჯანოს ერთ ეპიზოდში, მახვილი კუთხიდან შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი მეკარეს ვერ ააცილა, მეორე ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა საჯარიმოში წაქცეული პენალტს ითხოვდა, თუმცა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს, რომელიც თემურ ქეცბაიამ ხორვატიასთან 3 ივნისს გასამართი მატჩისთვის შეკრებაზე გამოიძახა, მარტიდან მოყოლებული, არ უთამაშია. ამის მიზეზი კოჭის ტრავმა იყო, რომელიც ჩვენებურს გაუმიზეზდა და არათუ თამაშის, სრულფასოვნად ვარჯიშის საშუალებასაც არ აძლევდა. სწორედ ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ჯანო ეროვნულ გუნდს ხორვატიასთან და ისრაელთან ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩებში.

ჯანომ ტრავმა საბოლოოდ, კვირაზე მეტია, მოიშუშა და "სპარტაკთან" ერთად წვრთნაც განაახლა. პრემიერლიგის წინა ტურში 18 წლის ქართველი "სპარტაკი"-"კრასნოდარის" მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს.

მომზადებულია spartak.com-ის მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა