ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა.

61 წლის სპეციალისტი ექსეთერში დაიბადა და რაგბის ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაუთმო. ის 9 ნომრის პოზიციაზე "ექსეთერსა" და "ლონდონ უელსში" თამაშობდა, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი და სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა.

1978-82 და 1988-96 წლებში ის ექსეთერის უნივერსიტეტსა და სარაგბო აკადემიაში ფიზმომზადების ედუკატორად მუშაობდა, ლექციებს კითხულობდა და ახალგაზრდებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება შეიძინა.

პარალელურად, 1992-2006 წლებში პიტერი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და პრაქტიკულად, მის ხელში გაიარა ყველა იმ მორაგბემ, რომლებიც 2003 წელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასის მოპოვებაში დაეხმარნენ. ამ პერიოდში ის იყო ინგლისის რაგბის კავშირის განვითარებადი მორაგბეების მენეჯერი და კლაივ ვუდვორდთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა ავსტრალიაში წამსვლელი მორაგბეების შერჩევაში.

2006-09 წლებში დრუიტი იყო "ექსეთერ ჩიფსის" მთავარი მწვრთნელი და გუნდი მთელი ევროპის მასშტაბით ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 2009 წლიდან მან მოიპოვა უმაღლესი დონის მწვრთნელთა ედუკატორის ლიცენზია და დღემდე მუშაობს მწვრთნელთა გადამზადების ყველა დონეზე. პიტერის საქართველოში დასაქმებით, ქართველ მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველი და მეორე დონის გარდა, ქვეყნიდან გაუსვლელად გაიარონ და მიიღონ საერთაშორისო მესამე დონის ლიცენზიები.

2014 წლიდან დღემდე, პიტერი ჰონგკონგის რაგბის კავშირის კონსულტანტია. ამავდროულად, მან სამუშაოდ გადაინაცვლა უელსის რაგბის კავშირში და 2017 წელს, უელსის 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერის რანგში, ამავე წლის ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე საქართველოში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გაიცნო და მოიხიბლა საქართველოთი, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მუშაობაზე დათანხმდა.

პიტერ დრუიტი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა, მოივლის ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს, ადგილზე გაეცნობა ყველა კლუბში, მათ შორის ბავშვთა რაგბიში არსებულ სიტუაციას, რისიც დიდი გამოცდილება აქვს და ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს გრძელვადიან პროგრამას ქართული რაგბის მომავალი განვითარებისთვის.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gujakakhadze
წარმატებას ვუსურვებ!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
პიტერ დრუიტი: ქართველებს რაგბი სისხლში აქვთ - საქართველო ფრთების გასაშლელად მზადაა
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების ინგლისელი დირექტორი ეყოლება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება