"მინესოტა ტიმბერვულვზის" ყოფილი გენერალური მენეჯერი და ამჟამად ტელეკომენტატორი კევინ მაკჰეილი "ჰიუსტონ როკეტსის" მთავარი მწვრთნელი გახდა
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ყოფილი გენერალური მენეჯერი და ამჟამად ტელეკომენტატორი კევინ მაკჰეილი "ჰიუსტონ როკეტსის" მთავარი მწვრთნელი გახდა. კლუბმა და სპეციალისტმა სამწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. მაკჰეილი სამწვრთნელო შტაბს უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ "როკეტსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრეტენზიას აცხადებდნენ "ბოსტონში" დოკ რივერსის თანაშემწე ლოურენს ფრენკი და "დალასში" რიკ კარლაილის ასისტენტი დუეინ კეისი. გასულ სეზონში "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელი იყო რიკ ადელმანი.

53 წლის მაკჰეილი 1980 წელს "ბოსტონმა" აირჩია დრაფტის მესამე ნომრად. კევინმა ამ გუნდში სამჯერ მოიგო ჩემპიონატის ტიტული.

"ვალენსიამ" არ მოისურვა სერბ სპეციალისტთან სვეტისლავ პეშიჩთან კონტრაქტის გაგრძელება და მომავალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელს იპოვნის. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ვალენსიამ" ახალი ხელშეკრულება შესთავაზა 61 წლის სპეციალისტს, მაგრამ ახლა უარი თქვა მის გაფორმებაზე.

"ვალენსია" ახალი სპეციალისტის ძებნას იწყებს", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

სვეტისლავ პეშიჩმა ლევანტიური კლუბი ამ სეზონში საშინელი სტარტის შემდეგ ჩაიბარა, გუნდი ევროლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა და მესამე ადგილი მოაპოვებინა ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში. თუმცა პლეი ოფში "ვალენსიამ" ფავორიტის რანგში საკმაოდ იოლად დათმო სერია "ბილბაოსთან" - 0:2.

სხვათა შორის, პეშიჩს ერთი პირობა მადრიდის "რეალის"მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ სერბი ახალ სეზონში "კახა ლაბორალს" გაწვრთნის.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე