50 წლის წინ რევოლუციის ბელადმა ფიდელ კასტრომ გოლფს "ბურჟუაზიული გასართობი" უწოდა და კუბაზე ეს თამაში ყველა დონეზე აკრძალა
50 წლის წინ რევოლუციის ბელადმა ფიდელ კასტრომ გოლფს "ბურჟუაზიული გასართობი" უწოდა და კუბაზე ეს თამაში ყველა დონეზე აკრძალა. ახლა კი უცხოელმა ინვესტორებმა კუნძულზე გოლფის განვითარების უფლება მიიღეს.

როგორც გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ქვეყნის მთავრობამ თანხმობა განაცხადა გოლფისტებისთვის ოთხი ფეშენებელური კომპლექსის მშენებლობაზე, რომელთა მთავარი ღირსება იქნება სტანდარტული მოედნები უნიკალური ლანდშაფტითა და დიზაინით. ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ მოედნების მშენებლობის გარდა რაულ კასტრო უცხოელებს სტადიონების გარშემო რეზიდენციების შეძენის უფლებას მისცემს. ამით ის გადააბიჯებს სახელმწიფო კანონს, რომელიც კრძალავს უძრავი ქონების შეძენას, რადგან ეს პროცესი "არღვევს სოციალისტური საზოგადოების პრინციპებს".

"ეს ნამდვილი გარღვევაა უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა გრემ კუკმა, რომელიც კომპანია Standing Feather International-ის დიზაინერი და არქიტექტორი გახლავთ. სწორედ ამ კომპანიამ გააფორმა კუნძულის მთავრობასთან თანამშრომლობაზე მემორანდუმი. მისი სიტყვებით, მსოფლიო მილიარდერებისთვის გოლფ-კურორტების მშენებლობა სექტემბერში დაიწყება.

"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ პირველ ეტაპზე საინვესტიციო პროექტი 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმ მეწარმეთა აზრით, რომლებმაც კომპლექსების აშენების უფლება მიიღეს, თავისუფლების კუნძულის ხელისუფლებამ ლოიალური გახადა თავისი შეხედულება ბიზნესზე, რაც კუბის სავალალო ეკონომიკური მდგომარებით არის გამოწვეული. ქვეყანა მხოლოდ ტურიზმისგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს. როგორც კუბის ტურიზმის მინისტრი მანუელ მარერო ამბობს, უახლოეს წლებში ქვეყანაში 16 გოლფ-კურორტი გაჩნდება. დღეს ამ თამაშის მოყვარულებს ერთადერთ ადგილზე შეუძლიათ გართობა - სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მოედანზე, რომელიც ვარადეროში მდებარეობს და სტანდარტური 18 ორმო გააჩნია.

მიაჩნიათ, რომ პროექტი ძირითადად მიმართული იქნება კანადელი, ევროპელი და აზიელი ტურისტებისთვის. ამერიკელები, რომლებსაც სამთავრობო ემბარგოს გამო 49 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ კუნძულზე გადასვლის უფლება, უახლოეს ხანში შეავსებენ ტურისტთა რიგებს. ცოტა ხნის წინ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გააუქმა ამერიკის მოქალაქეთა კუბაზე ჩასვლის აკრძალვა.

"კუბა ტურისტებს ტრადიციულად ზღვის პირას დასვენებას სთავაზობს, თუმცა მთავრობას ესმის, რომ ეს უკვე არ არის საკმარისი, - ამბობს Standing Feather-ის დირექტორი კრის ნიკოლასი. - ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი საზღვრები იყო დასაპყრობი და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გოლფი იქნებოდა შექმნილი სიტუაციიდან იდეალური გამოსავალი".

ოფიციალური მონაცემებით, შარშან კუნძული 2.4 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, რაც 12 პროცენტით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა