„მანჩესტერ იუნაიტედის“ 22 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი ამბობს, რომ ორი წლის წინ კინაღამ ფეხბურთს დაანება თავი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 22 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო ამბობს, რომ ორი წლის წინ კინაღამ ფეხბურთს დაანება თავი. მისი ოჯახი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგება რომ არა, შესაძლოა მისი ბედი სულ სხვანაირად წარმარტულიყო.

ჩიჩარიტო გასულ სეზონში „იუნაიტედის“ ვარსკვლავი იყო. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა პრემიერლიგის მე-19 ტიტული მისი დიდი დახმარებით მოიპოვა, არადა მექსიკაში ორი სეზონის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი. „ჩივასის“ მწვრთნელმა ეფრაინ ფლორესმა მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებასაც კი დაანება თავი.

„ძალიან ცოტას მათამაშებდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მწვრთნელს ამოჩემებული ვყავდი, რის გამოც გუნება მქონდა გაფუჭებული. ამან საკუთარი თავის რწმენა შემირყია. საბოლოოდ ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ ფეხბურთის თამაში აღარც კი მსიამოვნებდა. გამოსავლის ძიებაში ოჯახს მივმართე. ჩემებს ვკითხე ღირდა თუ არა კარიერის გაგრძელება.

ჩემებმა შემახსენეს, რომ ჩემი ოცნება ყოველთვის ფეხბურთელობა იყო, მის ასახდენად დიდძალი დრო და ენერგია დავხარჯე და ამიტომ თავის დანებება არ ივარგებდა. მათ ბრძოლა მირჩიეს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მირჩიეს ფეხბურთისთვის გემო ჩამეტანებინა“.

საბედნიეროდ, ერნანდესმა პროფესია არ შეიცვალა და 2010 წლის აპრილს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალის გახსენება შეიძლება: ერნანდესის და „იუნაიტედის“ კონტრაქტის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა.

„მე და მამაჩემი კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ ორი თვის განმავლობაში მანჩესტერის ამბავი არავისთვის გვეთქვა, მეგობრებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც კი. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან მე დიდი ოჯახი მყავს, სადაც ერთმანეთთან ყველა ახლოს არის. ჩვენ ერთმანეთს ჭირსა და ლხინს ვუზიარებთ, თუმცა მე და მამა მოვახერხეთ და საიდუმლო არ გავთქვით“.

ჩიჩარიტო ამბობს, რომ ინგლისური ფეხბურთი ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა: „პირველსავე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ფიზიკურ მომზადებაში სერიოზულად მოვიკოჭლებდი. ჩემი არგუმენტი არც სიმაღლეა და არც აღნაგობა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ფიზიკური მომზადებისთვის უნდა მიმექცია. არ დაგიმალავთ და იმ დღეს, პირველ ვარჯიშზე, ძალიან შევშინდი. მერე კი „ჩელსისთან“ პირველმა თამაშმაც მომიწია და ჯან-ღონის მნიშვნელოვნებას კიდევ უფრო მძაფრად მივხვდი“.

როგორც ხედავთ, ინგლისში ახალგადაბარგებული მექსიკელი ვერც კი ხვდებოდა, რომ სულ მალე გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახდებოდა. მის გამო პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი სათადარიგო ფეხბურთელი გახდა.

„ასეთი დიდი კლუბი მსოფლიოში სხვაგან არსად მეგულება. აქ ყველაფერს აკეთებენ, რომ ფეხბურთელმა თავი ბედნიერად იგრძნოს. პირველივე სეზონში თავი ისე ვიგრძენი თითქოს უკვე სამი წელიწადია აქ ვარ“ — ამბობს ჩიჩარიტო.

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე