ინლერი "იუვეს" უახლოვდება
იტალიური სპორტული პრესა იუწყება, რომ უახლოეს დღეებში "იუვენტუსმა" შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს. საუბარია გეკჰან ინლერზე, რომელიც "უდინეზეს” ღირსებას იცავს და ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ტურინული გრანდის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე და ეს ინფორმაცია გაახმაურეს კიდეც - თუ გარიგება შედგა, ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება, გეკჰანის წლიური ჯამაგირი კი 2.1 მილიონ ევროს შეადგენს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, თუ კლუბებმა სატრანსფერო ფასზე მოილაპარაკეს, გარიგებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. კულუარული ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ შვიდი მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა უდინელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ამასობაში, “იუვენტუსთან” დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა - გამომდინარე იქიდან, რომ უკვე გასრულებულ სეზონში ტურინელებს განსაკუთრებულად შეტევაში უჭირდათ, დღის წესრიგში თავდამსხმელის შეძენის საკითხი დადგა და ამ მიმართულებით უკვე გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა.

“კორიერეს” ცნობით, პიემონტელები საკუთარი ფეხბურთელის, სებასტიან ჯოვინკოს "პარმადან" დაბრუნებას შეეცდებიან. თითქოს რა მცდელობა უნდა, როდესაც მოთამაშის საკონტრაქტო უფლებების მფლობელი ხარ, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. გასულ ზაფხულს, ტურნელებმა ახალგაზრდა თავდამსხმელი დავიდე ლანცაფამე დაიმატეს და ჯოვინკოს განათხოვრების შესახებ მიიღეს გადაყვეტილება - ამით, ძალიან გაანაწყენეს სება, რომელსაც სწორედ "ბიასნკონერიში" სურდა ასპარეზობა. დღეს კი უკვე აღარ სურს და ამის შესახებ ღიად აცხადებს.

"იუვეს" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ჯოვინკოსა და ინლერის შესაძლო ტრანსფერებზე საუბრობს: “ჯოვინკო ძალიან ძლიერი თავდამსხმელია და მისი დაბრუნება ნამდვილად გვსურს. საამისოდ ყველა ღონეს ვიხმართ, მაგრამ გადამწყვეტი მაინც თავად ფეხბურთელის პოზიცია იქნება. ჯოვინკოს სურს, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის გარანტია მივცეთ, მაგრამ არა მგონია, რომ "იუვეს" დარ გრანდში ეს მიღებული ფორმა იყოს. ჩემი აზრით, მხოლოდ მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება სასტარტო თერთმეტეულში და ვინ სათადარიგოთა სკამზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში სებასტიანს აუცილებლად შევხვდები და ყველაფერზე დეტალურად დავილაპარაკებთ. რაც შეეხება ინლერს, მას ძალიან უნდა ჩვენი გუნდის ღირსების დაცვა, თუმცა ჯერ "უდინეზეს" მესვეურთა პოზიცია არ მოგვისმენია. ორ რადიკალურად განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები”.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა