25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:1 სძლია.

მიუხედავად თავდამსხმელ რომან იარემჩუკის ტრავმისა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე ტრავმირებული სვენ კუმსის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა შემტევებს მისცა, პირველად ათამაშა კარიერაში ანდერსონ ნიანგბო და მეორედ სულეიმან მარეჰი - 20 წლის ნიანგბომ გოლიც გაიტანა, ქვილითაის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მისი საგოლე პასით. შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა "მუსკრონთან" გასული ტურის შეხვედრაშიც გააკეთა.

ვერაფერს იტყვი, დანიელი სპეციალისტი გუნდს წარმატებით უძღვება, გამარჯვებულებს კი, როგორც წესი, "არ ასამართლებენ". სამწუხაროდ, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და ჩვენებურებს ამ სეზონში გუნდის გამოცვლის საშუალება არ მიეცემათ. ამ დროს კი ბელარუსთან ისტორიულ მატჩამდე (იმედია, ფინალამდეც) 2 თვეღა რჩება...

"გენტი" 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

გენტი. "გელამკო-არენა"

გენტი - გენკი 4:1

გოლები: 0:1 ბონგონდა (16), 1:1 მოჰამადი (45), 2:1 ბეზუსი (52), 3:1 ოჯიჯა-ოფოიე (88), 4:1 ნიანგბო (90+4)

გიორგი კაჭკაჭიშვილი
ეეეჰ ჩემო მეგობარო სკამზე ჯდომით ფორმას ვერ დაიბრუნებენ, უბედურება იმაშია რომ დასაწყისისთვის 20-30 წუთი მაინც უნდა მისცეს თორუპმა ჩაკვეს, ზოგი წერს ქვილითაიაზე თორუპის სათამაშო სქემაში არ ჯდებაო,ექსპერიმენტებს ხომ არ დაიწყებსო, ქვილითაია მართალია არ არის იერემჩუკივით სწრაფი, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და რა დროც დაუთმეს იმ დროში იმაზე მეტი გააკეთა.
გადასარევი გიორგი
მაგარი უნამუსო კომენტარია. პახოდუ გაგებაში არ ხარ ფეხბურთის. გიორგის წარმატებები!
Nns-ს (სხვა რაკურსისგან)
ჩემს დაწერილთან რა კავშირი აქვს მჭედლიძეს ან ყენიას, მაგათი მატარებელი ჩავლილია, მჭედლიძეს 2 თამაშიც არ უთამაშია, სულ ტრავმები აქვს, ყენიამ ფეხბურთის თამაშს შალკეში დაანება 10 წლის წინ. კითხვა დაგებადა ჩვენს ჩემპიონატში ფორმა ვის აღუდგენიაო და უახლოესი წარსულიდან 2 ნაკრების ფეხბურთელზე გეტყვი: ლევან შენგელია და გიორგი პაპუნაშვილი. თუ გაინტერესებს მათი ფორმის აღდგენის ისტორია, მომწერე და მოგიყვები ;)
ლევანი
რა იყო რამ გაგაბოროტათ ასე, ახალგაზრდა კაცია, ყველაფერი წინ აქვს, ლამაზად თამაშობს, - საიდან ასეთი სიძულვილი?
დავით 67
ირაკლი-ს!ჰოდა როცა იტყვის მერე ვაქოთ. მეც ეგ მინდა.
niko
ყველაზე სასიამოვნო უცნაურობა ის იქნება, რომ ეგ მილანის და შალკეს ხალხი ვერ მოხვდა ევროზე და რუბინების და ანორთოსისების წარმომადგენლებით, რომ მოვხვდეთ ევრო 2020ზე ))
იკა
პანიკის საფუძველი არ არსებობს,მთავარია ჩაკვემ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს სათამაშო ფორმა,გუნდში ქართველებს კარგად ექცევიან ყველაფრის გადაბრალება მწრთვნელზე არ შეიძლება,აჩქარებამ შეიძლება ცუდი შეგეგი მოიტანოს,რაც შეეხება ქვილითაიას კიდევ უნდა მოუმატოს რომ ჩაჯდეს მწვრთნელის სათამაშო სქემაში,წარმატებები ორივეს
ფეხბურთი
ადრენდელი ნიუსები ასე იწყებოდა: ქეცბაიამ ნიუკასლში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ქინქლაძემ საოცარი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა, კახი კალაძემ მადონინაში ინტერს გაუტანა და ასე შემდეგ... დღეს კი იწერება: ქვილითაიამ სადღაც ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა და თანაც 90-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე. ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ, სად ვიყავით და სად ვართ დღეს, რა გვიხაროდა და რა გვიხარია დღეს.
ამაზრზენი კლუბი
უბრალოდ ვერ მოვითმინე რომ არდამეწერა,ამაზე საზიზღარი კლუბი არარსებობს ქვეყანაზე რა და სასწრაფოდ მინდა გადავიდნენ ამ კლუბიდან ქვილოც და ჩაკვეც რა არანაირად არარი მომხიბლელი კლუბი არცერტ კონტექტში ვისაც უყურებია ამატ თამაშს არც სათამაშო და არც შიდა სამზარეულოში სუყველა თვისთვის დარბის პასი მაგათ არიციან ერთმანეტში აღნიშვნა მაგატ არიციან ეს მწრვთნელია ტუ რა არის ხო საერტოდ რა.გადასვლა ორივესი სხვა კლუბში სასწრაფოდ?
გიორგი
ვიღაცეები აქ გამოდიხართ და ბიჭს რომელმაც ტრამვა ესესაა მოიშუსშა უფერულს და რას არ ეძახით ლამის ჩამოწერეთ, არადა მწვრთნელს თავის გეგმა, კონკრეტულ თამაშს კონკრეტული მიდგომა ჭირდება, თქვენ რა იცით? იქნებ შესაფერის გნდს ელოდება რომელთანაც ჩართავს სასარტოში იმიტომ რომ კარგად შევიდეს უფრო რიტმში და საკუთარი ძალების ირწმუნოს. გადმოაგდებთ აქ ენებს და სისულელეებს ტლიკინებთ. ვადევნებდი კომენტარებს ფლეშსკორზე თვალს და ჩაკვეტაძის უშუალო კონკურენტი - ბეზოსი ტრამვის გამო გაიყვანეს, იმედია ვეღარ ითამაშებს ერთი ორი კვირით და ჩაკის საშუალება მიეცემა ძველებური ფორმა დაიბრუნოს.
Nnn
ჯერ ერთი ბათუმს ვინ მისცა იმდენი ფული, რომ ჩაკვეტაძე ჩამოიყვანოს თუნდაც იჯარით? მერე მეორე სად გინახია ჩვენს ჩემპიონატში ვინმეს ფორმა აღედგინოს? მჭედლიძის და ყენიას მაგალითები ცხვირ წინ არ გაქ? და სხვა კიდე უამრავი, ჩვენს უსახურ ჩემპიონატში თამაშს იქ სკამზე ჯდომა და შანსის ლოდინი სჯობია, რომელიც უნდა გამოიყონოს და პირისპირ გასულმა მომენტები არ უნდა გამაზოს. მე მჯერა გიოს.
სოსო
უკვე 22 წელია მენისკის მყესების ნაწილობრივი გაწყვეტა მაწუხებს და რატომღაც თავისით არ მირჩება.დავასვენე კიდეც,ვარჯიშებითაც ვცადე,შემდეგ უკვე მეორე მუხლს ვტვირთავდი მეტად(სოფელში ვცხოვრობ და ფიზიკურ დატვირთვას,თავს ვერანაირად ვერ ავარიდებ) და ახლა იქაც პრობლემები მაქვს.არადა ექიმმა მირჩია,ოპერაცია გაიკეთე,თორემ წლების შემდეგ,უფრო გაგაწამებსო.მე კი დროებით გაუმჯობესებას დავუჯერე.ასე რომ თუ საოპერაციოა,გადადება არაფერს იძლევა და პრობლემა შემდეგში უფრო მძაფრად იჩენს თავს.ვფიქრობ გიორგი სწორად მოიქცა,ოპერაციის გაკეთება რომ გადაწყვიტა.იმედია მთლიანად განიკურნება და შეძლებს თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.ამ თამაშის გულისათვის მომავლის საფრთხეში ჩაგდება,ნამდვილად სისულელე იქნებოდა და თანაც ძალიან სარისკო.
უგანდას პრეზიდენტი
ქვილითაიაზე ვიტყვი რაღაცას- ხალხო, სულ დაგავიწყდათ გიომ რამხელა ტრავმა გადაიტანა? მაგის მერე ტიპი 5 ან წუთს ათამაშებს (გენტის წინა თამაშის გამოკლებით)და ლამის თამაში არ გავა გოლი ან საგოლე პასი არ გააკეთოს. მეტი რა ქნას ტიპმა? მე იერემჩუკის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ, მარა ვისაც დიბამოს და რაპიდის გიო გვახსოვს, ვიცით მას რამდენი შეუძლია. რითი ამტკიცებთ რო გიო მასზე ნაკლებია? თავად ტორუპსაც არ აქვს ამაზე პასუხი. ძაან შედეგიანი ფორვარდია და მეტი მართლა რაღა უნდა ქნას. შეიძლება უკეთესები ყავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მარა ჩვენი იჩაგრება უსაფუძვლოდ. ეგრე არაავრა გამარჯვებულს არ ასამართლებენ და რამე. ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს მოგვადგა ბელორუსი კარზე.. იმედია რამე შეიცვლება თუარადა ზაფხულში წავა
დავით 67-ს
როდის ამოუვიდა ჩაკვეტაძეს ფრთები დაფრინავდა რომ იძახი?ჩაკვეტაძე ეხლა არის ერთი უფერული ფეხბურთელი,იქნებ ჩამოვიდეს საჩხერეს ჩიხურში ითამაშოს,პრაქტიკა ექნებოდა
სანდრო
შენ ვერ მიხვდები და ფეხბურთის ცოტა აზრზე მყოფი ნიჭს ეზოს ფეხბურთშიც შეამჩნევს, ყაზახეთთან კი არა
samcuxaroa
სხვის ლანძღვას, ხომ არ ჯობია ანალიზი? მაგალითად სწორი იყო, როცა ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა? შეგახსენებთ, ბელგიელები ცდილობდნენ რომ არ დაეტვირთათ ტრამვის შემდეგ და ბუნებრივად მორჩენილიყო. ატყდა აქ ვაი ვუში და ისევ, ქართველი ექიმის რეკომენდაციით გაუკეთეს ოპერაცია. ეხლა დრო ჭირდება, ალბათ რამდენიმე თვე, თუნდაც იგივე დონეზე რომ გაქაჩოს. საინტერესოა, ბუნებრივად რომ მორჩენოდა, ამდენი დრო დაიკარგებოდა? დავაკვირდეთ და იქნებ მომავალში სხვაგვარად მოვიქცეთ.
pesimisti
რასაც თამაშობენ, იმასაც ვერ ითამაშებდნენ, აქ რომ დარჩენილიყვნენ. ეტყობა საქართველოს ჩემპიონატს არ უყურებ, ან რასაც უყურებ ის ფეხბურთი გგონია. საუკეთესო ტრენერები, ექიმები და სპეციალისტები ახვევიათ, მაგრამ ვერ ქაჩავენ და რა გინდა რომ თქვა ამ ჭაობში, სადაც არც მწვრთნელი ვარგა და არც არავინ, აქ ითამაშებენ ევროდონეზე? არ გვინდა ეს თვითიზოლაცია. ფეხბურთი გუნდური თამაშია და მარტო მაისურების დარიგებით ან გვარების გამოცხადებით შედეგი არ დაიდება. გაგიკვირდება, მაგრამ გეტყვი, ცოდნის, ჭკუის და პროფესიონალიზმის გარეშე არაფერი არ გამოდის 21-ე საუკუნეში.
ირაკლი
ჩაკვეტაძე ნამდვილად უნიჭიერესი ფეხბურთელია.იმედია თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის დიდ ფეხბურთში
niko
ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ მესმის ყველას გულისწყრომა,გიორგის მინდა ვუთხრა მეც დაახლოებით გეთანხმები,არ ვიცი გახსოვთ ვთუ არა, ნიუკასლში ჩვენმა სათაყვანო და პირადად ჩემთვის უსაყვარლესმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ ამ უთამაშებლობით გატანჯულმა გოლი რომ გაიტანა სარეკლამო ბანერი დაამტვრია პროტესტის ნიშნად..სხვა გამოსავალი არ არსებობა უნდა უნდა გადაახტე საკუთარ თავს დაუნდა დაამტკიცო რომ შენ ძლიერი ხარ და ეს ძალიან რთულია, მე მჯერავს გიორგის მე მჯერავს ჩვენი ნაკრების ნაკრების,ისინი შეძლებენ ევროპაზე მოხვედრას და ჩვენ უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებე
aburjga
ძალიან დიდი და მართალი სიტყვა უთხარი იმ ფეხბურთელებსაც, აქაურ კლუბის მფლობელებსაც, ფედერაციასაც და ყველა გულშემატკივარს! ღმერთმა გისმინს და ადრესატებმა გაიგონონ! მაგრამ ეჭვი მეპარება სამშობლოს გრძნობა, ეროვნული სიამააყე დღეს ახალგაზრდისათვის ვერ არის სტიმულის მიმცემი. დღეს ყველა შეჭამა ფულმა და რაც შეიძება მალე! მაგათ კვერცხი უყვართ ქათამი არა! ასეთნაირად არიან აღზრდილები!
გოგა
გული არ გაიტეხოთ ბიჭებო! მოიძებნება სხვა გუნდი. კვიპროსი თურქეთი ყაზახეთი. სათამაშო პრაქტიკა გექნებათ
სხვა რაკურსი
რამოდენიმე დღის წინ დავწერე, ჩაკვეტაძე ბათუმის დინამოში ჩამოიყვანეთთქო და დისლაიქებით ამავსეს. ხალხო, სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი, ბიჭს არ ათამაშებენ არცერთი წუთით, აქ პრაქტიკა მაინხ ხო ექნება, თან იმ ფონზე რომ ტრამვა ჰქონდა და ფორმას აღიდგენს? ვიძახოთ ახლა რომას უნდა ყიდვაო, ფაქტია რომ გენტში არ უთმობენ 2 წუთს. რატომ იცით? ის მწვრთნელი მისი მტერი კი არაა, უბრალოდ უკეთესი ფეხბურთელი ყავს მის ადგილზე - დავიდი, რომელიც საოცარ ფორმაშია და ვერ დასვამს სკამზე. ჩაკვეს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომ მარტში დაგვეხმაროს. ან ქვილითაია, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ გუნდი დატოვო? ძირითადი ფორმავრდი დამტვრეულია და 3 წუთს გათამაშევს, მე-3-4 ფორვარდი ხარ გუნდში, მთელი საქართველო თქვენს იმედზეა და რა ვქნათ ჩვენ? ზოგადად ხო ვხედავთ რომ ეს ბელგიის ჩემოიონატი არაა ქართველებისთვის, შენგელიამ ვერ გაქაჩა, ტაბიძემ ვერ გაქაჩა, ზარანდია, ბუღრიძე, ქვილითაია, არაა საკმარისი? მაგას ჯობია ჰოლანდიაში ითამაშოთ თნდაც ვალვაიკში, იქ ისეთი ჩემპიონატია, უფრო გაქაჩავთ. პრესაში როგორც იწერება, ბელარუსის ნაკრების რამოდენიმე ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ვიძახოთ ახლა ჩვენ ჩაკვეტაძე 15 მილიონი ღირს ტრანსფერმარკეტზეო თუ 2 კაპიკის საქმეც ვერ გაგვიკეთა მარტში
დავით 67-ს
ძალიან გთხოვთ,ამ კომენტარის შემდეგ ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენი მხრიდან ფეხბურთის ცოდნა არ ცოდნაზე საუბარი.თქვენც ალბათ ის გულშემატკივარი ბრძანდებით ვინც გიორგის თამაშის ყურება ყაზახეთთან შეგდებული გოლის შემდეგ დაიწყო. 17 წლიდან მოყოლებული ბიჭი დაფრინავდა დიდ დინამოშიც და U19 ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო,შვედეთის ცენტრალურ მცველს რომელიც იმ მომენტში ბაიერნის U19 თამაშობდა ისეთი ჩაუქროლა გაჩერებული გეგონებოდა.სანამ ტრავმას მიიღებდა თითქმის ყველა შეხვედრა ყველა დონეზე სტაბილურად კარგად ჩაატარა.ჯვარედინი მყესების ოპერაციის შემდეგ არაერთ სპორტსმენს დაუსრულებია სპორტული კარიერა და ამ ბიჭს ეხლა გვერდში დგომა სჭირდება,თქვენი კომენტარი ზუსტად ამ გვერდში დგომის საპირისპიროა და შემდეგ სხვისი ფეზბურთის უცოდინარობაზე საუბრობთ.სამწუხაროა,სხვის ომში ბრძენი ხალხი მომრავლდა საქართველოში
ლევანი
გენკმა ყაზახეთ/ანდორით გაზომა როცა აიყვანა და ძირითადში ათამაშა? მაგრამ ჩვენგან განსხვავებით (ვისაც გვესმის ფეხბურთი) ტორუპისთვის სულერთია ჩაკვეტაძე ითამაშებს თუ სხვა - ვინც ამ კონკრეტულ დროს (ვიდრე გენტის მწვრთელია) კონკრეტულ, დღევანდელ (და არა მომავალ) შედეგს დაუდებს. ჩვენთვის - ვიზეც წერ - უფრო მნიშვნელოვანია ჩაკვეტაძის დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბება, რისი პერსპექტივაც აშკაა და გვადარდებს, რომ სკამს ხეხავს და წლებს კარგავს. ჩაკეტილი ჰყავს ამ მწვრთელს - არ ათამაშებს შეცვლაზეც კი (ცოტა ხნითაც, უკვე მოგებულ თამაშშსიც კი) და მერე იძახის ფორმაში უნდა შევიდესო (ჰო, აბა - უთამაშებლად!). ახლა გასაგებია რას ვდარდობთ ("ვინც აღფრთოვანებულნი" ვცართ ჩაკვეტაძისთ) და რას ვითხოვთ? - რომ მიეცეს ელემენტარული შანსი აღიდგინოს ფორმა - თუ უფრო ღრმა მეცნიერებაა ეს ფეხბურთი, რომელიც მხოლოდ თქვენ იცით და სხვამ არა?
კახა ქ.
ზოგიერთებს ყველა ქეცბაია გონია.გუნდი 2ადგილზეა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები რომ ფორმაში იყვნენ მარტისთვის, ამიტომ თავიანთ კლუბებს დაადონ თუ როგორაა საქმე,რატომ ბრაზობთ.რა თავის თავის მტრები ხომ არ არიან კარგი ფეხბურთელი რომ სკამზე დასვან.ასე რომ ნუ ბრაზობთ ჩემო კარგებო.საწყენი ისაა რომ არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი დაჟე კარგ საშუალო ევროპულ კლუბებში არ თამაშობს და სადაც თამაშობენ იქაც.....
ემირ
არა მთლად ეგრეც არ არის, ანდორა და ყაზახეთით მე პირადად არ ვსაზღვრავ , შარშან გენტის ყველა თამაშს ვუყურე და მარტო ჩაკვეტაძე დაათრევდა გუნდს , მთელ სეზონში 16 ჯერ გაიყვანა თავდამსხმელი პირისპირ მეკარესთან შესანიშნავი პასით , უბრალოდ იმათ ვერ გაჰქონდათ, საოცარი დრიბლინგი ჰქონდა, საოცარი სისწრაფე , და მართლაც დაფრინავდა, მაგრამ ტრამვის მერე ვერ თამაშობს და რო არათამაშებენ არც მიკვირს, მეშინია რო ვერ შეძლოს ფორმაში შესვლა საერთოდ, რაც არცაა გამორიცხული , ძაან ბევრს მოსვლია ეგრე, ბრაზილიელი რონალდო ფაქტიურად მკვდრეთით აღსდგა 2002 ში , უმძიმესი ტრამვის მერე , მაგრამ ყველა რონალდო ვერ იქნება , და ქვილითაიაზე რა ვთქვა , საქართველოს ჩემპიონატისთვის და მსგავსი დონის ჩემპიონატებისთვის უძლიერესი თავდამსხმელია , მაგრამ იქ ვერ გაქაჩავს და არც მომმატებელს გავს , წესით პიკზე უნდა იყოს ახლა მის ასაკში.
დავით 67
რატომ ბრაზობს ეს ხალხი ვერ გამიგია. რატომ არ ათამაშებს ჩაკვეტაძესო რომ გაიძახით,ჰყავს უკეთესი მოთამაშეები და რა ქნას? შარშან 6ზე იყო გუნდი,წელს 2ზეა ვერ ხედავთ, თუ რადგან თქვენ გინდათ ექსპერიმენტები ატაროს? ისე ვინმეს გააქვთ ნანახი ჩაკვეტაძის თამაში? მე არ მინახავს ჯერ და ვერაფერს ვიტყვი. ვინც აღფრთოვანებულნი ხართ მისით ფეხბურთი გესმით საერთოდ? ანდორასთან და ყაზახეთთან თამაშით ზომავთ მის პერსპექტივას?
1
გამარკჯობა თემურ, როგორ ხარ? ჩვენი ბიჭები, როგორ არიან მანდ? კარგი ამინდია....?
გადასარევი გიორგი
:))) უბრალოდ მაინტერესებს, ანლაიქებს ვინც აკეთებს, მიზეზი რაა ? ანუ არაა გადაცმული ბელორუსი?
დათო
გამოვიდა ქვილითაია 89 წუთზე და მშვენიერი დრიბლინგის ფინალში გააჯეთა საგოლე გადაცემა!!! ყოჩაღ გიორგი!!! 4:1 მოიგო გენტმა!!!
iolasha
ვფიქრობ ქართველების სიძულვილი არაფერ შუაშია, ქვილითაია არ ჯდება მწვრთნელის გემოვნებაში და უფრო ტაქტიკაში, ნუ თან შანსსაც არ აძლევს ფორმაშჯ რო შევიდეს, 3-4 თამაში უნდა ითამაშოს სასტავი და მერე თუ კიდე ვერ გაიტანა ეგ სხვაა. ჩაკვეს კიდე დღეს უნდოდა შეეყვანა, მაგრამ ისეთი წვიმა და ცუდი მინდორი იყო, ვფიქრობ უფრო გაუფრთხილდა, თან იგებდა... ისე ჯერ არაა ტონუსში და ასე 20-30 წუთებით უნდა დაიბრუნოს "შეგრძნებები" და მერე სასტავსაც ათამაშებს, ჩაკვე ისეთი ბიჭია ვერც ერთი ტრენერი სკამზე ვერ დასვავს თუ ფორმაში იქნება. ღმერთი ჩვენსკენ !!!
გადასარევი გიორგი
ტორუპი გადაცმული ბელორუსია
გიორგი
აუ კაროჩე რა, მეტირება უკვე რა.. ან ეს ფეხბურთი რამ შემაყვარა ან ქართველი რატო ვარ.... კარგი რა დავიღალე ამ ყლე გუნდების და ყლე ჩემპიონაების ყურებით მარტო იმიტომ რომ ჩვენები თამაშობენ და თან არც ათამაშებენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვინც საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა უცხოეთში იმათ მინდა რიტორიკული კითხვა დაუსვა. რომელი გახდით მილიონერი (ან ჩემპიონები) ან თუ გახდით როგორ გრძნობთ თავს ხო არ ყოფილა ფული მთავარი? უფრო მეტი პრობლე გაქვთ მეტი მსესხებელი და თქვენი სანათესაო უფრო იხმარს მაგ ფულს ვიდრე თქვენ, თან მე შენ გეტყვი რას გიხდიან ამდენს რო ცხოვრების ბოლომდე გეყოთ? აი თქვენ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში წასულებო დარჩენილიყავით აქ შეგეკრათ რამდენიმე კარგი გუნდი და ევროპა ლიგაზე კაკ მინიმუმ მოხვდებოდით და მერე მიიღებდით იმას რის გამოც გარბიხართ პირველივე შანსის დროს. ხალხს მიიყვანდით სტადიონზე ჩემპიონატის დონეს გაზრდიდით ვარსკვლავები გახდებოდით ერთი სიტყვით გენტს შმენტს და რაღაც ქართულად გამოუთქმელ სახელწოდების გუნდებში რო ხართ, აქ გეთამაშად და ჩვენი გაგვეკარგებინათ. მიდიხართ ნახევარ სეზონს თამაშობთ და მერე ან არენდებში მიდიხართ ან სულ იკარგებით...... რომელმა წასულმა გადახვედით უკეთეს გუნდში ყველა ქვევით მიდიხართ. დარჩით აქ 23 წლამდე მაინც კუნთები გაიმაგრეთ და თავს ნუ ირცხვენთ. ფული ყველაფერი არ არის არც ცხოვრებაში და არც სპორტში. დინამოდან და საქართველოს ჩემპიონატიდან რო გარბიხართ... შვილებს რას ეტყვით? მამა ამდენი რო ითამაშე სადმე რამე მოიგეო რო გკითხავენ? საპასუხოდ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა დაგრჩებათ. აქ დარჩით თუ რომელიმეს პრეტენზია გაქვთ კარგი ფეხბურთელობის მაგალითი მიეცით პატარებს, გუნდის ნამდვილი ლიდერები გახდით ნახევარი წლით კი არა 2-3 წლით და გაიყვანეთ ჩვენი გუნდები ევროპაზე და მიიღებთ ყველფერს რასაც ფეხბურთი იძლევა (მარტო ფულს არა). რო კიტხო ყველა პელე ,მარადონა მესი და რონალდოა ეგ ხალხი სხვათაშორის მარტოები ათრევდნენ და ათრევენ თავიანთ გუნდებს. და თქვენ გარბიხართ სად თვითონ არ იცით. პ.ს. ბოდოში თუ ვინმეს ეწყინა მაგრა მგონი ძაან არ ვცდები. პაპუნაშვილი, აბურჯანია, კაკაბაძე, ხარაბაძე, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქელთაძე, შენგელია, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ქვილითაია და კიდევ ბევრს... გეთამაშათ 3-4 სეზონი ერთად როგორი იქნებოდა თქვენი მომავალი თქვენთვის მომინდია მაგის წარმოდგენა.
gabo
კისერიც უტეხიათ თუ ქართველებს თამაშის შანსს არ მიცემენ! დავიჯერო ის შავკანიანი გოლი რომ გაიტანა ნიაგბო ჩაკვეზე მაგარია? აქ მემგონი უკვე პირადად ერჩის რაღაცას მწვრთნელი ქართველებს! ჩაკვეტაძე უკვე უნდა დაფიქრდეს ღირს თუ არა აქ გაჩერება. რაც საჭირო იყო მოცდა უკვე მოიცადა და აწი თამაში უნდა დაიწყოს!
გიორგი
საგოლე პასი ქვილითაიამ გაუკეთა ნიანგბოს. გული ცუდს მიგრძნობს ჩაკვესთან დაკავშირებით.
temo
ქვილითაიამ საგოლე პასი გააკეთა იქნებ ეგეც დაგეწერათ
ნუგზარ, გაჩიანში მინდა!
ჩაკვეტაძე კვიპროსში! მეტის დონე არ აქვს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა