2020 წლის პირველ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, "ბორჯღალოსნები" დღეს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეკრებაზე შევიდა.

საქართველოს ნაკრები წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, 1-ელ თებერვალს, "დინამო არენაზე" რუმინეთს ეთამაშება. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

"მსოფლიო რაგბის" მე-9 რეგულაციის თანახმად, ჩვენმა გუნდმა 20-22 იანვარს 34-კაციანი შემადგენლობით შეკრება საფრანგეთში გაიარა. შაბათ-კვირას მორაგბეებმა თავ-თავიანთ კლუბებში ითამაშეს, დღეიდან კი რუმინეთთან მატჩისთვის იწყებენ მზადებას. მანდელიუს სამდღიანი შეკრებით კმაყოფილია ლევან მაისაშვილი:

"შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მობილიზებული იყო და შეკრებით კმაყოფილი ვარ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ 5 ვარჯიში გვქონდა, ძირითადად, შეტევის სქემებზე, დერეფანზე. ბიჭებმა გაიცნეს შერკინების ახალი მწვრთნელი ალექსანდრე კასტოლა. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლეგიონერების ნაწილი თბილისში სამშაბათს ჩამოდის და სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მხოლოდ ერთხელ ესწრება.

შეკრებაზე ყველა ის მორაგბე შედის, ვინც საფრანგეთში იყო. წლის დასაწყისია, მხოლოდ ერთ თამაშზე გათვლას ვერ გავაკეთებდით და მნიშვნელოვანია, რომ სრულმა ბირთვმა გაიაროს მზადება, მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა ყველა მათგანი პირველ ორ შეხვედრას. ჩვენმა მეტოქეებმა გაცილებით ადრე დაიწყეს მზადება და აუცილებელია, რომ ყველა თამაშს მაქსიმალურად მომზადებულნი და შეთამაშებულნი შევხვდეთ."

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და ხაზის 14 მოთამაშეა. მორკინალებიდან 14 მორაგბე ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ორ-ორი ინგლისურ და ციმბირულ კლუბში გამოდის, ორი კი დიდ 10-ს წარმოადგენს. ხაზის 14 მოთამაშიდან 8 შიდა ჩემპიონატის წარმომადგენელია, 4 ლეგიონერი საფრანგეთიდანაა, ხოლო ორი - რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მსოფლიო თასის შემდეგ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციას გადის. შესაბამისად, იგი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მაისაშვილი აქცენტს პირველ, რუმინეთთან გასამართ მატჩზე აკეთებს და ფიქრობს, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გარკვეული სიახლეები ექნება:

"ამ წუთას სრულად რუმინეთზე ვართ კონცენტრირებულნი, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ენდი რობინსონი ჰყავს, რომელსაც ინგლისის და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, მის ხელში რუმინეთის ნაკრებს ბევრი სიახლე ექნება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენს დასახულ მიზნებს გავართვათ თავი და საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ."

1998 წლიდან დღემდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ერთმანეთში 23-ჯერ უთამაშიათ (10 შინ, 11 სტუმრად და 2 ნეიტრალურ მოედანზე). "ბორჯღალოსნებმა" 13 შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. 2002 წლიდან დღემდე, ჩვენსა და "სტეჟარს" ("მუხები") შორის თამაშდება "ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი" (მსოფლიო თასს მიღმა), რომელიც ჩვენს გუნდს 12-ჯერ აქვს მოპოვებული.

შეკრებაზე არიან:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი, პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი, 4-5), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), გიორგი კვესელაძე (ჯიქი, 12), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი, 12-13), მირიან მოდებაძე (აია, 11, 14, 15), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15).

ბილეთების შეძენა, როგორც "დინამო არენის" სალაროებში, ისე ონლაინსატებზეც შეგიძლიათ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gurulo
ჟვანიას პრინციპულად არ იძახებთ,თუ ფორმაში არ არის?
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა