საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მე-10 ადგილი დაიკავა. ასეთი წარმატების მიუხედავად, ქართველ წყალბურთელებს უფრო მაღალი პოზიციების დაკავებაც შეეძლოთ და იბრძოლეს კიდეც, თუმცა რაღაც მომენტებში იღბალმა გვიმტყუნა, რაღაც მომენტებში კი ჩვენმა წყალბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს.

საქართველოს ნაკრებმა, ისტორიული ადგილის გარდა, 2020-ის ევროპირველობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა - პირველად მოიგო შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე.

საერთოდაც, თუ გადავხედავთ წინა შედეგებს, საქართველოს ნაკრები ეტაპობრივად ვითარდება და უკეთეს შედეგებს აჩვენებს. 2014 წელს ჯგუფში 6 გუნდი იყო. ამიტომ სტატისტიკური შედარებისთვის არ გამოდგება.

2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, 16 გოლი გაიტანა და ბურთების შეფარდება -28 ჰქონდა. 2018 წელს, ბარსელონაში გამართულ ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა 17 გოლის გატანა მოახერხა და ბურთების ბალანსი - 19 ჰქონდა. 2020 წელს, ბუდაპეშტში შეხვედრაც მოიგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, 25 გოლი გაიტანა და ჯგუფური ეტაპი -17 ბალანსით დაასრულა.

აღნიშნული მცირე რაოდენობრივი სტატისტიკაც კი უჩვენებს, რომ წყალბურთელთა ნაკრები ვითარდება და მიღწეული შედეგი გამართლების დამსახურება არაა.

ქართველ წყალბურთელებს ბუდაპეშტში სულ ცოტა დააკლდათ 8 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად. რუსეთთან 13:14 დავმარცხდით, იმ გუნდთან, რომელმაც 1/4-ფინალში მომავალ ჩემპიონ უნგრეთთან მხოლოდ 4 ბურთის სხვაობით წააგო (10:14).

უფრო ახლოს ვიყავით მე-9 ადგილთან. მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე, ანგარიშით 7:3 ვამარცხებდით გერმანიას, თუმცა ქართველებს კონცენტრაცია დააკლდათ და მებრძოლი ხასიათით გამორჩეულმა გერმანელებმა ეს არ გვაპატიეს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვწერდით, რომ საქართველოში წყალბურთი ვითარდება და ჩვენი ნაკრების მიერ მიღწეულმა ისტორიულმა შედეგმა ეს მოსაზრება დაადასტურა. თუმცა მიღწეულ ნიშნულზე გაჩერება მიზანი ვერ იქნება.

კარგად ვიცით, რომ საქართველოში წყალბურთს "VTB ბანკი" აფინანსებს და რომ არა ეს ორგანიზაცია, ასეთი შედეგი ნამდვილად არ დადგებოდა. "ვი-თი-ბი ბანკთან" ერთად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კოლექტიური სპორტის სახეობათა შორის ის გუნდი გახდა, რომელსაც გულშემატკივრისთვის დადებითი ემოციისა და სიხარულის მოტანა შეუძლია.

სპორტის ეს სახეობა განვითარებას მოითხოვს, ქართველი წყალბურთელები იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და გვერდში დგომას. მათ მიერ ნაჩვენები შედეგები კი მნიშვნელოვანი სიგნალია სახელმწიფოსთვისაც, რომ ამ სპორტში ჩადებული თანხა გამართლებული დანახარჯი იქნება.

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს