გაბელიას გუნდი დღეს "ამერის" სტადიონზე ივარჯიშებს, ხვალ და ზეგ საგურამოს ბაზაზე, 2 ივნისს კი ხორვატიაში გაემგზავრება
როდესაც ახალგაზრდული ნაკრების შეკრება დაიწყო, გუნდის მომზადების გრაფიკი წინასწარ იყო ცნობილი. 29 მაისს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია "ამერის" სტადიონზე ორმხრივ თამაშს გეგმავდა.

თუმცა გუშინ თამაში არ გამართულა, ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა. გაბელიას თქმით, 27 მაისს "ბასაზე" ეროვნულ ნაკრებთან გამართულმა საკონტროლო შეხვედრამ სპარინგის პრობლემა მოუგვარა და ორმხრივის ჩატარება აუცილებელი აღარ გახდა. ალბათ, იმიტომაც, რომ ფეხბურთელების გადაღლა არ სურდა. 26 მაისს საქართველოს თასის ფინალში ნაკრებში "გაგრადან" გამოძახებულმა ლაშა კალანდაძემ და ნიკოლოზ ჯიშკარიანმა ითამაშეს, გუშინ "ჩიხურასთან" გადათამაშებაში კი - "სპარტაკის" ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ.

ნაკრები სრული შემადგენლობით კი მხოლოდ 31 მაისს შეიკრიბება. ფრანგული "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე გუშინ გვიან ღამით უნდა ჩამოფრენილიყო. დღეს, გვიან ღამევე ლოძის "ვიძევის" პლეიმეიკერ ნიკა ძალამიძეს ელიან და ყველა ფეხბურთელი ადგილზე იქნება.

გუნდი დღეს "ამერის" სტადიონზე ივარჯიშებს, 31 მაისს და 1 ივნისს საგურამოს ბაზაზე, 2 ივნისს კი ხორვატიაში გაემგზავრება.

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე