სანაკრებო სეზონის გახსნის პარალელურად, სამხრეთ ნახევარსფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო ჩემპიონატი, ზე-რაგბი დაიწყო და "ბორჯღალოსანმა" ჯაბა ბრეგვაძემ პირველსავე ტურში ლელო გაიტანა.

32 წლის კვაჭის გუნდი, იაპონური "სანვულვზი" საკუთარ მოედანზე ავსტრალიურ "რებელსს" დაუხვდა და ლამაზ სტილში, 36:27 დაამარცხა. იაპონელებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს, თავად კი ოთხი გაუშვეს.

ბრეგვაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-18 წუთზე ბურთი 5-მეტრიან დერეფანში ააგდო, მის კუდში მოექცა და შეტევა ლელოთი დაასრულა. ქართველი კვაჭი სუპერრაგბიში მესამე სეზონს ატარებს და ამ პერიოდში ლელო მეორედ გაიტანა. "რებელსთან" მატჩში მან მოედანზე 71 წუთი გაატარა, ბურთით ხელში 8-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 9 მეტრი მოიგო. დაცვაში მან 11 ბოჭვა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საათის თავზე "სანვულვზი" მეტოქეს 36:13 ამარცხებდა და ორი ლელო დასკვნით 15 წუთში გაუშვა.

"სანვულვზი" სუპერრაგბის მომდევნო მატჩს 15 თებერვალს გამართავს და ახალზელანდიურ "ჩიფსს" უმასპინძლებს.

საფრანგეთის პრო დე2-ის მე-19 ტურის პირველ შეხვედრაში "ბიარიცმა" "ანგულემი" მიიღო და 20:8 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი გიორგი ნუცუბიძე, რომელიც შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 61-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. "ბიარიცის" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ვახტანგ ახობაძეს. სტუმართა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა ლუკა გოგინავამ.

"ოიონა" "მონტობანს" ეწვია, 15:21 დამარცხდა და 57 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა. სტუმართა შორის პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ.

"მონ-დე-მარსანმა" "ორიაკი" მიიღო და 23:20 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორ-ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს. გელა მურუსიძემ მოედანზე 50 წუთი გაატარა. ლაშა მაჭარაშვილმა 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და სინბინის ვადის გასვლის შემდეგ თამაშში აღარ დაბრუნებულა. "ორიაკის" შემადგენლობაში 57-ე წუთიდან გამოჩნდნენ გიორგი ჯავახია და ჯემალ შათირიშვილი.

აუტსაიდერმა "ვალანსმა" ერთ-ერთი ლიდერი "კოლომიე" მიიღო და დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა გამარჯვებამდე ქულა დააკლდა. "ვალანსის" შემადგენლობაში 62 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა.

"ვანმა" "პროვანსი" მიიღო და 16:6 დაამარცხა. "პროვანსის" რიგებში 36-ე წუთიდან გამოჩნდა ზაზა ნავროზაშვილი, ხოლო მასპინძელთა შორის 56-ე წუთიდან ითამაშა ნიკა ნეფარიძემ.

"ნევერი" "გრენობლს" ქართველი ბურჯებით დაუხვდა და 27:18 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ილია კაიკაციშვილი და თორნიკე მატარაძე. პირველმა მოედანზე 50, ხოლო მეორემ 53 წუთი გაატარა.

პრო დე2-ის მე-20 ტურის თამაშები 13, 14 და 16 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა