ფიფას ვიცეპრეზიდენტი ჯეკ უორნერი მოჰამედ ბინ ჰამამს ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ყიდვაში ამხელს
ფიფას ვიცეპრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აზიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ჰამამი ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ყიდვაშია დადანაშაულებული.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ ბინ ჰამამი და ჯეკ უორნერი, რომლებიც ფიფას პრეზიდენტის არჩევნების წინ კარიბის საფეხბურთო კავშირის წარმოამდგენლების მოქრთამვაში არიან ეჭვმიტანილნი, ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას დროებით ჩამოაშორეს.

უორნერი ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობისგან მისი დროებით ჩამოშორების გადაწყვეტილებით აღშფოთებულია.

"ფეხბურთიდან ჩამოშორების ვარიანტს, ნებისმიერი სპორტული ორგანიზაციის მართლმსაჯულების უარეს ფორმად განვიხილავ. ხალხი, რომელმაც ეს საკითხი განიხილა, ბლატერის მიერ იყო შერჩეული. ისინი ჩვენს მოსასმენად მზად არ იყვნენ, ისინი იმისთვის იყვნენ შეკრებილნი, რომ მათთვის დასახული ამოცანა შეესრულებინათ.

გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს მივწერე და სხვა დანარჩენთან ერთად შევატყობინე, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებმა არაბულ სამყაროში შესაძლოა განხეთქილება შეიტანოს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ და რომ ბინ ჰამამს წინასაარჩევნო ბრძოლისგან თავის შეკავებას ვთხოვდი.

ამაზე ჟერომმა შემდეგი უპასუხა: არასდროს მესმოდა რატომ ჩაერთო ის წინასაარჩევნო რბოლაში. ნამდვილად ფიქრობდა, რომ შანსი ჰქონდა, თუ ეს უბრალოდ იმის გამოხატვის საშუალება იყო, რომ ბლატერი არ უყვარს. თუ ფიქრობდა, რომ შესაძლოა ფიფა იყიდოთ, როგორც ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა",- ამბობს უორნერი.

მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა