"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდში, უნივერსიტეტის ცენტრალურ სტადიონზე ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველ ტურში რუმინეთთან 41:13 გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა – სამი ხაზში და ორი შერკინებაში.

შეხვედრა 9 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება და "ბორჯღალოსნების" კვართით დებიუტი ექნება აკაკი ტაბუცაძეს, რომელიც ფრთაზე თამაშს ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად იწყებს. 22 წლის ტაბუცაძეს "უმცროს ბორჯღალოსნებსა" და 7-კაცას ნაკრებში უთამაშია. ის რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, თუმცა ტრავმების გამო აქამდე თამაში არ მოუწია, ახლა კი პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

კიდევ ერთი ტრავმირებული მორაგბის, გიორგი კვესელაძის ნაცვლად, ცენტრში თამაშს იწყებს თამაზ მჭედლიძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა სოსო მათიაშვილი, ხოლო ლაშა ხმალაძემ თადარიგში გადაინაცვლა. უცვლელი დარჩა ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გამოცდილმა სანდრო თოდუამ.

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ასევე კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, ხოლო მარცხენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა იქნება, რომელსაც რუმინელთა წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფაში გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა.

მეორე ხაზში, კოტე მიქაუტაძის ნაცვლად (რომელიც 4 თებერვალს მამა გახდა და საფრანგეთში დაბრუნდა), მარქაფიდან შალვა სუთიაშვილი დაწინაურდა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი - ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე.

რუმინეთთან მატჩის მსგავსად, მარქაფაში არიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, 9 ნომერი გელა აფრასიძე და შუამარბი ლაშა მალაღურაძე. თადარიგში ერთი ახალი სახეა - მეორეხაზელი დავით გიგაური. მან "ბორჯღალოსნების" კვართით შარშან სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო გაიტანა.

"ბორჯღალოსნებს" ესპანელი "ლომები" 16-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3 მატჩი მეტოქემ მოიგო. წლევანდელი რაგბი ევროპის პირველ ტურში, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ რუსეთის ნაკრები სტუმრად, სოჭში ბონუსით, 31:12 დაამარცხა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020, II ტური. 9 თებერვალი

უნივერსიტეტის სტადიონი. 15:45 სთ. მადრიდი.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 23. ლაშა ხმალაძეს (ბათუმი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გლახუნა
სად არის ნემსაძე, ასეიშვილი, ჟვანია... უნდა განმარტება გასცეს მწვრთნელობამ!

არ გვაქვს მაგის გაჭირვება 1 ხაზში საიმისოდ, რომ მაგას ვინმე ეხვეწოს.
სოსო
ლევან მაისაშვილი,ჯერჯერობით დროებითის რანგში მოღვაწეობს და არავითარი შორსმიმავალი გეგმების დალაგება არ შეუძლია.ამიტომ ეყრდნობა იმ ხალხს,ვინც მსოფლიოს თასისათვის ემზადებოდა.
სოსო
გასკონია ესპანეთშიცაა და საფრანგეთშიც,ამიტომ მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც ერთი ქვეყნის,ისე მეორის ნაკრებში თამაში.ის მორაგბეები,ვინც საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებში ვერ ხვდებიან,ესპანეთის ნაკრებში მიდიან.ამიტომ ესპანეთს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მათი დახმარებით,საკმაოდ ძლიერი ნაკრები გააკეთოს.ლექსო ყაულაშვილის ამბავი კი, საწყენია.ქართველი მორაგბეები, ყოველთვის გამძაფრებული პატრიოტიზმით გამოირჩეოდნენ.ის, სამწუხაროდ,ეტყობა გამონაკლისია.
1
მახსენდება ჰეიგის დროს იყო პროტესტები (კომენტარებში), რატომ არ იწვევთ ამას, რატომ იწვევთ იმას - შემადგენლობას ყოველთვის უწუნებდნენ. ახლა არცერთი პრეტენზია არ ისმის. დავიჯერო ყველა იზიარებს ამ შემადგენლობას? განსხვავებული აზრი გაქრა ჰეიგთან ერთად? თუ "მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო" იყო მაშინ რადგან ჰეიგი იყო?
იდალგო
ჯობდა საერთოდ არ გაგეკეთებინა კომენტარი!
რომანი
საქართველო ისეთ ქვეყნებს მოუგებს სადაც რაგბი განვითარების მომენტშია ან განუვითარებელია! ან კიდევ ღრმა კრიზისში მყოფ ნორმალურ ნაკრებს! იტალია იტალიას გავიძახდით და რა ვნახეთ? ჯობდა საერთოდ არ გვეთამაშა!
იდალგო
თქვენს ლექსო ყაულაშვილს მიღებული აქვს ესპანეთის მოქალაქეობა და არის მათ ნაკრებში, ჩვენს წინააღმდეგ
მესამეს
ლექსო ყაულაშვილი უარს ამბობს ნაკრებში თამაშზე, საფრანგეთის ნაკრებში მიწვევის იმედი აქვს.(როგორც ვიცი)

ალბათ ამჩნევთ-რაც უფრო დრო გადის ესპანეთის ეროვნული სარაგბო ნაკრები ძლიერდება და ძლიერდება.ვერ ვიტყვი,რომ დღესდღეობით საქართველოს ნაკრებზე ძლიერია,მაგრამ რუსეთთან სოჭში მათ მიერ მოგებული მატჩის ანგარიშში სხვაობა დამაფიქრებელია.5 ლეგიონერით გაძლიერება ამაზე მეტყველებს.ყველას გვახსოვს,მათ მოედანზე რიგ მატჩებში თუ როგორი უხერხული მეტოქე იყო ჩვენთვის ესპანეთის ნაკრები.რამოდენიმე მატჩი წაგებულიც გვაქვს.არავინ იცის ესპანეთთან მომამავალი მატჩი როგორ წარიმართება,მათ მიერ რუსეთთან სტუმრად დიდი ანგარიშით მოგებული მატჩის შემდეგ.
მესამე
ლექსო ყაულაშვილი სად არის, რატომ არ თამაშობს ნაკრებში?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის