"ინდი 500"-ის რბოლაში 23 წლის ამერიკელმა ჯეი-არ ჰილდებრანდმა ლიდერობა ზედ ფინიშის სიახლოვეს, ავარიის გამო დათმო
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის სამყარო და ამ სერიის გულშემატკივრები მონაკოს გრანპრით ცხოვრობდნენ, ოკეანის გაღმა კი მონტე კარლოს ქუჩებში გამართული ბატალიებისთვის არ ეცალათ - ინდიანაპოლისში მეასედ გაიმართა სახელგანთქმული რბოლა - "ინდი 500".

რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვყვებით 200-წრიანი რბოლის პერიპეტიების აღწერას და მხოლოდ დებიუტანტ ჯეი-არ ჰილდებრანდის ტრაგედიაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე ერთმანეთს ცვლიდნენ დონ უელდონი, "ინდი 500"-ის შარშანდელი გამარჯვებული დარიო ფრანკიტი, სკოტ დიქსონი და პოულის მფლობელი ალექს ტალიანი.

ამ ოთხეულიდან პირველი ბრძოლას ტალიანი გამოეთიშა, რომელმაც კედელთან შეჯახება ვერ აიცილა თავიდან. შემდეგი იყო ფრანკიტი - მან გარისკა და ნაადრევად შევიდა ბოლო პიტსტოპზე საწვავის შესავსებად. მისი გუნდის - "გენასის" მექანიკოსების გათვლით, საწვავი ფინიშამდე საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გათვალეს და შოტლანდიელი ბრძოლას ჩამოცილდა.

ამ მხრივ ყველაზე სწორი გათვლა გააკეთა ჰილდებრანდმა. მას შემდეგ, რაც ყველა ლიდერმა დაგეგმილი პიტსტოპი შეასრულა, 23 წლის ამერიკელი სათავეში მოექცა რბოლას და წესით უპრობლემოდ უნდა მიეღწია გამარჯვებისთვის. მაგრამ აქ სასწაული მოხდა. ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას ჰილდებრანდი მთელი ძალით შეასკდა კედელს. დამსხვრეულმა ბოლიდმა ინერციით განაგრძო სვლა ფინიშის ხაზისკენ, მაგრამ ბოლო ათ მეტრში მას "საღსალამათი" უელდონი წამოეწია და გაიმარჯვა საიუბილეო რბოლაში. ჰილდებრანდმა კი მანქანიდან ამოსვლის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა...

რბოლის შედეგი

1. დენ უელდონი (Bryan Herta Autosport) - 200 წრე

2. ჯეი-არ ჰილდებრანდი (Panther Racing) - +2.1086

3. გრემ რეიჰოლი (Chip Ganassi Racing) - +5.5949

4. ტონი კანაანი (KV Racing Technology) - +7.4870

5. ორიოლ სერვია (Newman/Haas Racing) - +8.8757

6. სკოტ დიქსონი (Chip Ganassi Racing) - +9.5434

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე