იტალიის თასი. ფინალის შემდეგ: "ინტერმა" 3:1 დაამარცხა "პალერმო" და მორიგი ტროფეი მოიპოვა, სიცილიელები კი უტიტულოდ დარჩნენ
იტალიაში სეზონი თასის ფინალური მატჩით დასრულდა და ამის შესახებ გუშინდელ ნომერში გამცნეთ. "ინტერმა" 3:1 დაამარცხა "პალერმო" და მორიგი ტროფეი მოიპოვა, სიცილიელები კი უტიტულოდ დარჩნენ. პირინციპში, კუნძულელთა უტიტულობა ჩვეულებრივი ამბავია და ამად იყო, რომ დელიო როსის შეგირდები განსაკუთრენული მოტივაციით ელოდნენ "ნერაძურისთან" პაექრობას. ფაბრიციო მიკოლიმ ისიც კი განაცხადა, რომ მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არასდროს ყოფილა ასეთი მოტივირებული. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მიკოლი "პალერმოს" დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს - შესაბამისად, ფაბრიოციოსთვის თასის ფინალური მატჩი ორმაგად ამაღლევებელი და მნიშვნელოვანი გახლდათ. დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაში იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელიც ასევე დატოვებს სიცილიას და სავარაუდოდ, სერია A-ს რომელიმე სხვა გუნდს ჩაიბარებს. დელიო როსი ერთი ხანობა ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ მოთოკა ემოციები და "ინტერის" ტრიუმფის ფონზე ბავშვივით ატირდა. უარეს დღეში იყო მიკოლი, რომელსაც ემოციების მოთოკვა არც კი უცდია და თანაგუნდელების დასაწყნარებელი გახდა.

მიუხედავად ასეთი მტკივნეული მარცხისა, სიცილიელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ბოლომდე გაამხნევეს და ისე მიიღეს, როგორც გმირები - ამან ერთი მხრივ გაახარა დელიო როსი, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო დაწყვიტა გული: "ძალიან დასანანი მარცხი იყო, რომელსაც ალბათ ვერასდროს დავივიწყებ. მთელი თამაში ტერიტორიული უპირატესობით წარვმართეთ და ნამდვილად შეგვეძლო "ინტერის" დამარცხება. ფეხბურთში იღბალიც საჭიროა და დღეს, სწორედ ეს დაგვაკლდა. "პალერმოს" ყველაზე საოცარი გულშემატკივრები ჰყავს და ძალიან მწყდება გული, რომ მათი გახარება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, უდიდესი სითბო მოდიოდა მათგან, რამაც თან გამახარა, თან კიდევ უფრო გამაწბილა - ისინი იმსახურებდნენ თასის მოგებას, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი მადლობა მათ ყველაფერისთვის, რაც ერთად გადაგვხდენია თავს".

ბუნებრივია, ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში იყო ფრაბრიციო მიკოლი, ფეხბურთელი, რომელიც ტოვებს "პალერმოს" და ჯერ ისიც არ ვიცით, სად გააგრძელებს კარიერას - მოვუსმინოთ მიკოლის: "თამაშის წინ ვთქვი, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ და ალბათ ხვდებით, რა ხასიათზე დამაყენა მარცხმა. უამრავი ადამნიანი ჩამოვიდა რომში, რომ ჩვენთვის ექომაგა, ჩვენ კი მათი გახარება ვერ შევძელით. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ვულოცავ "ინტერს" ამ გამარჯვებას, თუმცა ვთვლი, რომ თასს ჩვენც არანაკლებ ვიმსახურებდით. არაფერი დავუთმეთ ძლიერ მეტოქეს და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, აუცილებლად გავიმარჯვებდით".

მოკლედ, სიცილიელებმა მარცხი დიდწილად იღბალს დააბრალეს, თუმცა არც მთლად მასეა საქმე - "ინტერმა" პირველ რიგში კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და თანაც ისე, რომ დახარჯა იმდენი ენერგია, რამდენიც საჭირო იყო. ფაქტია, რომ ის, რაც ვერ შეძლო მაგალითად აბელ ერნანდესმა, გამოუვიდა სამუელ ეტოოს და თუ რატომ გამოუვიდა მაინც და მაინც ეტოოს, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი გვაქვს - კამერუნელი უბრალოდ უკეთესო ფორვარდია. სიცილიელებსაც ჰყავთ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც კოჭებში ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთელი შეუძლია გახდეს - ლაპარაკია ხავიერ პასტორეზე, რომელმაც არაერთხელ გაამწვავა თამაში მეტოქის კართან და პასებიც უხვად არიგა, თუმცა იგივე ერნანდესი, ილიჩიჩი და სხვა თანაგუნდელები ფეხს ვერ უწყობდნენ. აპირებს თუ არა პასტორე "პალერმოს" დატოვებას? - ამაზე თავად არგენტინელი შემტევი უკეთესად იტყვის: "ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რითიც სიცილიაში განებივრებული ვარ და ეს ყველაზე უფრო მეტად მახარებს. ამიტომ, ასეთ საკითხებს დიდი სიფრთხილით ვეკიდები და დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებ. არ მსურს ისეთ გუნდში გადასვლა, რომელიც გუნდის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს და იქ მხოლოდ მილიონებად ნაყიდი ფეხბურთელები იყრიან თავს. ასეთ გარემოში ძნელია გაიზარდო როგორც ფეხბურთელი და შესაბამისად, ფულს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. სხვა საქმეა თუ კი დავინახე, რომ ამა თუ იმ გრანდს სწორედ ჩემი პოზიციის ფეხბურთელი სჭირდება და თუ თავის წარმოჩენა შევძელი, ძირითადშიც აუცილებლად მოვხვდები. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა გუნდში გადასვლაზე დაფიქრება და ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ. თუმცა, დღეს მხოლოდ "პალერმოზე" ვარ კონცენტრირებული, რადგან რეალური წინადადება არავისგან მიმიღია".

"ინტერის" ბანაკში გადავინაცვლოთ, სადაც ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილი ისტერიაა თასის მოგებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც მთლად ისეა საქმე, როგორც ჩვეულებრივ დღეებში. "ნერაძურიმ" იზეიმა თასის მოგება და იმ განწყობას, რომელიც დღეს მილანელთა ბანაკში სუფევს, ლეონარდოს სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს: "ძალიან რთული სეზონი იყო, რომელიც ღიმილით დავასრულეთ. "პალერმოს" მხურვალე ქომაგობა ჰქონდა, მეტოქე ზემოტივირებული იყო, ასეთY გუნდთან ჭიდილი კი ყოველთვის ურთულესია. მიუხედავად ამისა, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორ გზას ვადგავართ. მჯერა, ეს წარმატება კიდევ უფრო აანთებს ფეხბურთელებს და ახალი ტროფეების მოგების სურვილს გაუღვივებს".

"ინტერმა" მართლაც ღიმილით დაასრულა სეზონი, ლეონარდომ კი პირველი ტიტული მოიპოვა სამწვრთნელო კარიერაში - რა განცდა დაეუფლა ბრაზილიელ სპეციალისტს, ამაზე თავად მოგვითხრობს და უმჯობესია დავუბრუნოთ სიტყვა: "პირველ რიგში, ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ გულშემატკივრები გავახარეთ, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში გვიდგანან; შემდეგ ფეხბურთელების გამო, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და ბრძოლის შეწყვეტა აზრადაც არ მოსვლიათ; აი შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ პირველი ტიტული მოვიპოვე და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სეზონი ძალიან რთული გამოვიდა, ბევრი ვიშრომეთ და კარგია, რომ ეს თასის მოგებით დაგვიფასდა".

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია