<p>ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ "რომას" მესვეურებთან მოლაპარაკებებშია ჩაბმული <br> ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ "რომას" მესვეურებთან მოლაპარაკებებშია ჩაბმული და არ არის გამორიცხული, იტალიის დედაქალაქის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს. ეს ავანტიურაა, წერს "კორიერე დელო სპორტი" და ამ სიტყვებში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. ენრიკეს არასდროს უმუშავია პროფერსიულ გუნდში მთავარ მწვრთნელად, ამის შანსი პირველად მიეცა და თანაც უცხო ქვეყანაში, სადაც ფეხბურთიც კი არასდროს უთამაშია. საერთოდ, საკვირველია, საიდან მონახეს რომაელებმა ესპანელი და რატომ დაინტერესდნენ მისი პერსონით. კლუბის მესვეურები კომენტარებისგან თავს იკავებენ, სამაგიეროდ ლუის ენრიკემ ამოიდგა ენა და შემდეგი განაცხადა:</p><p>"დიახ, ვადასტურებ, რომ "რომას" მესვეურებთან უკვე არაერთხელ მქონდა საუბარი და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდს ჩავუდგე სათავეში. ეს დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. სამწვრთნელო საქმიანობას ახლა ვიწყებ და შესაძლოა, ჯობდეს უფრო ნაცნობ გარემოში გადავდგა პირველი ნაბიჯები. თავის მხრივ, რომაელებიც განიხილავენ სხვა ვარიანტებს და იქნებ არჩევანი ჩემზე არც შეაჩერონ. ანუ, ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების სტადიაა, რომელიც კაცმა არ იცის როგორ დამთავრდება. ისე კი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემით ასეთი დონის გუნდია დაინტერესებული".</p><p>კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც "რომას" შესახებ გავრცელდა, არნე რიისეს შეეხება. ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ნორვეგიელი მცველი კლუბის გამოცვლას აპირებდა, თუმცა ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა - მოვუსმინოთ რიისეს: "გადაწყვეტილი ამბავია, რომ იტალიის დედაქალაქში ვრჩები და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი "რომას" ღირსებას დავიცავ. აქ ყველაფერი მომწონს და არ მესმის, რატომ უნდა გამოვიცვალო გარემო. სეზონი რთული გამოვიდა, თუმცა ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება მოვახერხეთ და ამან ყველანი გაგვახარა. მომდევნო სეზონში ჩვენი უმთავრესი მიზანი სკუდეტოს მოპოვება იქნება და საამისოდ ყველაფერს ვიღონებთ - როგორც ვიცი, კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებენ და ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია".</p>
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე