ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ ამერიკულ მედიასაშუალება DAZN-თან "ბარსას" დატოვებისა და მადრიდის "რეალში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"მაშინ "ბარსელონასთან" კონტრაქტი უნდა გამეხანგრძლივებინა და ბრაზილიის ნაკრებში წავსულიყავი. ყველაფერი შევათანხმეთ და 5 დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებდნენ. მე უძლური ვიყავი, არადა, დარჩენა მინდოდა.

კლუბმა ისე არ დამაფასა, როგორც მე ველოდი და გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შემეძლო. რომ შემძლებოდა, დავრჩებოდი.

ბრაზილიის ნაკრებში რობერტო კარლოსთან ერთად ვთამაშობდი. სწორედ ის მომიყვა მადრიდის "რეალის" შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს კლუბი, თავისი მადრიდული გამოცდილება გამანდო. მას მერე გონებაში ჩამებეჭდა და რამდენიმე წლის შემდეგ მეც მომინდა, ეს ყველაფერი გამომეცადა.

როცა მადრიდში ჩავედი, ყველაფერი უფრო დიადი იყო, ვიდრე რობერტომ მითხრა. "რეალი" იმაზე უფრო დიდი კლუბი აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდი. იქ დიდი მოლოდინები და დიდი ზეწოლაა. სხვანაირად არც შეიძლება, ეს ხომ მადრიდის "რეალია". იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. აღფრთოვანებული ვიყავი საკუთარი თავის ასეთ დიდ კლუბში ხილვით და იმ შანსით, რომ შემეძლო დავხმარებოდი, გამხდარიყო უფრო დიადი.

მაშინდელი "გალაქტიკოს" მიმართ დიდი მოლოდინები იყო. ჩვენც ძალიან ბევრი რამ დავამტკიცეთ, ეს გამარჯვებისთვის დაბადებული თაობა იყო. სწორედ ამ ჯგუფმა შევცვალეთ ფეხბურთი, როგორც ბიზნესის სფერო. ეს დიდი ცვლილება იყო ახალ საფეხბურთო ერაში.

რომელი რონალდო იყო უკეთესი? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემი რომელი ვერსია იყო საუკეთესო, თუმცა მე ყველა მათგანი მომწონდა.

მე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთის თამაში, დანარჩენი კი ფანებს უნდა ჰკითხოთ", - აღნიშნა "ფენომენმა".

alexandre
ჩემო თაობის გულშემატკივრების გამოხმაურება მაინტერესებს. ფენომენი-რონალდო იყო იშვიათი შემტევი, რომელიც სადაც არ უნდა მიეღო ბურთი, პირდაპირ კარის მიმართულებით უტევდა, არა განივად, არა ფრთაზე, პირდაპირ კარისკენ. და ასეთი მახსოვს მხოლოდ 1. ედუარდ სტრელცოვი. ისიც ძალიან მაგარი იყო. 7 წელი ციხეში ჩასვეს, დაბრუნდა და ისევ ბრწყინავდა, ისიც სულ კარებზე იყო დაგეშილი, პირდაპირ მიდიოდა და ყველაფერს წალეკავდა გზაში.
გოოლა
უდიადესი ფეხბურთელი!მცველების მიმოპნევის გროსმაისტერი.
Gggs
კარგი ნიკი აგირჩევია დავამთავროთ, მეორე ასო იქნება ა )))))
gio
ღადაობა არ გივარგა იუზგარ
nnnn
კრიშტიანო საერთოდ არ უხსენებია აქ. საკუთარ თავზე ისაუბრა თუ რა ეტაპზე იყო უკეთესი. კრიშტიანო საერთოდ დააიგნორა
გგგგგ
ეს რა თქვა რონალდომ მესისტებო უეჭველი კრიშტიანოს ფანია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს