basketusa.com-მა "ინდიანას" ცენტრ გოგა ბითაძესთან ერთობ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა:

"ევროლიგის გასული სეზონის ამომავალმა ვარსკვლავმა გოგა ბითაძემ ჯერ უნდა მოახერხოს სათადარიგოთა სკამიდამ შემადგენლობაში გადანაცვლება, მაგრამ როგორც მან basket usa-ს უთხრა, "ინდიანას" ქართველი ახალწვეული ხელების ჩამოშვებას არ აპირებს. ის თავის დროს ელის და მოთმინებით აგრძელებს მუშაობას.

გოგა მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ ძველ კონტინენტზე კარგი რეზიუმე აქვს. ლუკა დონჩიჩივით მწვერვალებს არ შესთამაშებია, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა, რომელიც ინდიანაში დაეშვა, ევროპის სამ ქვეყანასა და ოთხ კლუბში და ევროლიგაში თამაში NBA-ს ტრამპლინისთვის გამოიყენა.

გოგა 16 წლიდან მაღალ დონეზე გამოდის, NBA-ში პირველი კამპანიისას კი ლოგიკურ და მოსალოდნელ პრობლემას განიცდის - მატჩში ჩატარებულ 9 წუთში საშუალოდ 3 ქულასა და 2 მოხსნას აგროვებს. ის მშვიდად ელის თავის დროს ნეიტ მაკმილანის როტაციაში.

- გოგა, როგორ აფასებთ თქვენს დებიუტს NBA-ში?

- ძალიან კარგად. მე უბრალოდ ვაგრძელებ NBA-ს თამაშთან ადაპტაციას, რომელიც ევროპულისგან აშკარად განსხვავებულია. ყოველდღე ახალ რამეებს ვსწავლობ. ვცდილობ პროგრესირებასა და გუნდის დახმარებას.

- ეს თქვენს იდეას შეესაბამება?

- სანამ აქ გადმოვიდოდი, NBA-ს მატჩებს ხშირად ვუყურებდი. ასე რომ, ვიცი, ეს რას წარმოადგენს. თუმცა, თამაშისას მიხვდები, რომ გაცილებით სწრაფად თამაშობენ. ალბათ, ყველაზე მეტად ამან გამაოცა.

- რა არის თქვენს ადაპტაციის პროცესში ყველაზე რთული?

- ბევრი მატჩია. მით უმეტეს, ყოველი მათგანი განსხვავებულია, მაგრამ მწვრთნელები და თანაგუნდელები მეხმარებიან, ყველაფერი კარგად მიდის.

- სეზონის დასაწყისში მეტი სათამაშო დრო გქონდათ, ვიდრე ახლა. ამას როგორ უმკლავდებით?

- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. რაც შემეხება მე, როდესაც ჩემს სახელს დაასახელებს, უბრალოდ ახალი მომენტისთვის უნდა ვიყო მზად. ეს ძნელი არ არის, უბრალოდ მზადყოფნა მმართებს.

- რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რათა როტაციას დაუბრუნდეთ?

- კიდევ უფრო თავდადებულად უნდა ვიშრომო. ვიცი, ჩემი დრო დადგება.

- როგორ ფიქრობთ, ევროლიგამ NBA-სთვის შეგამზადათ?

- ცხადია, ძალიან დამეხმარა. ეს მსოფლიოში საუკეთესო მეორე ლიგაა. პროგრესირებაში ძალიან დამეხმარა, ვინაიდან ვეტერანებთან და ნიჭიერ კალათბურთელებთან ვიბრძოდი.

- სწორედ პოდგორიცაში (სადაც დებიუტისას ევროლიგაზე საშუალოდ მატჩში 12 ქულასა და 6 მოხსნას აგროვებდით) იგრძენით, რომ ნახტომისთვის მზად იყავით - ამ შემთხვევაში ოკეანის გაღმა?

- დიახ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რამეთუ სწორედ იქ ვიგრძენი, რომ NBA-ში თამაში შემეძლო. ვფიქრობ, მზად ვარ. ეს ყველაზე შესაფერისი დრო იყო.

- ევროლიგასა და NBA-ს შორის ყველაზე დიდი განსხვავება? ფიზიკური ორთბრძოლები?

- ფიზიკური ორთაბრძოლები ევროპაშიც მართლაც ძალიან სერიოზულია. იქ ძირითადად დაცვასა და მეტოქის შეჩერებაზე ფიქრობ, აქ კი - სირბილსა და ქულებზე.

- ძნელია ამ დაცვითი სტილიდან NBA-ს უფრო "ღიაზე" გადასვლა?

- კალათბურთში ნებისმიერ ლიგაში დაცვაში თამაში უნდა გეხერხებოდეს. აქ ბურთის ფლობა მეტია, მატჩი 48 წუთი გრძელდება. ეს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, დომინანტური.

- კარიერა 16 წლის ასაკში ВТБ ლიგაში დაიწყეთ, თბილისში, ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დებიუტი, შემდეგ NBA-ში როგორ შეიძლება დაგეხმაროთ?

- ჭაბუკობის ასაკიდან მივეჩვიე პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრებას, თამაშებს, მგზავრობას და ამან ბევრი რამ მასწავლა. ეს ისაა, რაც მთელი კარიერის მანძილზე მეხმარებოდა და მეხმარება. მიხარია, რომ ასე ახალგაზრდა NBA-ში ვასპარეზობ.

- ამერიკის ლიგის ინტენსიურ რიტმს როგორ უმკლავდებით?

- ბევრი მატჩი, ბევრი მგზავრობა, მაგრამ პერსონალი გვეხმარება. ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე ევროპაში. ლოდინი არ გიწევს. კერძო თვითმფრინავით დავფრინავთ, ლამაზ სასტუმროებში ვჩერდებით - ეს შესანიშნავი ცხოვრებაა.

- ზაზა ფაჩულია ჩვენ გვარწმუნებდა, რომ თქვენში ნაკრების მომავალ ლიდერს ხედავს. როგორ ფიქრობთ, ეს ისაა, რაც თქვენი მაღალი მიზანია?

- ცხადია, ყოველთვის, როდესაც ჩემს ქვეყანას დავჭირდები, მზად ვიქნები, დავეხმარო. ნაკრებში გულიანად ვთამაშობ. ვიცი, ზაზას დონემდე მისაღწევად ბევრი მუშაობა მმართებს.

- თორნიკე შენგელიასთან და გიორგი შერმადინთან ერთად მოწინააღმდეგეებთან ფარქვეშ უპირატესობა გექნებათ...

- დიახ, ჩვენ დიდი გუნდი გვყავს. ამას გარდა, მომავალი ევრობასკეტი საქართველოში ჩატარდება, თბილისში, რაც ჩვენთვის დიდი უპირატესობა იქნება. იმედი მაქვს, ვითამაშებ."

ღმერთმა ხელი მოგიმართოს /
რეზო
არ მგონია "ზაზას დონე" კარგი ორიენტირი იყოს მიზანდასახული სპორტსმენისთვის.
კალათბურთის გულშემატკივარი
გოგა, სწორი მიდგომაა, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება. დარწმუნებული ვარ პლეი-ოფში ინდიანას შენი წვლილიც დაჭირდება და მაკმილანს შენს შესაძლებლებლობებს დაუმტკიცებ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა