ეფენბერგს მიონხენგლადბახის ”ბორუსიას” სპორტული დირექტორობა სურდა, პრეზიდენტ როლფ კიონიგსისთვის და მოქმედი სპორტული დირექტორისთვის, მაქს ებერლისთვის კი იმპიჩმენტი უნდა მოეწყო
შტეფან ეფენბერგი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი იყო. სწორედ ამიტომ გაოცდა მთელი საფეხბურთო გერმანია მის საქციელზე - ამბობენ, ეფეს ასეთი რამ არ ეკადრებაო. როგორც იცით, 42 წლის შტეფანი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ სერიოზულ რევოლუციას გეგმავდა - მას სპორტული დირექტორობა სურდა, პრეზიდენტ როლფ კიონიგსისთვის და მოქმედი სპორტული დირექტორისთვის, მაქს ებერლისთვის კი იმპიჩმენტი უნდა მოეწყო. სწორედ ამ მიზნით ჩამოაყალიბა მან საინიციატივო ჯგუფი, რომლის მოთხოვნითაც, კვირას „ბორუსია პარკზე“ კენჭისყრა გაიმართა - კენჭისყრა, რომლის შედეგიც ეფენბერგისთვის კატასტროფული მარცხია.

4769 ხმიდან ეფემ მხოლოდ 335 მიიღო - მისი ინიციატივის წინააღმდეგ კი ხმა კლუბის 4269 წევრმა მისცა, 165-მა კი თავი შეიკავა. არადა, შტეფანს მინიმუმ ხმათა ორი მესამედი სჭირდებოდა. როცა სტადიონზე კენჭისყრის შედეგები გამოაცხადეს, ეფენბერგი იქ უკვე აღარ იყო - მას შედეგი შედარებით ადრე შეატყობინეს და ეფემ „ბორუსია პარკი“ ე.წ. უკანა გასასვლელიდან“ დატოვა - რბილად რომ ვთქვათ, გაიქცა!

„კენჭისყრის დროს ხალხის რეაქციას ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ უმრავლესობა ცვლილებების წინააღმდეგი იყო. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ცეცხლზე ნავთის დასხმა ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ კლუბში ყველაფერი შესაცვლელია და იმედი მქონდა, რომ წევრები მხარს დამიჭერდნენ. თუკი ფიქრობენ, რომ რევოლუცია საჭირო არ არის, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. „გლადბახი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დავტოვე „ბორუსია პარკი“ ნაადრევად - როცა ვხვდები, რომ გარკვეულ ადგილზე ყოფნას აზრი არ აქვს, არც ვრჩები ხოლმე,“ - უთხრა ეფემ „ბილდს“.

რამდენჯერაც სტადიონზე შტეფანის გვარი გამოაცხადეს, იმდენჯერ გამაყრუებელი სტვენა გაისმა, მოქმედ პრეზიდენტ კიონიგსს კი უმრავლესობა ტაშს უკრავდა. რაკი „გლადბახი“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაურჩა, როგორც ჩანს, კლუბის წევრები ამით კმაყოფილები არიან და ძირეულ ცვლილებებზე უარი ამიტომაც თქვეს. 63 წლის ჰორსტ კიოპელი, რომელიც ეფეს გამარჯვების შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო, ამბობს, „ბოხუმთან“ მოგებული ორრაუნდიანი დუელის შემდეგ მოქმედ ხელმძღვანელებს უკვე ძალიან კარგი არგუმენტები ჰქონდათ და ვხვდებოდი, რომ ვერ გავიმარჯვებდითო. ეს კომენტარი ისე ჟღერს, თითქოს ეფენბერგსა და კომპანიას უნდოდა, რომ „ბორუსია“ პირველი ბუნდესლიგიდან გავარდნილიყო, რაც ეფეს მართლა არ ეკადრება...

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის