სკანდალი ფიფაში: ჯეკ უორნერი ფიფას ჯერ კიდევ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და კონკაკაფის პრეზიდენტი ბლატერის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებებს აყენებს
ჯეკ უორნერი ფიფას ჯერ კიდევ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და კონკაკაფის პრეზიდენტია (მხოლოდ დროებით არის საქმიანობას ჩამოშორებული), თუმცა ის ბლატერის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებებს აყენებს. ადამიანზე, ვინც რამდენიმე დღის წინ თავად იყო სკანდალში გახვეული, ქვემოთ კიდევ მოგითხრობთ, იქამდე კი მას მოვუსმინოთ. უორნერი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც ლაპარაკობს:

“მაიამიში ჩატარებულ კონკაკაფის კონგრესზე იოზეფ ბლატერმა დელეგატებს საერთო ჯამში მილიონი დოლარი გადასცა და განუცხადა, რომ მათ შეეძლოთ აღნიშნული თანხა საკუთარი სურვილისამებრ დაეხარჯათ. იქვე იმყოფებოდა მიშელ პლატინიც, ვინც ამით ძალზე გაღიაზიანდა და ფიფას გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს გადაულაპარაკა, რომ ბლატერს არ ჰქონდა უფლება ფინანსური კომიტეტისგან, ასეთი მსხვილი თანხა ქველმოქმედებისთვის დაეხარჯა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ის მონახავდა ამ ფულს ბლატერისთვის. კარიბის ზღვის აუზის ფედერაციათა წარმომადგენლების შეხვედრაზე კი ბლატერმა ყველა მონაწილეს ნოუთბუქები და კინოპროექტორები აჩუქა. რაც შეეხება ფიფას ეთიკის კომისიის სხდომის მიერ ჩემ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას: ჩემს გათავისუფლებაზე მხოლოდ მასმედიის საშუალებებიდან გავიგე. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. სხდომის დასრულების შემდეგ მე სპეციალურად დავუტოვე რამდენიმე ადამიანს ჩემი კოორდინატები და ვთხოვე, რომ შედეგები ჩემთვის აუცილებლად ეცნობებინათ. თუმცა ოფიციალურად ჯერ არანაირი საბუთი არ მიმიღია. გამოძიებით იმედგაცრუებული ვარ. სხდომას რომ უნდა დავსწრებოდი ეს 24 საათით ადრე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რაც წესის დარღვევაა. ამას გარდა ეთიკის კომისიის სხდომას ხუთიდან ერთი წევრი არ ესწრებოდა. ჩემთვის ოფიციალური ბრალდების ქსეროასლიც კი არ გადმოუციათ და ის მხოლოდ ზეპირად გამაცნეს. ეს სამართლიანობისთვის ბრძოლის ყველაზე ცუდი ფორმაა. მათ გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდათ მიღებული და ჩემი არგუმენტებისთვის ყურიც არავის მიუგდია. კომისიას ვუთხარი, რომ ბენ ჰამამს კარიბის ზღვის ფედერაციებისთვის 40-ათასდოლარიანი ჩეკები არ გამოუცია. მეტიც, ის ამ ფედერაციებს არასოდეს დახმარებია. ახლა ვხვდები, რომ კომისია იმ ბრძანებას ასრულებდა, რომელიც “ზემოდან” მიიღო. ადრეც მითქვამს, რომ ფიფას ნამდვილი ცუნამი ელოდება. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და სანამ ძალიან გვიანი არ არის, ბლატერი უნდა შევაჩეროთ.

18 მაისს, როცა მივხვდი, რომ ბენ ჰამამსა და ბლატერს შორის პოლიტიკური ბრძოლა ყველა ჩარჩოს გადასცდა, სპეციალური წერილი მივწერე ჟერომ ვალკეს, სადაც მივუთითე, რომ არჩევნების შედეგებს შეიძლებოდა არაბული ქვეყნების ზედმეტი გაღიზიანება გამოეწვია და ვისურვე, რომ ბენ ჰამამი ბრძოლას ჩამოშორებოდა, რაზეც ჟერომმა წერილითვე მიპასუხა, რომ ვერ ხვდებოდა, რანაირად აპირებდა ბენ ჰამამი საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას. შეიძლება ამით ის ყველას ბლატერისადმი სიძულვილს უმტკიცებს ან იმავე გზით ცდილობს გამარჯვების ყიდვას, როგორც ყატარს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა მოუპოვაო (უორნერის მიერ ამ წერილების გამოქვეყნების შემდეგ ვალკემ თავი იმით იმართლა, რომ ეს მხოლოდ წერილის ნაწილია და ის კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. რედ).

ბატონი ბენ ჰამამისა და ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ორს მაქსიმალურად მტკივნეული დარტყმა მოგვაყენონ. ამ საკითხზე გაჩუმებას არ ვაპირებ. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემი რეპუტაცია აღვიდგინო”.

აქვე გთავაზობთ იმ ადამიანის კომენტარს, რომელიც ზემოთ უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ. ბენ ჰამამმა ინტერვიუ “სქაი სპორტსს” მისცა: “მე საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სერიოზული არგუმენტები მქონდა, თუმცა კომიტეტმა ისინი არასაკმარისად მიიჩნია. იმის მაგივრად, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციისთვის პატივი ეცათ, მე საფეხბურთო სამყაროში საქმიანობა ამიკრძალეს. არადა, მეგონა, რომ ეთიკის კომისია მართლა დამოუკიდებელი ორგანო იყო, თუმცა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას გენერალურმა მდივანმა გასაგებად მიგვანიშნა, რომ მას საკმაო გავლენა აქვს. მე თამაშის ასეთ წესებს პატიოსანს ვერაფრით ვუწოდებ. გარწმუნებთ, ჩემი უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ”.

ბუნებრივია, რომ როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ყიდვაზე ფიფას გენერალური მდივანი ლაპარაკობს, საქმე იმაზე სერიოზულად უნდა იყოს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით წარმოიდგინო. ინტერნეტში ამ ინფორმაციების გაჟონვის უმალ, ყატარულმა მხარემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “კომიტეტი “ყატარი 2022” კატეგორიულად გამორიცხავს გამარჯვების მოსაპოვებლად მისი მხრიდან კანონის დარღვევის ერთ შემთხვევასაც კი. ველოდებით, რომ უკვე უახლოეს დღეებში ფიფა ოფიციალურად განგვიმარტავს, თუ რას გულისხმობდა ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი როცა ასეთ განცხადებას აკეთებდა. თუკი დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მივიღებთ, მაშინ სასამართლოს მივმართავთ”.

ორიოდე კვირის წინ ფიფას წინააღმდეგ ბრალდებები ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ყოფილმა თავკაცმა ლორდმა დევიდ ტრისმენმაც წამოაყენა. მან აღმასკომის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ გაილაშქრა და მათ ბრალი კორუფციაში დასდო. მათ შორის დასახელებული იყვნენ: ჯეკ უორნერი (ტრინიდადი), ნიკოლას ლეოსი (პარაგვაი), რიკარდო ტეიშეირა (ბრაზილია) და ვორავი მაკუდი (ტაილანდი). თუმცა ასოციაციის კომპეტენტური კომიტეტის გამოძიებამ ტრისმენის არგუმენტებში ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა და საქმე დახურა. ჟერომ ვალკე გახარებულია და აცხადებს, რომ: “ეს ადამიანები ბრალდებისგან თავისუფლები არიან. მე უკვე მივიღე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დასკვნა და იმედი მაქვს, რომ ფიფა მას აუცილებლად გამოაქვეყნებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა მხოლოდ ტრისმენს კი არა ინგლისი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებსაც მოუსმინეს და ბრალდებათა აბსურდულობამდე ამის შემდეგ მივიდნენ”.

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე