საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დღეიდან დაიწყებს. 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:30 საათზე ნაკრების პირველი ვარჯიში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ დასახელებული 24 კანდიდატიდან, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 16 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც შეკრებას დაიწყებენ. ესენი არიან:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც 24-კაციანი გაფართოებული სიიდან ზემოთწარმოდგენილ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, რეზერვში არიან და მიმდინარე შეკრების პერიოდში შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყვნენ ვარჯიშებზე გამოძახებულნი. სარეზერვო სიაში 8 მოთამაშეა: ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, ლუკა ბულაშვილი, სანდრო სანაძე, ნიკა გაფრინდაშვილი, ნიკა დარბაიძე და აკაკი დვალიშვილი.

საქართველოს ნაკრები 16, 17, 18 და 19 თებერვალს ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს, რის შედეგადაც საბოლოოდ შეირჩევა გუნდის ძირითადი, 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში – სერბეთს დავუპირისპირდებით.

მოგეხსენებათ, საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მასპინძლობს. ამ მიზეზით ოთხივე ქვეყანას ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, საქართველოც, გერმანიაც, იტალიაც და ჩეხეთიც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, რათა ევროპირველობას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

მთლიანობაში ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო E ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთთან და შვეიცარიასთან ერთად. ევრობასკეტის 24 საგზურიდან, როგორც ვთქვით, 4 დაბევებული აქვთ საქართველოს, გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს. დარჩენილი 20 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის 28 მონაწილე იბრძოლებს. იმ 4 ჯგუფიდან, რომლებშიც მომავალი ჩემპიონატის მასპინძლები არ არიან, ევრობასკეტის საგზურს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიისა და იტალიის ჯგუფებიდან კი ევრობასკეტზე 2-2 საუკეთესო გავა.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 3 სათამაშო ფანჯარაა: მიმდინარე თებერვალში, მომავალ ნოემბერს და 2021 წლით თებერვალს. თითოეული ფანჯრის ფარგლებში საკვალიფიკაციოს ყველა მონაწილე 2-2 მატჩს გამართავს.

მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

გიორგი
აუ, ხო, ბუდუ ზივზივაძე რატო არ წაიყვანა?! მანუჩარ მაჩაიძეც დატოვა! :))
Supporter
ვლადიმერ ბოისა და ვლადიმერ სტეფანიაც გამოგვადგებოდა
Nnn
ისე მე თუ მკითხავთ მინიმუმ მესამეზე უნდა გავიდეთ, რომ თავი ქუდში გვქონდეს, რადგან კაცმა არ იცის ჩვენი პოლიტიკოსების გადამკიდე რა იქნება 2021-ში და ვიქნებით კი მასპინძელი?
d
ის რომ ზუროსი მიუკერძოებელია, არ ცვლის არჩევანის სიმწირეს. ფეოლასავითაა. იქნებ შვეიცარიას მაინც მოუგონ. შერმადინმა უნდა გაქაჩოს.
Gurilo
აბააა,ანანიძე და ოქრიაშვილიც არ აიყვანა ზუროსმა,რას ერჩის ამ ფეხბურთელებს,კალათბურთის მწვრთნელი რომაა ალბათ იმიტომ?:)):)):)))
მიდი ბუდუ!
აუ ბუდუ ზივზივაძე ისევ არ აიყვანა ნაკრებში? რა უბედურებაა რა არი.. ზივზივაძეს ბლომად გოლები გაქვს და რატომ არ აყავს ზუროსს? გამოდგებოდა სერბეთთან.
Kkk
როგორც ვიცი დიქსონი მთლად ჯანმრთელად არაა და მიტო არჩია ალბათ მაკფადენი, თუმცა ისიც უნდა ითქვას თედი გაცილებით უკეთეს გუნდშია ვიდრე დიქსონი და სეზონიც უკეთესი აქვს.
თენგო
ტედ მაკფადენს დასამტკიცებელი ძალიან ბევრი აქვს, ვადევნებ მის თამაშებს თვალს ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის კალათბურთელია, ჩვენმა ფედერაციამ თუ არ დაიწყო სერიოზულ კალათბურთელის ნატურალიზებაზე მუშაობა ძალიან გაგვიჭირდება, ტედი ძალიან სუსტია, დიქაონი ალბათ, ათს გადაასვრიდა თავზე... ასე რომ სერიოზული ნატურალიზებული გვჭირდება თორემ მხოლოდ გიორგი ცინცაძის და მაკფადენის იმედად ჩემი მტერი იყოს...
ნოდო
კიდევ კაი ზუროს მაინც ვერავინ დასწამებთ ნეპოტიზმს ესეიგი ესეიყო საჭირო ვინ რა დაამტკიცა არ აქ მნიშვნელობა მაშინ როცა ფორმაში არ ხარ თქვენ რო მწვრთნელი იყოთ მოგეწონებიდათ ბისაც დაიწუნებთ ყველას 20 ახლობელმა რო მოგწეროთ რათო დაიწუნე ჩემი შვილიო? ბიჯოს
kaxa
rodesac evroliga ar atavisuplebs motamasheebs nakrebisatvis roca nbashic igive situaciaa amastanave gamocdili kalatburtelebis depicitia upriania pachulia dabrundes nakrebshi misi parketze yopna dzalian waadgeba saerto saqmes tan nakrebi saxlshi tamashobs rac pachuliastvis garkveuli motivaciaca da vtxovot daubrundes nakrebs daexmaros bichebs tavisi gamocdilebit.
Grisha
მაკფადენს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს და დიქსონს უამრავჯერ აქვს დამტკიცებული. რატო ასე ზუროს?
იდალგო
დიქსონი?
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89