საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. პირველი სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი ეროვნული გუნდი 2 მატჩს გამართავს: 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 23-ში ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ჯგუფის მეოთხე წევრია ფინეთი, რომელიც პირველ ფანჯარაში, საქართველოს მსგავსად, სერბეთს და შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ილიას ზუროსმა შეკრებაზე 16 კალათბურთელი გამოიძახა, ხოლო ნაკრების კიდევ 8 კანდიდატი სარეზერვო შემადგენლობაში შეიყვანა. პირველი ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში 16 თებერვალს, 19:00 საათზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 14-მა კალათბურთელმა მიიღო. დუდა სანაძე და თად მაკფადენი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ და ნაკრებს 17 თებერვალს შეუერთდებიან.

პირველ ვარჯიშზე ილიას ზუროსის განკარგულებაში შემდეგი კალათბურთელები იყვნენ: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.

ილიას ზუროსს ასისტენტობას უწევენ მილოშ გლიგორიევიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. პირველი ვარჯიში მოთელვითი ხასიათის იყო და მწვრთნელთა შტაბს მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. იყო ნაკლები ტაქტიკა და მეტი სროლა, ფარქვეშ შესვლები და პერიმეტრზე სწორ გადაადგილებაში ვარჯიში. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა მხოლოდ გიორგი ცინცაძეს აქვს, რომელმაც სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა ექიმები და მათთან ერთად მწვრთნელებიც იმედიანად არიან, რომ ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი მომავალი მატჩებისთვის მოასწრებს ფორმის აღდგენას.

ილიას ზუროსი ნაკრებს 17, 18 და 19 თებერვალს ავარჯიშებს, რის შემდეგაც შვეიცარიასთან მატჩისთვის 12-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

sdfffff
მაგათ ჯობია თოხი დააჭერინო, მწვრთნელების კვალიფიკაციას თუ გავითვალისწინებთ ეროვნულ ლიგაში.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89