"ანკარაგიუჯიუმ" იანვარში 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, გასავარდნად განწირულმა გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოაგროვა, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი "ფენერბახჩეს" 2:0 დამარცხება იყო. გუნდის ახალწვეულ საბა ლობჟანიძის თამაში და გატანილი გოლი იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ თურქეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ, "მილიეთმა" მის კარგ ასპარეზობას გაუსვა ხაზი და ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდს.

ლობჟანიძე - "ფენერბახჩესთან" გამარჯვებული მატჩის ერთ-ერთი არქიტექტორი

"ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე ურიგოდ გაისარჯა, ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად. ამიტომაც მოვიგეთ. ტაქტიკურად გამართულად ვმოქმედებდით, ცარიელ სივრცეებს ვეძებდით და სწრაფი კონტრშეტევები გამოგვდიოდა. პირველ მატჩში ორჯერ გავარტყი ბურთი ძელს და იმედგაცრუებული დავრჩი. პირველმა გოლმა უზომოდ გამახარა.

მართალი გითხრათ, ამდენი ფეხბურთელის ერთდროულად დამატებამ ცოტა გამაკვირვა. თუმცა შემდეგ დავინახე, რომ ყველანი მაღალი დონისანი არიან. მოკლე პერიოდში გუნდს ამდენი ახალი სახე შეემატა. გასახდელში კარგი ატმოსფეროა, ყველანი ერთმანეთს პატივისცემით ექცევიან. ჩვენ ისე ვასპარეზობთ, რომ სუპერლიგაში დავრჩებით, არ გავვარდებით.

მიჩალაკმა "ფენერთან" ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მოედანზე ერთმანეთს ისე ვუგებთ, თითქოს ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ. ვიცოდი, თურქეთის ლიგა რასაც წარმოადგენდა, თვალს ვადევნებდი, მაგრამ შენ თვითონ როდესაც თამაშობ, ეს სულ სხვა რამაა. შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს.

სეზონის პირველ ნახევარში "რანდერსში" 15 მატჩში 8 გოლი გავიტანე და მერე გადმოვედი აქ. ლევან შენგელიას ვესაუბრე და ინფორმაცია მივიღე, რომელიც "ქონიასპორის" ღირსებას იცავს. იმან, რომ ანკარა თურქეთის დედაქალაქია და კარგი ქალაქია, ჩემს არჩევანზე ასევე იქონია გავლენა".

max
ნაკრები უნდა დაკომპექტდეს ამ ახალი სახეებით. ლობჟანიძე, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი. ამათზე თუ გუნდი აეწყობა ძალიან ძლიერი შუა ხაზი დგება, ამას კანკავაც უნდა დაემატოს. დღევანდელ ფეხბურთში სწორედ შუა ხაზი წყვეტს ყველაფერს
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
აი ყაზილარი კიდო ბევრს გეიტანს, კიდო ბევრს და ნუ გაიკვირვებ, სხვა საქმე მაინც არა აქვს და....
zura
ფეხბურთელი,რომელსაც არც პიარი უკეთდება და არც აჟიოტაჟია ძალით,რომ ხვალ ან ზეგ იუვენტუსს მიყავს ან ბაიერნს... თავისით მიდის ბიჭი წინ! ბელარუსებს რას უზამს ის უნდა ნახოთ !!!
irakli
ვინც ფეხბურთი იცის დამეთანხმება თურქეთის სუპერლიგა ასჯერ ბევრად სჯობია დანიის ჩემპიონატს ასე რომ წინ გადასგმული ნაბიჯია
გიორგი
გატანილი გოლი მეტ მოტივაციას მისცემს საბა კარგ ფორმაში გვჭირდება ნაკრებში და სხვა თამაშებშიც გაიტანოს იმედი მაქვს წარმატებული იქნება მისი გადასვა თურქეთში თან სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი თუ ანკარა დარჩება სუპერლიგაში და თვითონაც წაუვა თამაში დარჩება სხვა შემთხვევაში წამოვა ასე რომ გულშემატკივარიც ნუ ინერვიულებს 4-5 წლიანი კონტრაქტი არ აქვს რომ ყველა ვარიანტში იქ დარჩეს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
ლობჟანიძე: საქართველოს ნაკრებში კლოპი მინდა, ამ ჯგუფიდან გასვლა კი შეგვიძლია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
შოთას გუნდი დამარცხდა და გასავარდნ ზონაში იმყოფება
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ლობჟანიძის თანაგუნდელს კაპიტნისთვის შემოლაწუნება ძვირად დაუჯდა
ლობჟანიძის გოლი-შედევრი - "ანკარაგიუჯიუმ" ლიდერი "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]
ლობჟანიძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ანკარაგიუჯიუმ" შენგელიას "ქონიასპორს" დრამატულ მატჩში სძლია [VIDEO]